ძვირისთქმა დიდი ბოროტებაა. ხომალდს პატარა საჭე სასურველ მი-მართულებას აძლევს, ასევეა ენაც; იგი ადამიანს ან სიკეთისკენ მიმა-რთავს, ან ბოროტებისკენ. წმინდა მამები სასტიკად კიცხავენ სხვისი ცოდვის, ნაკლისა თუ ცუდი ჩვევის განკითხვას.
როცა ძმას განვიკითხავთ, დიდ ცოდვაში ვიგდებთ თავს. ხოლო თუ ძმის ცოდვას დავფარავთ, მაშინ ღმერთი ჩვენც დაგვიფარავს დიდი დაცემისგან. როცა სხვის ცოდვას ვააშკარავებთ, ღვთის მადლს გან-ვდევნით ჩვენგან და საკუთარ თავზე იმავე ცოდვას მოვიწევთ. ამით შევიცნობთ, რომ უძლურნი ვართ და ღვთის მადლი გვიფარავს. ვინც ენას დაიცავს, ის თავის სულს დაიცავს დიდი ცოდვებისა და დაცე-მისგან.
განკითხვისა და ძვირისთქმის ძირითადი მიზეზი ამპარტავნება და ეგოიზმია, რადგან ადამიანს საკუთარი თავი სხვებზე უკეთესი ჰგო-ნია. ამიტომ ძალზე სასარგებლოა, თითოეულმა თავი ყველაზე უარ-ესად ჩავთვალოთ და ძმა ჩვენზე უკეთესად მივიჩნიოთ, რომ ღვთის შეწევნით, შესაძლებელი გახდეს გათავისუფლება ამ ბოროტებისგან.
***
თუ ძმის საქციელი ან მონასტრის რაიმე საქმე განკითხვისკენ გიბ-იძგებს, შეეცადე, ამის გამო ილოცო და შენებური ლოგიკით არ გან-საჯო.
თუ ლოცვის, სიმდაბლისა და გლოვის მეშვეობით საკუთარ თავში ჩაიკეტები, სულიერ საგანძურს აღმოაჩენ, ოღონდ განეშორე ამპარტავ-ნებას და განკითხვას.
***
ფრთხილად იყავი, შვილო, არავინ განიკითხო, რადგან ვინც მოყვასს განიკითხავს, ღმერთი მის დაცემას დაუშვებს და ამით უძლური ძმის თანაგრძნობას ასწავლის.
ჩვენ ყველას ღვთის მოწყალება გვამტკიცებს. და თუ ამპარტავნება მოგვეძალება, ღმერთი თავის მადლს განგვაშორებს და სხვებზე უარ-ესები გავხდებით.
სხვაა განკითხვა და სხვაა განკითხვასთან ბრძოლა. განკითხვა საშ-ინელი ვნებაა, ხოლო განკითხვასთან ბრძოლა და მასთან წინააღ-მდეგობა გვირგვინის მონიჭების საწინდარია.
***
ნუ განიკითხავთ ერთმანეთს, რადგან ამით სახარებისეულ მცნებას არღვევთ და „ყოველმან სჯულისა გარდამავალმან და ურჩმან მიიღოს სასჯელი კუალადგებისა1. "შენ ვინ ხარ, რომელი განიკითხავ სხვისა მონასა?"2 იცოდეთ, რომ ვინც განიკითხავს, მას ამპარტავნება აცდუ-ნებს და „ყოველმან, რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდა-ბლდეს" 3 უფლის მიერ, როცა განსაცდელში აღმოჩნდება.
***
ერთმანეთის უძლურებანი უნდა მოითმინოთ. ვინ არის სრულყოფ-ილი? ვის შეუძლია დაიქადოს, რომ გული შეუბილწავად დაიცვა? მაშასადამე, ყველანი სნეულები ვართ და ვინც ძმას განიკითხავს, ვერ გრძნობს, რომ თვითონაც ავადაა, რადგან ავადმყოფი არასდროს გა-ნიკითხავს ავადმყოფს.
განკითხვა ისეთივე მნიშვნელოვანი ცოდვაა, როგორც მოყვასის უძ-ლურებების მოუთმენლობა.
გიყვარდეთ, მოითმინეთ, სხვის შეცდომებზე თვალი დახუჭეთ, ნუ განრისხდებით, ნუ გაცეცხლდებით, შეუნდეთ ერთმანეთს, რომ ამით ქრისტეს მიემსგავსოთ და სასუფეველში მისი სიახლოვის ღირსნი გა-ხდეთ.
შვილებო, განკითხვას მოერიდეთ. ის ძალიან დიდი ცოდვაა. როცა განვიკითხავთ და გვეზიზღება ადამიანები, ღმერთს ძალიან ვაწუხ-ებთ. მხოლოდ საკუთარ შეცდომებზე ვიზრუნოთ და ეს იყოს ჩვენი სატკივარი. თავი განვიკითხოთ და მაშინ ვპოვებთ წყალობასა და მადლს.
***
გიყვარდეთ ერთმანეთი და ეგოიზმის - ქედმაღლობის გამო თავს ნუ გაიმწარებთ. სიმდაბლე საიმედო მეგზურია. იგი საშუალებას არ აძ-ლევს თავმდაბალ ადამიანს, დაუდევრობის წყალქვეშა კლდეებზე და-იმსხვრეს, არამედ კარგი მეგზურივით უსაფრთხო გზას უჩვენებს მას.
ქედმაღლობა ბოროტებათა შორის უდიდესი ბოროტებაა. ის ურჩი გულისსიტყვების მეშვეობით ყველა ჩვენი შეცდომის გამომწვევი მი-ზეზი ხდება. გეშინოდეთ ეგოიზმის და ეცადეთ გათავისუფლდეთ მისგან, რადგან რაც უფრო დიდხანს დარჩება ჩვენში ნებაზე მიშვე-ბული ეგოიზმი, მით უფრო მტკივნეულ ჭრილობებს მოგვაყენებს.
გევედრებით, ნუ განიკითხავთ ერთმანეთს, რადგა ეს ქედმაღლობაა. ერთი ძმის მიერ მეორის გამართლება თავმდაბლობისა და სიყვა-რულის მოწმობაა. ის ძმა, ვინც ასე იქცევა, ღვთის წინაშე დიდ მადლს ჰპოვებს. ხოლო ვინც მოყვასს განიკითხავს, აცდუნებს, დააბრკოლებს, უნდა იცოდეს, რომ მადლის მიღების ნაცვლად, რაც გააჩნია, იმასაც დაკარგავს, რომ ტანჯვით მიიღოს სიმდაბლის გაკვეთილი.
ყველაზე მეტად შინაგანი განკითხვის, გულისსიტყვებით განკითხ-ვისა გეშინოდეთ, რადგან ეს სხვისგან დაფარულია, ხმამაღლა არ ით-ქმება, რომ მსმენელმა შეძლოს მისი გამოსწორება. გიმეორებთ, ეკრ-ძალეთ შინაგან განკითხვას, რომელიც შეუმჩნევლად საბედისწეროდ დაგვადანაშაულებს, ღვთაებრივი მადლით ცხოვრებას განგვაშორებს და უმწარეს სასმელს - სულიერ სიკვდილს - გვაგემებს.
განკითხვის შესახებ წმინდა სახარება და მამები ბევრს გვასწავლიან. ენით დაცემას სიმაღლიდან დაცემა სჯობია4.
ვლოცულობ, რათა სიყვარული და განუკითხველობა სუფევდეს თქვენს შორის, სულიწმინდამ რომ დაივანოს თქვენს სულებში.
***
გამოცდილებამ აჩვენა, რომ სანამ ბრალდებული თავს არ იმართ-ლებს, მისი დადანაშაულება უსამართლობაა. წმინდა სახარებაც ამას ამბობს: „ნუუკუე სჯული ჩუენი დასჯის კაცსა, უკუეთუ არა პირვე-ლად ისმინოს მისგან და ცნას, რასა იქმს?" 5
თუ ყურადღებით არ ვიქნებით, განკითხვის ცოდვა დაგვიგროვდება და მაშინ სინანულია საჭირო. რამდენჯერ უნანია ადამიანს თავისი ნათქვამის გამო? გავიხსენოთ აბბა არსენის სიტყვები: „ლაპარაკის გამო ბევრჯერ მინანია, დუმილისთვის კი არასდროს".
თუკი ხშირად შეხებითაც კი არასწორად აღვიქვამთ საგანს, მით უფ-რო შეიძლება მოვტყუვდეთ ადამიანების ნათქვამი სიტყვით. ამიტომ დიდი სიფრთხილეა საჭირო, ეშმაკი ღრიალებს და ჩვენს შთანთქმას ცდილობს. ქრისტიანი მოვალეა მრავალთვალა ქერუბიმს მიემსგავსოს. ბოროტება ძალიან გამრავლდა, განსაკუთრებით - განკითხვის ცოდვა, რომელიც ისეთი ჩვეულებრივი გახდა, როგორც პური და ყველი. ღმერთმა განგვასპეტაკოს და განგვწმინდოს მის სადიდებლად.
„მზე ნუ დაჰვალნ განრისხებასა თქუენსა" 6 ძმაზედ, ანუ მზის ჩას-ვლამდე არავინ დარჩეს გამწყრალი და განრისხებული ძმაზე.
ხედავთ იმ ძმას, რომელიც უდები და მცონარე იყო, ეკლესიაში ღა-მისთევის ლოცვებზე არ დადიოდა და არც მონაზვნურ მოვალეობებს ასრულებდა? მას ძმები ზარმაცად თვლიდნენ. როცა ის დასნეულდა და სიკვდილი მოუახლოვდა, მასთან ძმები შეიკრიბნენ, რომ სულის-თვის სასარგებლო რამ მოესმინათ, ან ენუგეშებინათ, ანდა იქნებ მო-მაკვდავს უნდოდა მათთვის რაიმე ეთქვა. მაგრამ ნახეს, რომ იგი მხი-არული და გაბრწყინებული იყო. ერთი ძმა შეცბუნდა და უთხრა: „ამას რას ვხედავთ, ძმაო? სიკვდილი გიახლოვდება და შენ მხიარულობ? გულისსიტყვა გვეუბნება, რომ არ იყავი თავის მაიძულებელი ადამი-ანი7. მაშ, საიდან გაქვს ასეთი მხნეობა და მხიარული სახე? რით ახსნი ამას?" – „დიახ, ძმებო, - მიუგო მომაკვდავმა, - მართლაც უდები ვიყავი და არც ჩემს მოვალეობებს ვასრულებდი. მაგრამ, ღვთის მადლით, ერთ სიკეთეს მივაღწიე - არავინ განმიკითხავს და არავისთან მიჩხუ-ბია. მზის ჩასვლამდე გულში არასოდეს დამიტოვებია ხინჯი მონას-ტრის რომელიმე ძმაზე. და რაკი ძმებს არ განვიკითხავდი, მჯერა - მეც არ განმიკითხავს ღმერთი, რადგან თქვა: „ნუ განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ" 8, და ვინაიდან არ განვიკითხავდი, არც განვიკითხე-ბი". განცვიფრდნენ ძმები და თქვეს: „ძმაო, ცხონების გზა ძალიან ადვილად გიპოვნია". ის ძმა სიხარულით გარდაიცვალა.
ხედავთ, როგორ იბრძოდნენ მამები, როგორ პოულობდნენ ცხონების გზას?
1 იხ. ებრ. 2, 2.
2 რომ. 14, 4.
3 ლუკ. 14, 11.
4 იხ. წმინდა იოანე კიბისაღმწერელი, „კლემაქსი, რომელ-არს კიბე", თ. 11, 8.
5 იონ. 7, 51.
6 ეფეს. 4, 26.
7 თავის მაიძულებელი ადამიანი ის არის, ვინც გამუდმებით შრომობს, იღვწის თავისი ვნებიანი ბუნების იძულებისთვის, ვინაიდან "სასუ-ფეველი ცათაჲ იიძულების და რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი" (მათ. 11, 12).
8 მათ. 7, 1.
ბერი ეფრემ ფილოთეველი