xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » უახლესი ისტორიიდან » მაჭახელის მოწამენი
მაჭახელის მოწამენი
12-03-2015, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

მაჭახელის მოწამენი

 

   ლაზისტანის ოსმალნი ლივანაში შემოვიდნენ და აქედგან მაჭახელ-ში. მაჭახელი მათ მაგრად და გულადად დახვდა; მაჭახლის ხალხი მეტად მაგარი და გაუტეხავი ხალხი იყო: ესენი ადვილად არ ჩაბა-რდნენ მაჰმადიანებს, ბევრი იჩხუბეს, მაგრამ ბოლოს მაინც ვერაფერი გააწყეს და ჩაჰბარდნენ ოსმალებს. ოსმალთ მაჭახლელებს გამაჰმა-დიანებაც გამოუცხადეს; ეს ამბავი მაჭახლის ხალხს დიდად ეჯავრა. ამის გამო დაიწყეს ჭოჭმანობა და ბოლოს ოსმალოს წინააღმდეგ ჩხუბი ასტეხეს, გამაჰმადიანება არ გვინდაო. ოსმალთ ამაზედ ძლიერ ბევრი მაჭახლელები დახოცეს. მაჭახლელებიც ბევრს ხოცავდნენ ოსმალთ, მაგრამ საქმე მაინც მაჭახლელებს გაუჭირდათ, რადგანაც ოსმალნი თოფ-იარაღით იყვნენ და მაჭახლელებს კი არაფერი ჰქონდათ. ბევრი ხოცვის შემდეგ ოსმალთ სისხლის ღვრას თავი გაანებეს. ამათ სხვა ნაირის ოსტატობით დაუწყეს გამაჰმადიანება. ვინც არ მაჰმადიან-დებოდა, იმას დიდს ხარჯს ადებდნენ, სამართალში უკან აყენებდნენ, მოწმად არსად იღებდნენ, უბრალო დანაშაულობის გამო სჯიდნენ, სულ უბრალო საქმის გამო მამულებს ართმევდნენ და იმ პირებს აძლევდნენ და ჰმატებდნენ, ვინც ახლად იყვნენ გამაჰმადიანებულნი.

  მაჭახელში ძველად საკმარისად გამოჩენილი აზნაურის გვარი იყო ძნელაძეების გვარი. ესენი სცხოვრებდნენ სოფელ ძნელიეთსა და ბაზ-არეთში. აქ დაბარებულ იქმნა ჩვენი ძველების ერთი უფროსი ძნელაძე, დიდის მამულ-დედულის პატრონი. ამას გამოუცხადეს გამაჰმადი-ანება იმ პირობით და იმ საჩუქრებით, როგორც სხვები გამაჰმადი-ანდნენ. ძნელაძემ უთხრა:

   – მე არც გავმაჰმადიანდები და არც თქვენი საჩუქარი მინდა, ქრისტ-იანობას მაჰმადიანობაზედ არ გავცვლი. ეს არას დროს არ იქნება. მე ამას ნუღარ მეტყვით, თორემ ჩხუბი მოხდებაო. ოსმალთ ძლიერ ეწ-ყინათ და უთხრეს:

   – კარგი, მაგრამ ბევრს შეგანანებთო.

ძნელაძემ მიუგო:

   – ნება თქვენი გახლდესთ! რამდენსამე ხნის შემდეგ ოსმალთ აუტე-ხეს დავა, დაუწყეს ცილისწამება, ჰბრალდებოდა ტყუილად კაცის კვლა, გაქუცვა, ახალ გამაჰმადიანებულების შეწუხება და სხვანი. თავს მართლულობდა, მაგრამ უბრალოდ. ოსმალნი ძალიან სჩაგრავდნენ. ასეთი ბრძოლის გამო მას ხელიდგან წაუვიდა თავისი მამულების უმეტესი ნაწილი. ოსმალნი ეუბნებოდნენ:

   – გამაჰმადიანდით და ყველაფერს გაპატიებთ, ყველაფერს გაჩუქებთ.

   ძნელაძე ეტყოდა:

  – გვარად ძნელაძე ვარ და საქმითაც ძნელაძე უნდა ვიქმნე. მე, აი ეს ყელი და ენა რომ მომჭრათ, მაინც არ იქმნება, არ გავმაჰმადიანდები. რათ უნდა გავთათრდე, ჩვენმა სჯულმა რა დაგიშავათ, რა გიყოთ, მე ვერ ვიზამ, ჩვენ ფიცი გვაქვს მიცემული, რომ ვიდრე ძნელაძეებს პირში სული გვიდგია, მინამ ჩვენ ჩვენს სჯულს და ქვეყანას არ ვუღალატებთ. სხვებს თუ ნებავთ ჩემს სოფლელებს გამაჰმადიანდნენ, მე ნურავინ მერიდებაო. ამ კაცის მეგვარეებს და მოყმეებს დიდი მორიდება ჰქონდათ ამ პირისა; ამისი ჰრცხვენოდათ და ვერ მაჰმა-დიანდებოდნენ. რამდენისამე ხნის შემდეგ ესენიც გამაჰმადიანდნენ. მალე გამაჰმადიანდნენ ამ კაცის ძმები და შვილებიც, მაგრამ ეს არ გამაჰმადიანდა. ამის გამო შეებრძოლა იგი ოსმალთ და ამ ბრძოლის დროს მთლად დაჰკარგა თავისი მამულები და დარჩა ცარიელი. გა-ღარიბდა, გაღატაკდა, მაგრამ თათრობა მაინც არ მიიღო. ასეთს სიღ-ატაკეში მყოფი ავად გახდა, სიკვდილზედ მივიდა. ამ დროს მაჭახელი მთლად გამაჰმადიანებული იყო, მღვდლები აღარსად იყვნენ, იქიდგან გარეკეს და ეკლესიებიც დაანგრიეს. ზოგი ჯამედ გადააკეთეს.

   სიკვდილის წინა ძნელაძემ შვილები დაიბარა და უთხრა:

  – ეს არის, ვთავდები, ვჰკვდები, აქ ბევრი ვეწვალე, ბევრი ვიტანჯე, ჩემის სჯულის გულისათვის დავჰკარგე ყველაფერი, ჩემი მამა პაპის მამული ოსმალებმა წამართვეს შარებით და მისცეს იმათ, ვინც ადვი-ლად გამაჰმადიანდნენ, თავიანთ სჯულს გადაუდგნენ, საქართველოს უმტრეს და თათრებს მიემხრნენ, მით დაღუპეს მაჭახელი. ეხლა მე ვჰკვდები, ვჰკვდები დიდის მწუხარებით და ჩემი მამა-პაპის სჯულ-ზედ, რომელიც მე დიდის ტანჯვით შევინახე. ეხლა ჩემი მწუხარება ის არის, რომ ჩემის სიკვდილის შემდეგ ჩემი დამარხვა, ვაი თუ ქრისტ-იანულის, ქართულის, ჩემის მამა-პაპის წესით არ მოხდეს! თქვენ გამაჰმადიანებული ხართ და მაჰმადიანურად დამმარხავთო. სიკვდი-ლის დროს ბევრი იტირა მან, ბევრი ეხვეწა თავის ნათესავებს, რომ ქრისტიანულად დამმარხეთო. ამათ ფიცი მისცეს, რომ მღვდელს მო-ვიყვანთ და ისე დაგმარხავთო. ამ დაპირების შემდეგ ძნელაძე გარ-დაიცვალა.

  მიცვალებულის ძნელაძის ნათესავები წავიდნენ ართვინში და იქი-დან მღვდელი მოიყვანეს. მღვდელმა უწირ-ულოცა და როცა მიცვა-ლებული წაიღეს, მაშინ ზოგიერთ ახალ გამაჰმადიანებულებმა უყვი-რეს:

   – მღვდელო, უნათე, მღვდელო უნათეო და სხვანი. წაიღეს და აი, ამ პატარა ეკლესიაში დამარხეს.

 

ნაამბობი სოფ. ბაზარეთში და ძნელიეთში მოხუცებულ მაჰმადიანის ძნელაძის და სხვა მოხუცებულ მაჰმადიანებისაგან 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine