დაე, თქვენს სულებში ზეციური მამის სიყვარული სუფევდეს, რომ მისგან შთაგონებულებმა ღვთის მაცხოვნებელი მცნებების მორჩილებ-ის ნაყოფი გამოიღოთ. "ყოველთავე, რომელთა ჰნებავს ღმრთის მსახ-ურებით ცხოვრება1 რაკი ქრისტე მაცხოვარს ანგელოზებრივი მოქალა-ქეობის ერთგულებით შეუდექით, უდიდეს მოვალეობად გეკისრებათ მწუხარებათა დათმენა, განურჩევლად მიზეზისა - ბუნება2 იქნება თუ მცონარობა, ცოდვები თუ ადამიანები. თუ ქრისტესმიერი ცხოვრება გვსურს, ღვთის ნების მორჩილება გვმართებს, რადგან ყველაფერი ღვთისგან გვეძლევა. ღვთისგანაა? მაშასადამე, ღვთის ნებაა, - ასე გვი-ბრძანებს ზეციური მამა. არ დავემორჩილოთ? "ვითარცა უნდა [უფალ-სა], ეგრეცა ქმნა. იყავნ სახელი უფლისაჲ კურთხეულ" - 3
ასე რომ, მოთმინებით და ღვთისადმი მადლიერებით უფლის ნების მორჩილებას გამოვხატავთ. ღვთის ნებას დამორჩილებული კი საკუ-თარ თავში საუკუნო ცხოვრებას განა აქვე არ მოიპოვებს? დიახ, ის მა-რადიულად იცოცხლებს!
მაშ, ვიღვაწოთ. ღვთისთვის სათნო საქმეების აღსასრულებლად ჩვე-ნი სულები მოთმინების სალესზე ავლესოთ. ჭირი, სნეულება, მწუხა-რება, განსაცდელი - ვერაფერი განგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს, რა-დგან წინასწარ გვასწავლეს და ვიცით, რომ ვიწრო და ჭირით აღსავსეა გზა, რომელსაც მასზე მავალნი უჭირველი ცხოვრებისკენ მიჰყავს. ამ გზაზე ეკლები და კუროსთავები გვხვდება და ამიტომ დიდი სიფრ-თხილე გვმართებს.
ამ ჭირით აღსავსე გზაზე სნეულების ან სხვა განსაცდელის დროს მცირედმორწმუნეობის, მოუთმენლობის, სიმხდალის ეკალი სულის სამოსლის დახევას ცდილობს. ამიტომ იგი რწმენით, სასოებითა და მოთმინებით უნდა ამოიძირკვოს. ჩვენი მაგალითი იესო ქრისტეა, რომელმაც თავისი მიწიერი ცხოვრების მანძილზე მრავალი მწუხარება დაითმინა, მისი ყოვლადწმინდა სული ურიცხვმა ეკალმა შეაჭირვა; ამიტომ ღაღადებს: 4
ღმერთი, როგორც მამა, სნეულებითა და სხვადასხვა მწუხარებით გვასაჩუქრებს, რადგან ეძებს გზას თავისი სიწმინდის გადმოსაცემად. "ვინ-მე არს შვილი, რომელი არა სწავლის მამამან? ხოლო უკუეთუ შორს ხართ სწავლასა... მწირნი ვიდრემე ხართ და არა შვილნი".5 როცა გასაჭირს ვითმენთ, ცხადად ჩანს, რომ ღვთის შვილები ვართ. შესაბა-მისად, თუ ღვთისშვილობა გსურს, უფლის მიერ მოვლენილი მწუ-ხარება და განსაცდელი მადლობით, რწმენით და სასოებით დაით-მინე.
ადამიანების მიზეზით მოსული განსაცდელიც ღვთისგანაა, შემწყნა-რებლობა, სულგრძელობა, თანაგრძნობა და მოთმინება რომ ვისწავ-ლოთ. ეს ღვთიური თვისებებია. როგორც უფალი გვეუბნება: "მზე მი-სი აღმოვალს ბოროტთა ზედა და კეთილთა, და წვიმს მართალთა ზე-და და ცრუთა".6 ამიტომ სიყვარული ყველა ადამიანის მიმართ გვმა-რთებს. სიძულვილის ან ბოროტების კვალიც არ უნდა არსებობდეს ჩვენს სულებში, თუ გვინდა, რომ ღვთის შვილებად ვიწოდებოდეთ.
მთელი ცხოვრების ჭირთათმენა ვერ შეედრება იმ მიუწვდომელ სი-კეთეს, რაც ღმერთმა განუმზადა მათ, ვინც ვნებიანი ბუნების, ადამ-იანებისა თუ ეშმაკებისგან მოვლენილი განსაცდელების ჯვარს იტვი-რთავს. როცა რაიმე ვნება ან უძლურება გვებრძვის და ვეწინააღ-მდეგებით, სწორედ ის გვექცევა მიზეზად, რომ ნეტარების ღირსნი გავხდეთ: "ნეტარ არს იგი, რომელმან დაუთმოს განსაცდელსა, რამეთუ გამოცდილ იქმნეს და მოიღოს გვირგვინი ცხორებისა7
ამიტომ, შვილო, ყველაფერი მოითმინე, რადგან თითოეულისთვის გვირგვინები უხილავად იწვნება. ზამთარი მკაცრია, სამოთხე - ტკბი-ლი.8 დაითმინეთ განსაცდელების ყინვა, რომ ზეცაში იმხიარულოთ.
***
ნუ შეშინდები, ნუ დაფრთხება შენი გული. ქრისტე ფარული ხელით უხილავად შეგეწევა; გცდის, რათა თავისი მადლი მოგანიჭოს.
რაც უფრო კარგად მუშავდება გულის ნიადაგი, რაც უფრო ღრმად გაატარებს გუთანს მიწათმოქმედი, ყანა თავის დროზე მეტ მოსავალს მოგვცემს. ჩვენს სულსაც ასე ეპყრობა დიდი მიწათმოქმედი - ღმერთი. განსაცდელი, ჭირი, ტკივილი, მწუხარება, ღვთის დაშვებით, ღრმად იჭრება ჩვენს გულში. ამის გამო ხშირად გამოუვალ მდგომარეობაში ვართ. ადამიანი იტანჯება, დარდობს, როგორ გაუმკლავდეს ამა თუ იმ განსაცდელს, მაგრამ ღმერთი ღვთისმოყვარეებს შეეწევა, სწორი გამო-სავალი მოძებნონ.
***
ვევედრები ღმერთს, მოთმინება და ზნეობრივი ძალა მოგვმადლოს იმ განსაცდელის გადასატანად, რომელიც მან ჩვენი სარგებლისთვის მოგვივლინა. ასე უშვებს ღმერთი თავის შვილებზე განსაცდელსა და მწუხარებას. ეს არის გზა, რომლის საშუალებითაც სრულყოფილებას აღწევს სული. ტკივილი განწმენდს მას და სიმდაბლით, თანაგრძ-ნობით, სიკეთით აღავსებს. ასე მზადდება ნიადაგი ჩვენში ღვთის და-სამკვიდრებლად.
ნუ დაიღლებით განსაცდელში, რადგან განსაცდელთა მეშვეობით მივიწევთ წინ ღვთაებრივის მოსაპოვებლად. განსაცდელი ცხადყოფს, რომ ღვთის შვილები ვართ და გვსურს, ვიყოთ მისი მემკვიდრეები.
***
დიდი ნუგეშია, შვილო, რომ თითოეულს ქრისტეს სიყვარულისთ-ვის გაწეული შრომის მიხედვით მიეცემა სასყიდელი. ძალიან ბევრს შრომობს ის, ვინც თანამედროვე ეპოქის ადამიანებს ტვირთულობს, რომელთაც ეგოიზმი და საკუთარი ნება მართავს.
ნუ დავკარგავთ მხნეობას, რადგან უხილავად ქრისტეა ჩვენ გვერ-დით, რომელიც შერისხავს განსაცდელთა აბობოქრებულ ზღვას და მადლის სიმშვიდეს მოიტანს.
იბრძოლე აქაფებულ ტალღებთან; უხმე ერთ ყოვლისშემძლე ღმე-რთს: "უფალო, უფალო, გარდამოიხილე ზეცით, იხილე ჩემი განსაც-დელი და ჩემი სული შენი ნების აღსასრულებლად წარმართე, რადგან შენ ხარ ღმერთი ჩემი".
***
მწუხარებაში ქრისტეა, განსვენებაში კი - ეშმაკის სული. როგორ გრძნობდა ქრისტეს სიახლოვეს ჩემი მოძღვარი იოსები მძიმე გამო-ცდის ჟამს! სხვებში სიკვდილის მოახლოება შიშსა და ძრწოლას იწ-ვევს, ის კი ამ დროს ქრისტეს სიყვარულში რჩებოდა. რა სასწაულია! "იესო ქრისტე გუშინ და დღეს და იგი თავადი არს უკუნისამდე".9
***
შვილო, ყველაფერი მოითმინე, რადგან დიდია სასყიდელი. ჭირთა სიმძიმეს ყურადღებას ნუ მიაქცევ, არამედ საზღაური აწონე. მცირე მწუხარება უზარმაზარ საუკუნო დიდებას გიგროვებს ზეცაში, ამიტომ სიხარული გმართებს და არა წუხილი. ჩვენს სახიერ ღმერთს ყველა-ფრისთვის მადლობა შესწირე და მტერს მოუთმენლობას ნუ დაან-ახვებ, რადგან მაშინ უფრო მეტად შემოგიტევს, შენი მოთმინების ზღუდე მიწასთან რომ გაასწოროს.
