ნუ უგულებელყოფთ თქვენს სინდისს, რომელიც კეთილად გვმოძ-ღვრავს. ის ჩვენში დანერგილი კანონია, რომელიც კომპასივით მოგ-ვეცა, სწორი და მაცხოვნებელი გზა რომ გვიჩვენოს.
არსებობს კეთილი სინდისი და მზაკვარი სინდისი. კეთილია, როცა საღვთო სჯულზე დაყრდნობით მაცხოვნებელ რჩევებს გვაძლევს, მზა-კვარი კი ეშმაკის ხმაა, რომელიც თვითკმაყოფილებისა და ეგოიზმის გამო ცდილობს მცდარი და დამახინჯებული რჩევა - დარიგებები მოგვაწოდოს! რომ შეიცნო და ისწავლო, თუ როგორ გაარჩიო ერთი სინდისი მეორისგან, გულისსიტყვები უნდა აღიარო და სულიერ წი-ნამძღოლს დაემორჩილო, რადგან სულიერი წინამძღოლი განსჯის და ნათელს მოჰფენს, თუ რომელი გულისსიტყვაა კეთილი სინდისისგან და რომელი - მზაკვრისგან. და ისე ჩასწვდები მათ არსს, რომ მო-მავალში მათ გარჩევას თვითონაც შეძლებ.
***
სინდისს გაუფრთხილდი; საქმეში გულწრფელი იყავი, ისე კი არა, რომ ენა ერთს ამბობდეს, გული კი სხვას; სიმართლე გიყვარდეს. სი-ნდისის მხილების გეშინოდეს. შინაგანი ადამიანი გამოასწორე, რომ ბოლოს ფუჭად არ ინანო. აი, ასე. ღმერთი იყოს შენთან და სული-წმინდის მადლმა ამ დარიგების განხორციელებაში განგამტკიცოს.
ბერი ეფრემ ფილოთეველი