უკვე ვიცით და თან ძალიან კარგად, რომ ჩვენი სულების მონადირემ ყველგან მახეები დააგო, ამიტომ რული ნუ მოგვერევა. ბაზარშიც, მო-ედანზეც, ოჯახის სიმყუდროვეშიც და თვით ღვთის ეკლესიაშიც კი მრავლადაა დაგებული ღვთისმოშიშების იერით შენიღბული ხაფან-გები. მაშ, ვის შეუძლია გადაურჩეს ამ მახეებს და მოატყუოს მათი საშ-ინელი ოსტატი?
დაე, ღირსი მამების დიდმა გამოცდილებამ იტვირთოს მახეთა განა-დგურება. ისინი გვპასუხობენ, რომ სულიწმინდის მახვილი, რომელიც ძირეულად სპობს ბოროტებას და სრულიად უვნებელყოფს მაცდურის მახეების მოქმედებას, ძირითადად, მხოლოდ სიმდაბლეა - ყოვლის-შემძლე სათნოება, რომელიც აგვამაღლებს. ამიტომ ვიშრომოთ, რომ ეს მხსნელი და ეშმაკის გამანადგურებელი სათნოება - სიმდაბლე მოვი-პოვოთ!
***
შვილო, როგორც სიხარულის დროს, ისე მწუხარებისას, მუდამ ფრთხილად იყავი; ნურც სიხარულში გადახვალ ზღვარს, რაც ამჩა-ტებასა და სიცილში გამოჩნდება; ნურც მწუხარების დროს მოიღუშები სხვათა დასანახად, რადგან სატანა გულისსიტყვებს ისრებივით გვეს-ვრის, მაგრამ არ შეუძლია გაიგოს, მიაღწიეს თუ არა გულამდე. ის, როგორც ოსტატი, ბოროტი გულისსიტყვით შემოგვიტევს და აკვირდ-ება ჩვენს სახეს, სხეულის ყველა მოძრაობას და ამით ხვდება, თუ რამდენად დაგვაზიანა მისმა ისარმა. თუ დაინახა, რომ სული დაშა-ვდა, უფრო მეტ ისარს დაუშენს მოსაკლავად. მაგრამ თუ გარეგნულად შეამჩნია, რომ სული არ დაჭრილა, ცვლის ბრძოლის ტაქტიკას. ამიტომ დამალე, როცა გიხარია, რომ შენი დაუდევრობით გამჟღავნებული სიხარული რაიმე განსაცდელით არ მოგტაცოს. მწუხარების დროსაც ასე მოიქეცი, რომ დამამწუხრებელი მიზეზის ამოცნობით განსაცდელი არ გაგიმრავლოს. როცა სიხარულშიც და მწუხარებაშიც გაწონასწო-რებული ხარ, ეშმაკი ზუსტად ვერ ხვდება, რა ხდება შენში და არ იცის, როგორ გებრძოლოს.
***
მახეებს შორის დავდივართ და თუ მათთვის გვერდის ავლა გვინდა, დაუშვებელია მცონარობას მივეცეთ. ფხიზელი თვალი გვქონდეს, მრა-ვალთვალა ქერუბიმებს მივემსგავსოთ, რომ სატანის ვერაგულ განზ-რახვას დავცინოთ და ღვთაებრივი გულისსიტყვების ფრთებით სულ-იერ ეთერში აყვანილებმა ზეციურ მეუფეს ჩვენი სულის სიჯანსაღე კეთილსურნელოვანი საკმეველივით მივართვათ. შვილების ჯანმრთე-ლობა მშობლების სიხარულის მიზეზია. ასევეა სახიერი ღმერთი - ჩვენი მამა, რომლის სიხარულიც ჩვენი სულების სიჯანსაღეა.
***
ყოველთვის ვითხოვ ღვთისგან, რომ სწორი განსჯის უნარი მოგან-იჭოთ. წინასწარ იფიქრეთ, რას იტყვით. ეშმაკის ხრიკები ჯერ არ გამ-ოგიცდიათ. მისი მიზანია, არასოდეს დაგტოვოთ სიმშვიდეში. ხან მა-რჯვნიდან შემოგიტევთ, ხანაც მარცხნიდან, ხან თქვენი და ხან კი სხვისი საქმეებით დაგაკავებთ, რომ თქვენი სული არ დამშვიდდეს და ვერ შეძლოთ მის სიღრმეში ჩახედვა, სადაც ჯერ კიდევ ბევრი რამაა მოსაცილებელი. საკუთარი თავის გარდა არაფრით დაკავდეთ. სუ-ლელებად იქეცით, რომ გონიერები გახდეთ, უვიცნი იყავით, რომ უფალმა თავისი სიბრძნე გამოგიცხადოთ.
***
როცა ხორციელი ბრძოლა გეწყება, ბილწ წარმოდგენებს ძალიან უფ-რთხილდი. მათგან უწმინდური გულისსიტყვები მომდინარეობს. მოსვლისთანავე გააძევე, დაარღვიე წარმოსახვები, დაუყოვნებლივ თქვი ლოცვა სულიერი ტკივილით და ბრძოლისგან მაშინვე გათავი-სუფლდები.
***
დიდი სიფრთხილით უნდა ვატარებდეთ ჩვენი ცხოვრების დღეებს. მზაკვარი ეშმაკი ჩასაფრებულია, რომ სულიერი თვლემის დროს მა-ხეში გაგვაბას და ღვთისა და სინდისის წინაშე დამნაშავეებად გვა-ქციოს. ჰოი, ღმერთმა გააცამტვეროს იგი, რომ ვერ შეძლოს ჩვენთვის ზიანის მოყენება. მაგრამ ღმერთი სამართლიანია, ადამიანს თავისუ-ფალ ნებას არ ართმევს. ჩვენ ნებაყოფლობით ვემორჩილებით ეშმაკის ბოროტ შთაგონებებს და ვცოდავთ, პირველ რიგში - მე.
***
ყოვლადსახიერი ღმერთი მეთერთმეტე ჟამსაც მიგვიღებს, საკმარი-სია მაშინ მაინც გულისხმავყოთ. მაგრამ ჩვენის სულის მზაკვარი მო-წინააღმდეგე უმოქმედოთ როდია, მას არაფერი გამოეპარება. იცის, დრო ფასდაუდებელია და ცდილობს ზედმეტი საზრუნავით, ამქვეყ-ნიური სიამითა და შვებით მყარი უმეცრება და დავიწყება წარმოშვას და ამით უკანასკნელ ჟამს სრული სასოწარკვეთა მოგვიტანოს და ასე მოიპოვოს ამ ბიწიერმა ჩვენი უკვდავი სულები, რომელთათვისაც ქრისტე ჯვარს ეცვა!
***
სანამ ამპარტავნების ბოროტი სული გვებრძვის, დაცემა ხშირი იქ-ნება. დაცემა საკუთარი უბადრუკობის შეგნებას შეგვძენს, მაშინ სიმ-დაბლის ღირსნი გავხდებით და ახლოს იქნება გულით მდაბალი და სულით მშვიდი იესო, მაშინ სულში სიხარული, მშვიდობა, სიტკბოება გამეფდება და გულს ნეტარება გაათბობს.
***
შვილებო, თავი აიძულეთ სულიერი ბრძოლისთვის. არ დაივიწყოთ ეშმაკის დიდი გამოცდილება და საკუთარი უძლურება. როგორც შე-მოდგომის ფოთოლი ცვივა სიოს მობერვაზე, ჩვენც ისევე ვეცემით უმცირესი განსაცდელისა და გაჭირვების ჟამს, როცა ღვთის მადლი ჩვენი მოკავშირე არ არის. და როდისაა იგი ჩვენი მოკავშირე? მხოლოდ მაშინ, როცა თითოეულ ჩვენს აზრსა და საქმეს დამდაბლებული გონება მართავს.
***
დაე, შენს სულში ჭეშმარიტი და ნამდვილი სიმდაბლე გამრავლე-ბულიყოს. სიმდაბლე სულიერი ნაყოფის მცველია. სატანა ცდილობს, მოღვაწეებს ბრძოლის მიზანი მოსტაცოს. ეს ძარცვა ადამიანის გა-ამპარტავნებაში გამოიხატება. აქედან გამომდინარე, მას ნებისმიერი საქმის კეთებისას სჯერა, რომ საკუთარი წინსვლითა და ძალისხმევით მიაღწია ამა თუ იმ სათნოებას. ამგვარად, მისი შრომა საზღაურის გარეშე რჩება, ბრძოლა - სასოების გარეშე, საქმე კი - დაფასების გარეშე.
***
როცა ქრისტეს შეიმოსავ, უხილავი მტრის ნუ შეგეშინდება. შეძრ-წუნდი, როცა დაინახავ, რომ შენი ცოდვების გამო მადლი არ გი-ფარავს. მაგრამ ასეთ დროსაც შეიძლება სარგებელი ვნახოთ. იზრუნე, ემსახურო ღმერთს შიშით და ძრწოლით, რადგან საშინელი მაცდური ჩასაფრებულია და მოღვაწეთა უდებების ჟამს ელის, რომ გაშმაგებით დაეძგეროს მათ; ცდილობს, თუ შესაძლებელია, ხორციელად ჩაგვი-ყვანოს ჯოჯოხეთში. დაე, ღმერთმა გააცამტვეროს იგი.
***
ნუ მიაქცევ ყურადღებას, შვილი, რასაც მაცდური ეშმაკი ჩაგჩურჩ-ულებს. ის თავისი ხელოვნებით შენს გამასხარავებას ცდილობს, რომ დაგაბნიოს და სასოწარკვეთამდე მიგიყვანოს. მაშინ ჯოჯოხეთის სი-მწარეს იგემებ. წარწყმედილებიც ხომ სასოწარკვეთაში იმყოფებიან იმის გამო, რომ ვერასოდეს ამოვლენ სატანჯველიდან, რადგან ჯოჯ-ოხეთში სინანული არ არსებობს!
***
მთელი სულიერი ძალით იბრძოლეთ ქრისტეს სიყვარულისთვის.
ეშმაკი დღედაღამ იმისთვის იბრძვის, რომ ღვთისთვის უხმარი ჭურ-ჭელივით დაგვისაკუთროს. მოდით, ჩვენც შევერკინოთ მას, რომ ჯვა-რცმულის ჭურჭელი გავხდეთ, ვარცხვინოთ ეშმაკი და ვადიდოთ ის სიყვარული, რომელმაც ჩვენთვის ყოვლადწმინდა სისხლი დაღვარა!
სასტიკი ბრძოლა გამართეთ, ნუ გეშინიათ. წინ ჩვენი უფროსი ძმები - ანგელოზები მიგვიძღვიან და ჩვენთან ერთად იბრძვიან. ისინი ეშ-მაკებზე გაცილებით მრავალნი და ძლიერნი არიან; ასე რომ, გამხ-ნევდით. ჭეშმარიტი ცოდნით აღიჭურვეთ, რადგან ჭეშმარიტება ისე იცავს მებრძოლს, როგორც ყოვლისშემძლე იარაღი.
***
ოჰ, როგორი სიფრთხილე გვმართებს! ეშმაკი ცდილობს ვინმე გად-აყლაპოს და ჯოჯოხეთის ფსკერზე დაძიროს. ჩვენ კი, პირველ რიგში მე, მისი ნადავლი, ნებაყოფლობით ვთვლემთ ბარუქის ძილით და მაშინღა გამოვიღვიძებთ, როცა ძალიან გვიან იქნება.
ბერი ეფრემ ფილოთეველი