***
ღმერთი ტკივილის მეშვეობით თავისი შვულის - ადამიანის ყოფაში ისე ერევა, როგორც კეთილისმყოფელი მამა! კაცმა რომ იცოდეს, რა სულიერი სარგებელი მოაქვს ტკივილს, ილოცებდა, მთელი ცხოვრება სხვადასხვა ტკივილი დაეთმინა, რომ ამით ზეციურ ქალაქში, ღვთის სალაროში სულიერი თანხა, ტკივილის ფული გადაერიცხა და ნეტა-რების ფული მიეღო მაშინ, როცა ყოველი სული თავისი შრომის, ტკივილის და მწუხარების საზღაურს მიიღებს.
***
რაც უნდა შეგემთხვეს, ყველაფერი მოითმინე, იმეორე ლოცვა და აიძულე თავი, რომ სულიერი მოვალეობები შეასრულო. ჭირით ვცხო-ნდებით; უშრომლად სიკეთეს ვერ მოიპოვებ. ჩვენი ტანჯვა, მისი სიმ-ძიმის მიუხედავად, არაფერია იმ საუკუნო ნეტარებასთან შედარებით, რაც ღმერთს ჩვენთვის აქვს გამზადებული.
გამოუსწორებლადაც რომ მიგაჩნდეს საკუთარი თავი, იმედს ნურა-სოდეს დაკარგავ. თუკი იარების მიუხედავად დამდაბლება მაინც გვიჭირს, რამდენად უფრო ძნელია ეს, როცა რაიმეს წარმოადგენ.
***
შვილო, ორმხრივ მშვიდობას გისურვებ; განა არის რაიმე სულიერ სიმშვიდესა და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე უფრო მშვენიერი?! ადამ-იანის ცხოვრებას ორივე სასიამოვნოს ხდის. მათი უქონლობა კი მძიმე ქარიშხალს ჰგავს, როცა გემი აქაფებულ ტალღებზე დაცურავს. რამ-დენი ლოცვა აღევლინება მაშინ! ამქვეყნიური ცხოვრებისას მსგავსი გრიგალი უფალსაც კი შეხვდა: "შეჰრისხნა ქარსა მას და ზღუასა და... იქმნა დაყუდება დიდ".10 ამ მშვიდობისმყოფელ უფალსა და მეუფეს მოვუხმოთ, შვილო, როცა სულის ქარიშხალი მოგვიცავს. მწამს, თუკი რწმენით მივმართავთ, ჩვენს დასახმარებლად მეყსეულად მოსული გვეტყვის: "აი, მე აქ ვარ".
12 ტიმ. 3, 12.
2აქ საუბარია არა სტიქიაზე, არამედ ადამიანის ვნებიან ბუნებაზე. ღმერთმა ჩვენი ბუნება პირველად უვნებელად და წმინდად დაბადა: მოგვცა მოგონების ძალა, რომ კეთილსა და სათნოს ვიგონებდეთ; მო-გვცა გულისწყრომის ძალა, რომ ეშმაკებისა და ვნებების მიმართ ვიყოთ მრისხანენი; მოგვცა გულისთქმის ძალა, რომ გულისთქმა და სურვილი ცათა სასუფევლის მიმართ გვქონდეს, "ხოლო შევსცვალენით ჩვენ ესე ძალნი ცოდვისა მიმართ, და გულისთქმა მოვიგეთ ბილწებათა, და გუ-ლის წყრომა ძმათა მიმართ და მოგონება უკეთურებისა და შევსც-ვალენით კეთილნი იგი ბუნებისა ჩვენისა საქმენი ბოროტისა მიმართ, და ვქმენით ვნება ბუნებად ჩვენდა" - წმინდა იოანე კიბისაღმწერელი, "კლემაქსი, რომელ-არს კიბე", თ. 1. წმინდა ექვთიმე ათონელის თარგ-მანი - განმარტება.
3იობ. 1, 21.
4ლუკ. 21, 19.
5ებრ. 12, 7-8.
6მათ. 5, 45.
7იაკ. 1, 12.
8იხ. ორმოცი სებასტიელი მოწამის საკითხავი. მარხვანი, "ღაღად-ვყა-ვის" დასდებელი, ხმა მე-2. ხს. 9 (22) მარტს.
9ებრ. 13, 8.
10მარკ. 4, 39.
ბერი ეფრემ ფილოთეველი