xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » მნიშვნელოვანი თემები » აღმოსავლეთის კათოლიკე - საყოველთაო ეკლესიის პატრიარქთა ეპისტოლე
აღმოსავლეთის კათოლიკე - საყოველთაო ეკლესიის პატრიარქთა ეპისტოლე
20-03-2015, 00:06  / ამოსაბეჭდი ვერსია

აღმოსავლეთის კათოლიკე - საყოველთაო ეკლესიის პატრიარქთა ეპისტოლე

 

წევრი 15

   გვწამს, რომ ეკლესიაში არის სახარებისმიერი საიდუმლონი, რიცხვ-ით შვიდი. საიდუმლოთა ამ რაოდენობაზე არც მეტი და არც ნაკლები ეკლესიაში არა გვაქვს. საიდუმლოთა რიცხვი შვიდს ზევით გამო-გონილია უგუნური მწვალებლების მიერ. შვიდობითი რიცხვი კი საიდუმლოთა დამყარებულია საღმრთო წერილზე, ისევე, როგორც სხვა დოგმატებიც მართლმადიდებელი სარწმუნოებისა. ხოლო პირ-ველ ყოვლისა: წმიდა ნათლის-ღება გადმოგვცა ჩვენ უფალმა შემდეგი სიტყვებით: „წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისა წმიდისაითა" (მათე 28,19); „რომელსა ჰრწმენეს და ნათელ-იღოს, ცხოვნდეს; და რომელსა არა ჰრწმენეს, დაისაჯოს" (მარკოზი 16,16). წმიდა მირონის, ანუ წმიდა მირონცხების საიდუმლო ასევე მაცხოვრის სიტყვებს ეფუძნება: „ხოლო თქვენ დასხედით ქალაქსა ამას შინა იერუსალიმსა, ვიდრემდე შეიმოსოთ ძალი მადლით" (ლუკა 24,49), რომელი ძალაც მოციქულებმა შეიმოსეს კიდეც მათზე სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ. ეს ძალა (ქრისტიანს) შეეძინება მირონცხების საიდუმლოს მეშვეობით, რომლის შესახებაც პავლე მოციქული მსჯე-ლობს (II კორინთ. 1,21-22), ხოლო კიდევ უფრო ცხადად წმიდა დიონისე არეოპაგელი. მღვდლობის საიდუმლო შემდეგ სიტყვებს ეფუძნება: „ამას ჰყოფდით მოსახსენებელად ჩემდა" (I კორინთ. 11,24), და აგრეთვე: „და მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისა ცათაისანი, და რომელი შეჰკრა ქვეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რომელი განხსნა ქვეყანასა ზედა, ხსნილ იყოს იგი ცათა შინა" (მათე 16,19).

   უსისხლო მსხვერპლი (ზიარების საიდუმლო ეფუძნება) შემდეგ სიტ-ყვებს „მიიღეთ და ჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი, თქვენთვის განტეხილი; ამას ჰყოფდით მოსახსენებელად ჩემდა" (I კორინთ. 11,24). „ესე სა-სუმელი ახალი რჩული არს სისხლისა ჩემისაი" (მუხლი 25); „უკუეთუ არა სჭამოთ ხორცი ძისა კაცისაი და (არა) სუათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხოვრებაი თავთა შორის თქვენთა" (იოანე 6,53). ქორწი-ნების საიდუმლოს საფუძველი თვით ღმერთის სიტყვებში აქვს, რომლებიც ქორწინების შესახებაა წარმოთქმული ძველ აღთქმაში (დაბად. 2,24), რომელი სიტყვებიც იესო ქრისტემაც დაადასტურა, როცა თქვა: „ამისთვის დაუტეოს კაცმან მამაი თვისი და დედაი თვისი და შეეყოს ცოლსა თვისსა, და იყვნენ ორნივე იგი ერთ ხორც... აწ უკუე რომელნი-იგი ღმერთმან შეაუღლნა, კაცი ნუ განაშორებს" (მათე 19,6). პავლე მოციქული ქორწინებას დიდ საიდუმლოს უწოდებს (ეფეს. 5,32). სინანული, რომელსაც უერთდება საიდუმლოსმიერი აღსარებაც, დამყარებულია წმიდა წერილის ამ სიტყვებზე: „უკუეთუ არა შე-ინანოთ, ეგრევე სახედ ყოველნი წარსწყმდეთ" (ლუკა 13,3). წმიდა ზეთის, ანუ ზეთისკურთხევის საიდუმლოს მოიხსენიებს მახარებელი მარკოზი, ხოლო უფრო ცხადად მასზე (ხორციელად) უფლის ძმა (იაკობი) მოწმობს (იაკობი 5,14-15).

   საიდუმლონი წარმოიქმნება ბუნებრივისაგან და ზებუნებრივისაგან, და არ არიან მხოლოდ ნიშნები საღმრთო აღთქმათა. ჩვენ მათ ვა-ღიარებთ იმ იარაღებად, რომლებიც აუცილებლად მოქმედებენ (საღ-მრთო) მადლით იმათზე, ვინც მათ მიეახლება. მაგრამ ვუარყოფთ, როგორც უცხოს ქრისტიანული სწავლებისათვის, იმ შეხედულებას, რომ საიდუმლოს სრულყოფილებას მხოლოდ ნამდვილი მოხმარების (მაგალითად, ჭამის და ა.შ.) დროს ჰქონდეს ადგილი მიწიური საგნისა (ანუ საიდუმლოში ნაკურთხ-განწმედილისა; თითქოს, გამოყენების გარეშე (დარჩენილი), საიდუმლოში ნაკურთხ-განწმედილი საგანი, კურთხევა-განწმენდის შემდეგაც უბრალო საგნად რჩებოდეს). ეს ეწი-ნააღმდეგება ზიარების საიდუმლოს, რომელიც არის რა დადგი-ნებული ყოვლადარსი სიტყუის მიერ და ნაკურთხია რა სულიწმიდის მოწოდებით, აღესრულება აღნიშნულის, ანუ ქრისტეს სხეულისა და სისხლის მუნმყოფობით. აღსრულებაც ამ საიდუმლოსი, აუცილებ-ლობის გამო, წინ უსწრებს მის გამოყენებას ზიარების მეშვეობით. რამეთუ მასთან ზიარებამდე რომ არ აღესრულებოდეს, მაშინ უღ-ირსად მზიარებელი (ცოდვილი) არ შეჭამდა და არ შესვამდა მას „დასაშჯელად თავისა თვისისა" (I კორინთ. 11,29); იმიტომ, რომ (მაშინ) იგი უბრალო პურსა და ღვინოს ეზიარებოდა. აწ კი, ეზიარება რა უღირსად, იგი საკუთარი თავის დასასჯელად ჭამს და სხვამს. მაშასადამე, ევქარისტიის საიდუმლო თვით მასთან ზიარების დროს კი არ აღესრულება, არამედ მანამდე. ამგვარსახედვე ჩვენ უკიდუ-რესად ცრუდ და არაწმიდად მივიჩნევთ იმ სწავლებას, თითქოს რწმენის არასრულყოფილებით ირღვევა საიდუმლოს მთლიანობა და სრულყოფილება. რამეთუ მწვალებლებმა, რომელთაც (კვლავ) მიიღ-ებს ეკლესია (თავის წიაღში), როცა ისინი უარყოფენ თავიანთ მწვალებლობას და უერთდებიან მსოფლიო ეკლესიას, (თავის დროზე) სრულყოფილი ნათლობა მიიღეს, თუმცა კი არასრულყოფილი რწმენა ჰქონდათ. და როცა ისინი ბოლოს სრულყოფილ რწმენას იძენენ, მათ ხელახლა არ ნათლავენ.


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine