xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » მხილებითი ღვთისმეტყველება » XX - XXI სს მოდერნისტი ღვთისმეტყველები (მიტრ. ანტონი სუროჟელის ორიგენისტული შეხედულებანი)
XX - XXI სს მოდერნისტი ღვთისმეტყველები (მიტრ. ანტონი სუროჟელის ორიგენისტული შეხედულებანი)
13-03-2015, 08:34  / ამოსაბეჭდი ვერსია

XX - XXI სს მოდერნისტი ღვთისმეტყველები (მიტრ. ანტონი სუროჟელის ორიგენისტული შეხედულებანი)

 

  ბოლო დროს ცალკეულ მართლმადიდებელ ღვთისმეტყველებსაც შეეტყოთ აპოკატასტატისის (საყოველთაო ცხონების) იდეებისკენ ლტოლვა. შესაბამისად მართლმადიდებლური სწავლება მარადიული ტანჯვისა და ზოგადად ცოდვის არსის შესახებ მათი კრიტიკის საგანი შეიქნა. თანამედროვე ლიბერალები ცდილობენ შთაგვაგონონ შემდე-გი: ცოდვა საიმისოდაა მოგონილი, რომ ადამიანი შიშში ამყოფოს, შეზღუდოს და შეკრას მისი თავისუფლება, მოუკლას მას სიცოცხლის სიხარული. მოდერნისტების აზრით, ეს „მარტივი ღვთისმეტყვე-ლებაა" და „ღვთის შიშის დანერგვის პედაგოგიური არგუმენტი", ძველი ცრურწმენაა, რომელიც თურმე დღეს „უკვე აღარ მოქმედებს".

   ცნობილია, რომ აპოკატასტასის ცრუსწავლებას სხვადასხვა ფორმით იზიარებდნენ პარიზის საღვთისმეტყველო სკოლის რელიგიური მოა-ზროვნეები და ფილოსოფოსები: მღვდ. კ. ფლორენსკი, დეკ. ს. ბულ-გაკოვი, ვლ. სოლოვიოვი, ა. ბერდიაევი და სხვები.

   ზემოაღნიშნული პათოსი შეინიშნება მიტროპოლიტ ანტონ სუროჟ-ელის მოსაზრებებშიც. შეკითხვაზე, თუ რას ფიქრობდა საყოველთაო ცხონების სწავლებაზე, ანტონ სუროჟელმა უპასუხა: „წმიდა წერილში არ არის მკაფიო მტკიცებულება საყოველთაო ცხონების შესახებ, მაგრამ ჩვენ შეიძლება დავეყრდნოთ მტკიცებულებას იმედის - შე-მეცნებისამებრ ღვთისა ჩვენისა. გვაქვს უფლება, ყველაფრის იმედი გვქონდეს".1

    როგორც ვხედავთ, მიტრ. ანტონი აღიარებს, რომ „წმიდა წერილში არ არის მკაფიო მტკიცებულება საყოველთაო ცხონების შესახებ", მა-გრამ მას აქვს „მტკიცებულება იმედის - შემეცნებისამებრ ღვთისა ჩვენისა". ე.ი. მას რაღაც უფრო აღმატებული შემეცნება გააჩნია, ვიდრე ეს ღმერთმა სახარებაში გადმოგვცა. საინტერესოა, ვის გულისხმობს მიტროპოლიტი სიტყვაში „ჩვენ"?.. სავარაუდოდ პარიზის ცნობილ საღვთისმეტყველო სკოლის წარმომადგენლებს და მათ მსგავს მოდ-ერნისტებს. ა. სუროჟელს თურმე აქვს უფლება, რომ „ყველაფრის იმედი ჰქონდეს". მაგრამ სხვა რელიგიის მიმდევართან ათეისტთა ცხონების იმედი როგორ შეიძლება ჰქონდეს მართლმადიდებელ მიტროპოლიტს? „ყველაფრის იმედი" ხომ ამასაც ნიშნავს. ნუთუ მან არ იცის, რომ მხოლოდ ქრისტეს ჭეშმარიტ ეკლესიაში არის შესაძლებელი ცხონება?

   მიტრ. ანტონი წმ. გრიგოლ ნოსელის სწავლებაში არსებულ კერძო აზრსაც ეხმიანება და ფარივით იფარებს მას, კერძოდ ამ ფრაზებს: „სიყვარულის ღმერთს არ შეუძლია მარადიული სატანჯველისთვის გაიმეტოს ქმნილება, ამიტომ ის ყველას შეუნდობს და ყველანი და-იმკვიდრებენ ცათა სასუფეველს". მაგრამ იქვე ზნეობრივ წინააღ-მდეგობას აწყდება მიტროპოლიტი ამ სწავლებაში და იწყებს სიტყ-ვებით ლავირებას.2

  მოკლედ, მიტროპოლიტი ანტონი ცდილობს, რომ იტყვიან, არც მწვადი დაწვას და არც შამფური. ჩვენი აზრით, მან საკუთარი „აპო-კატასტასისი" დააფიქსირა.

 

 

 

 

 

1Митр. Антоний Сурожский. Человек Перед Богом. М. 2010. გვ. 60.

2იქვე გვ. 60.

 

 

 

 

 

 

მოამზადა დეკ. კონსტანტინემ (ჯინჭარაძე)  


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine