xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » მხილებითი ღვთისმეტყველება » სული და სხეული პროტოპრესვიტერ ალექსანდრე შმემანის გაგებით
სული და სხეული პროტოპრესვიტერ ალექსანდრე შმემანის გაგებით
11-08-2020, 21:24  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

სული და სხეული პროტოპრესვიტერ ალექსანდრე შმემანის გაგებით

 

 

   სულის უკვდავების საკითხი პრ. შმემანის საღვთისმეტყველო სისტემაში უდავოდ დაბრკოლების საგანი გახლავთ. ის არ ეთანხმება ქრისტიანულ სწავლებას, რომლის მიხედვითაც სამყარო განადგურდება და ეს ცოდვის შედეგია. პრ. შმემანი მიმართავს სოფისტიკას და ბრალს სდებს ქრისტიანობას, რომ ის ნორმად, ცოდვის შედეგად აღიარებს სიკვდილს. შმემანი წერს: "რაც შეეხება რელიგიურ ხედვას ტრადიციული ფორმით, აქ ადამიანის ნორმალურ მდგომარეობად ტანჯვა და ავადმყოფობა უფრო მოიაზრება, ვიდრე ჯანმრთელობა. "ამა სოფლისთვის" დამახასიათებელია ტანჯვა, სნეულება, მზრუნველობა და ეს ნორმალურია, ვინაიდან "ეს სოფელი" არის დაცემული, დასნეულებული და მომაკვდავი სამყარო".¹ მაგრამ ამგვარ მიდგომას პრ. შმემანი უარყოფს ვით "რელიგიურს". აქ იგი თვითონვე იხლართება თავის სოფისტიკაში და აცხადებს, რომ "რელიგიური მიდგომა არის შუასაუკუნეების გადმონაშთი - სიკვდილსა და საიქიო სამყაროზე ორიენტირებული მსოფლმხედველობა".²

  მ. მიხეილ პომაზინსკიმ შმემანის ერთ-ერთ ადრინდელ წერილზე მართებულად შენიშნა: "ჩვენი ავტორი "თითქოს ებრძვის ცრუ, მოძველებულ შეხედულებას მართლმადიდებლობაში, რომ ქრისტიანობის არსი "სულის ცხონებაშია" და აცხადებს, რომ "ღვთის სასუფეველის სწავლება ერთგვარი ორმაგი პერსპექტივით უნდა გაიხსნას... ჩვენ დიდი ხანია ქრისტიანობა დავიყვანეთ არა ახალ ცხოვრებამდე, არამედ იმქვეყნიურ სამყაროში სულის ცხონებამდე".³ შმემანი მოგვიწოდებს "გადავამოწმოთ ჩვენი ქრისტიანული ხედვა სულის ცხონებაზე".⁴

  ამგვარ შეხედულებას გაოცებამდე მივყავართ. წმ. მოციქულთა, წმ. მამათა სწავლება, დაბოლოს, მთელი ღვთისმსახურება იწყება ლოცვით: "მეუფეო ზეცათაო... აცხოვნე, სახიერო, სულნი ჩვენნი". ჩვენი აზროვნების ცენტრში სულის ცხონება უმთავრესია. სწორედ ეს არის მართლმადიდებლობა ცხოვრებაში, ხოლო რაც მის მიღმაა, მხოლოდ "ოცნებაშია" მართლმადიდებლობა. ვინც მიიჩნევს, რომ მართლმადიდებლობაში სულის ცხონებისათვის ლოცვა არის არასასურველი, ის თავად მოაკლდება მართლმადიდებლობას.5

   მ. მ. პომაზინსკი ციტირებს პრ. შმემანის სიტყვებს: ნუთუ მხოლოდ სულიერისა და ფიზიკურის შეერთებით ცხოვრობს ადამიანი და მის მიღმა აღარ არის ადამიანი? პრ. ა. შმემანის მსჯელობას შეგვიძლია ვუპასუხოთ სახარების სიტყვებით: "და ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყვიდნენ ხორცნი, ხოლო სულისა ვერ ხელეწიფების მოკვლად." (მათ. 10. 28).

   ნიშანდობლივია, რომ სხეულისაგან განშორების შემდეგ სულის უკვდავებისა და სამარის მიღმა რეალური ცხოვრების ჭეშმარიტება, დაცული დედაეკლესიაში მოციქულთა დროიდან დღემდე, სწორედ მართლმადიდებლობაშია. აღნიშნული სწავლება გახლავთ არა მხოლოდ სხვა აღმსარებლობებისაგან განმასხვავებელი ნიშანთვისება, არამედ მართლმადიდებლობის ძალა, დიდება და ცხოვრება. ამდენად, არამართლმადიდებელთათვის ესოდენ გასაკვირი დამოკიდებულება მიცვალებულებისა და ზეციური ეკლესიისადმი, მიცვალებულთა ევქარისტული და საზოგადო მოხსენება, წმინდანებზე განუწყვეტელი ფიქრი და მათთან ლოცვითი კავშირი, - მართლმადიდებლური გახლავთ. თუ სული უსხეულოდ უკვე  აღარ არის პიროვნება, მაშინ როგორ ვლოცულობთ: "განუსვენე, უფალო, სულთა მიცვალებულთა...?" მ. ა. შმემანი თავის მკითხველს მოუწოდებს იმ მოსაწყენი მსოფლმხედველობისაკენ, რომელშიც ჩაეფლო საიქიო ცხოვრებაზე თითქმის რწმენადაკარგული პროტესტანტობა".6

   წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი განსაკუთრებულ განმარტებას არც მიიჩნევს საჭიროდ და უბრალოდ ამბობს: "ყოველი ჭკუათმყოფელი აღიარებს, რომ სხეული სულზე ნაკლებმნიშვნელოვანია".7 წმ. იოანე ოქროპირიც არ ფიქრობს, სიღრმისეულად ამტკიცოს ეს აზრი და პირდაპირ ამბობს: "არაფერია სულზე ძვირფასი: ეს მათთვისაც კი ცნობილია, უკიდურეს უგუნურებამდე რომ მივიდნენ".8

   მაგრამ პრ. შმემანი ჯიუტად აცხადებს: "ადამიანის ადრექრისტიანულ ხედვაში არ იყო მკაცრი გაყოფა სულისა და სხეულისა, რაც დამახასიათებელია თანამედროვეობისათვის. პირველი ქრისტიანები ადამიანის სულსა და სხეულს ორგანულ ერთობაში, ურთიერთდამოკიდებულებაში, ერთ მთლიანობაში მოიაზრებდნენ. მთელი მსოფლიო მოიწამლა და დასნეულდა. ამიტომ განთავისუფლების აქტს აქვს არა მარტო სულიერი, არამედ ფიზიკური ხასიათი: ის განწმენდს თვით ჰაერსაც, რომელსაც ვსუნთქავთ და რომელიც სულების განდევნის შედეგად კვლავ ღვთის საჩუქრად დარჩება".9

   ნუთუ ჰაერის შესუნთქვით ადამიანი ცოდვას ემონება? თუ ამ "ცოდვისაგან" განთავისუფლებაზეა დამოკიდებული ცხონება?!

   აქ პრ. შმემანი ფოირბახერის მსოფლმხედველობასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ქრისტიანობასთან. "სხეულისაგან განცალკევებული სული არსებითად კარგავს ცხოვრებას, კვდება, თუგინდ სულის ეს სიკვდილი არასრული გაქრობა იყოს, მიძინება, ან სიზმარი".10

  ამრიგად, შმემანისთვის ცხოვრება სხეულის სიკვდილთან ერთად სრულდება, ვინაიდან, მისი აზრით, იხრწნება "სრული" ადამიანი და არა მხოლოდ სხეული.

 

 

 

 

 

¹Зажизньмира. Пе. Л. Волохоиский. New York. 1983. გვ. 92.

²იქვე გვ. 90.

³Православие в жизни. Сборник Статоей. Нью-Иорк. 1953. გვ. 60.

⁴იქვე გვ. 63.

5О. М. Помазинский. Православие ли? "Православие в жизни" Jordanville. 1967.

6Помазанский. М. И. О. იქვე გვ. 7-8.

7Гр. Богослов. Св. О Вочеловечении. Собрание Творений Т2. 1994.

8И. Злотоуст. Св. Восемь слов против Иудеев. Творения. Т1. 1895.

9Шмеман. А. О. Водою и Духом. О Таинстве Крещения. Паломник. 2001. გვ. 29.

10Шмеман. А. О. Проповеди и беседы. Сост. А. С. Шмеман. о. А. Поску-нов. М. Паломник. 2003. გვ. 112.

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

Xareba.net - ის რედაქცია


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine