xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » საცდურები » ტელევიზია და კომპიუტერი
ტელევიზია და კომპიუტერი
4-03-2015, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

ტელევიზია და კომპიუტერი

 

   XX საუკუნის დასაწყისისთვის კაცობრიობამ რადიო გამოიგონა, მე-ორე ნახევარში - ტელევიზია. დღეს მათ ჩანაცვლებას საყოველთაო კომპიუტერიზაცია ახორციელებს. ამ გამოგონებებმა ადამიანს უამრა-ვი კომფორტი შეუქმნა. ის მრავალი პროცესისაგან განთავისუფლდა, საშუალება მიეცა შინ, სავარძლიდან აუდგომლადვე ინფორმაციულად მოეცვა მთელი მსოფლიო.

  ამგვარ ინფორმაციულ ერთობას ერთი შეხედვით უნდა გამოეწვია კაცობრიობის რეალური გაერთიანება მარადიულ ზნეობრივ საფუძვ-ლებზე. მაგრამ, სწორედ XX საუკუნეში შეინიშნება ზნეობის დაცემა, ღვთის რწმენის უგულებელყოფა, შედეგად კი საკაცობრიო ფასეულო-ბების კატასტროფული დეგრადირება.

   კულტურული პროგრესისადმი მტრულ დამოკიდებულებაში ბრალი რომ არ დაგვდონ, ვილაპარაკებთ არა ტექნიკურ გამოგონებაზე, არა-მედ მის ზეგავლენასა და შედეგებზე. საქმე ისაა, რომ ტელევიზორმა და კომპიუტერმა შეუფერებელი ადგილი დაიკავა ჩვენს სახლში.

   თანამედროვე მოაზროვნეები იოლად ამჩნევენ, რომ ტელეტრანსლა-ციები (იგივე კომპიუტერი) გახდა სუროგატი, ჩანაცვლება ადამიანის სულისათვის ყველაზე ბუნებრივი, მოთხოვნადი თვისებისა - ღმერ-თთან და მოყვასთან ურთიერთობისა. სწორედ ამით აიხსნება თანა-მედროვე ადამიანის ლტოლვა ცისფერი ეკრანისაკენ. ტელეკავშირი ადამიანისათვის ღმერთთან და მოყვასთან კავშირის უშნო იმიტაციაა.

   ცნობილია, რომ ძველად ოჯახის ცენტრი კერია იყო, სადაც იკრი-ბებოდა მთელი ჯალაბობა. შემდეგში ოჯახის ცენტრი გახდა მაგიდა, რომლის გარშემო, მძიმე შრომის შემდეგ, იკრიბებოდა ოჯახის ყველა წევრი. იქ ისინი არა მარტო ტრაპეზობდნენ, არამედ კითხულობდნენ წმიდა წერილს, საუბრობდნენ სხვადასხვა მნიშვნელოვან თემებზე. ამჟამად ეს ადგილი ტელევიზორმა და კომპიუტერმა დაიკავა, მაგ-რამ... ინფორმაციის ეს ორი საშუალება კი არ აერთიანებს, არამედ პი-რიქით, აშორებს ოჯახის წევრებს ერთმანეთისაგან. დიახ, ტელევი-ზორი და კომპიუტერი ერთმანეთისაგან აშორებს ერთ სახლში, ერთ ოჯახში მცხოვრებთ, რაკიღა ცვლის მათ ურთიერთობებს მოჩვე-ნებითი ურთიერთობებით ეკრანთან.1

   ცივილიზაციისა და პროგრესის ერთ-ერთი „დამსახურება", რომ სა-კუთარ „მე"-ში ჩაკეტილი ადამიანები მოკლებულნი არიან ურთიე-რთობას ჩვეულებრივ, სულიერ მოთხოვნას. ტელევიზორიც და ინტე-რნეტიც თავისკენ იხმობს, თავისკენ იზიდავს ადამიანს, თითქოს სულის კარებს უხსნის, ლამის ჰიპნოზურ მდგომარეობაში აგდებს მას - ტექნიკა თავის აზროვნებასა და იდეებს სთავაზობს, აფრქვევს... ეს, ერთი შეხედვით, ძალიან მიმზიდველია, მეტადრე დღევანდელ ვითა-რებაში. თანამედროვე ადამიანის ფონი ხომ სტრესულ-ნევროზულია, გარემო-ცოდვისმიერი, ბოროტი, ლამის გიჟური. სრულიად ბუნებრი-ვია, რომ ადამიანი ეძებს ფსიქოლოგიურ გამოსავალს. საზოგადოებაში უჭირს მას ამის პოვნა, ეკლესიაში - არ შედის. რა ქნას? იმედგაცრუ-ებული რთავს ტელევიზორს ან კომპიუტერს და იღებს კიდეც სასუ-რველ, „მანუგეშებელ" შედეგს.

   ისმის კითხვა: რატომ ფლობს ცისფერი ეკრანი ასეთ ძალას? მამები ამბობენ: იმიტომ, რომ ადამიანს აქვს გართობის ფსიქოლოგიური მო-თხოვნა, ხოლო ყველაზე ხელსაყრელი, გასართობი საშუალება ტელე-ეკრანი გახლავთ. თანაც არც ისე ძვირად შეიძენ ამ ტექნიკას, მოიწყობ სახლში გართობისა და... გარყვნილების უდიდეს საშუალებას, რასაც ზიანი მოაქვს. თავდაპირველად ინგრევა ადამიანის გონება, მსოფლ-მხედველობა, ფსიქიკა, ხოლო შემდეგ მთლიანად ადამიაბის ორგანი-ზმში.

   ტელევიზორი და კომპიუტერი აშორებს რა ოჯახის წევრებს ერთმა-ნეთისაგან, ამავე დროს, ხელს უწყობს კოლექტიური, გლობალისტური ცნობიერების ჩამოყალიბებას. მავანის მცდელობაა სწორედ ყველა ერ-თიან, უსახო, უტრადიციო, უფესვო მასად გადააქციოს.

   მთელი „მასობრივი კულტურა" მიბაძვაზეა აგებული, ესაა მისი ფეს-ვები. თანამედროვე მოდა ავითარებს არა მხოლოდ მაგავსი ვარცხნი-ლობისა და სამოსის გავრცელებას, არამედ ერთნაირ მოქმედებასაც. ის, ხშირ შემთხვევაში ზემოქმედებს ქვეცნობიერზე და აყალიბებს ადა-მიანის ხასიათს.

   მკვლევარებმა დაადგინეს: ძალადობასა და გარყვნილებაზე აგებუ-ლი ფილმები, თამაშები, ნანახი სახეების თუ ეპიზოდები აღაგზნებს ისეთ გრძნობებსა და ემოციებს, რომლებიც შემდეგში, შესაძლოა, სა-შინელ მოქმედებებში გამოვლინდეს. ასეთი სანახაობები პირდაპირ გვთავაზობს გრძნობების გარკვეულ შაბლონს, განსაზღვრულ ფსიქი-კურ და სოციალურ რეაქციებს.

   ამ მეთოდებით ახალგაზრდებში აყალიბებენ ინტერესს, თანაგრძნ-ობას, მეტიც, სიყვარულს ბნელი ძალებისადმი.

   ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ეკრანი იწვევს ნერვიულ დაავადებებს. ადამიანის ფსიქიკის შესაძლებლობანი უსაზღვრო არ არის. რამდენიმე საათის განმავლობაში იგი ტელეეკრანისაგან იმდენ შთაბეჭდილებას იღებს, რამდენსაც ადრე მთელი თვის განმავლობაში ღებულობდა. ნერვიული სისტემა ცვდება და უძლებს რა მძიმე დატვირთვას, სნე-ულდება.

   ტელევიზორისა და კომპიუტერის უარყოფითი ზეგავლენა მრავალი კუთხით ხორციელდება. ბავშვებზე ზეგავლენაც კმარა, მაგრამ ჩვენი სათქმელი ძირითადად ის გახლავთ, რომ ტელევიზიით გატაცებული, კომპიუტერს მიჯაჭვული ადამიანი ივიწყებს მთავარს: ღმერთთან ურ-თიერთობას და ამ ურთიერთობას ანაცვლებს ტელე თუ კომპიუტერის ეკრანით.

  ისტორიიდან გვახსოვს, ძველი რომი რომ ათასობით მაყურებელს იზიდავდა გლადიატორების ბრძოლებით, ადამიანების მხეცებთან შე-რკინებით და ა.შ. რომაელი ბრბოს დევიზი იყო: „პური და სანახაობა". თითქოს ამ სიტყვებით გამოიხატებოდა მთელი აზრი და არსი ცხო-ვრებისა. თითქოს იგივე ხდება დღეს - „პური და სანახაობა", ოღონდ სახლიდან გაუსვლელად.

 

 

 

1არქ. რაფაელი (კარელინი). ტელევიზიის შესახებ.

 

 

 

მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ  


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine