თავმოყვარეობისა და ეგოიზმის ვნებათა მთავარი შინაარსი, განწ-ყობილება ისევ და ისევ საკუთარი „მეს" თაყვანისცემაში მდგომარე-ობს.
საიდან ჩნდება ეს ვნებები? არც ერთი ადამიანი არ იბადება განსა-ზღვრული ვნებით. წმიდა მამები მიიჩნევენ, რომ ყველა ვნება თავმო-ყვარეობით იწყება: „მე ეს არ შემიძლია", „მე ამას ვერ გავაკეთებ", „მე ავად ვარ" და მისთ. - ამგვარი დამოკიდებულება ეტაპობრივად ცხოვ-რებისეული პოზიცია ხდება. ეს სენი ნელ-ნელ იპყრობს მთელ ორგან-იზმს, შემდეგ ცხოვრებისეულ საქმიანობით ვითარდება, იზრდება და მთელ სულიერ სამყაროს მოიცავს.
„თვითნებობა და ეგოიზმი, - წმიდა თეოფანე დაყუდებულის თქმით, - იმის ნიშანია, რომ გულში ჭარბობს „მე" და არა უფალი. როცა ეგ-ოიზმი ჩასახლდება ადამიანის გულში, მასში ვნებების მთელი არმია განაყოფიერდება. ეგოიზმის განვითარებით, მარცხდება სიმართლე და სიყვარული ადამიანის სულში, რომლებიც თავდადებით მოიპოვება. ხოლო ეგოიზმით გამრავლებული ვნებები განაგდებენ ყველა სხვა სათნოებასაც. შედეგად, ადამიანი ჭეშმარიტი სიკეთის ქმნისათვის უუნარო ხდება. (ლუკ. 11.42). თითქოს შეუძლია ბრძოლა ცოდვასთან, მაგრამ მამაციბას საკუთარ თავში ვერ ჰპოულობს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანი გარეგნულადაც დამარცხებულია. არა! ის ყველანაირად ცდილობს გარეგნული მოწესრიგებულობით შენიღბოს ცოდვა, მაგრამ სინამდვილეში ის „სულიერი მიცვალებულია".1
ამრიგად, თავმოყვარეობა და ეგოიზმი ისეთი ცოდვებია, რომლებიც ადამიანის მთელ არსებას მოიცავს, ხოლო თუ ადამიანი მთლიანად ცოდვითაა მოცული, როგორ დაიმკვიდრებს მასში მადლი სულიწმი-დისა?
„თავმოყვარეობა - განაგრძობს წმიდა მღვდელთავარი, - ნიშანია იმ-ისა, რომ თქვენი გადაწყვეტილება - შეუდგე უფალს - მკაფიოდ არ ჩამოყალიბებულა. ცოდვასთან ბრძოლა ითხოვს შემდეგ შემართებას: მთლიანად დათრგუნო ეგოიზმი და თვითნებობა. როდესაც არ აძლევ თავს თავნებობის უფლებას, ამით მალე დაძლევ ეგოიზმს. და პირი-ქით, ვერაფერს გახდები მასთან, თუკი თავისუფლებას აძლევ ნებე-ლობას. აქედან დასკვნა: სადაც ეძებენ თავისი ყოველი ნებასურვილის შესრულებას, იქ ფართოვდება ეგოიზმი და ქრება სიყვარული. ასეთია ამა სოფლის სული, შედეგად ბოროტება იზრდება და მრავლდება".2
ამგვარ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს უაღრესად უყვარს საკუთარი თავი, ეს არის საკუთარი „მე"-ს თაყვანისცემა, როცა ადამიანს გამუდ-მებით დასტრიალებს ფიქრები საკუთარი გამორჩეულობისა და სხვე-ბისაგან დიდ ყურადღებას ითხოვს.
წმ. პაისი ათონელი შენიშნავს, რომ ეგოიზმის გამოვლინებაა ადა-მიანში უზომო მწუხარების გამოვლინება.
ერთმა მონაზონმა უთხრა მას:
- მე მთრგუნავს საკუთარი დაცემებით გამოწვეული მწუხარება და მოღვაწეობას თავს ვანებებ ხოლმე.
მამა პაისიმ უპასუხა:
- ეს ეგოიზმისაგან მოგდის. შენ თავის დახრა არ შეგიძლია და ამი-ტომ ქანცი გიწყდება. არ არსებობს სიმდაბლე, სინანული, შემუსვ-რილება. მაგრამ არსებობს ეგოიზმი. ეგოიზმს კი ხშირად მწუხარება და შიში მოაქვს. როდესაც ადამიანს სინანული არ გააჩნია, მას გან-აწყობს საკუთარი ეგოიზმი, კაცთმაამებლობა, ის, რომ სხვებს თვალში ეჩხირება. ამ დროს მასში სახლობს შფოთი, სიმწარე და ტკივილი.
- ანუ, როდესაც კაცი დაცემის შემდგომ მწარე განცდებშია, ამის მი-ზეზი ყოველთვის ეგოიზმია?
- ყოველთვის არა! ეს შესაძლოა გულმოდგინებითაც იყოს გამოწ-ვეული... ვინც გულმოდგინების გამოისობით განიცდის, ყოველივეს საკუთარ თავს აბრალებს; ხოლო ის, ვინც ეგოიზმის გამო წუხს, ყველაფერში სხვებს მიიჩნევს დამნაშავედ და ამბობს, უსამართლოდ მომექცნენო. ეგოიზმით დაავადებული ადამიანი იბუსხება, აღარ ლა-პარაკობს.
- აი, დღეს დაუდევრობის გამო ორ დას მივეცი შენიშვნა; ორივე დამწუხრდა და თავები ჩაჰკიდეს. მაგრამ ერთი გულმოდგინების გამო შეწუხდა, გამომდინარე იქიდან, რომ მე დამამწუხრა, ხოლო მეორე ეგოიზმმა შეაწუხა. პირველს იმისიც კი ერიდებოდა, რომ თვალში მომხვედროდა. მეორე კი მხოლოდ იმიტომ, რომ რეპუტაცია არ შელახვოდა, მაშინათვე თავის მართლებას მოჰყვა და სულაც არ დაფიქრებულა იმაზე, რამდენად სერიოზული იყო მისი დაუდევრობა. მან ასე იფიქრა:
„მე სხვების თვალში გავმტყუნდი. აღარ მენდობიან. როგორ გავამა-რთლო ჩემი დაუდევრობა, რომ რეპუტაცია არ შემელახოს?" მას რომ შეცდომა ეღიარებინა და თავი დამნაშავედ ეცნო, ნუგეშისცემას მი-იღებდა, მაგრამ იგი თავის მართლებას შეეცადა და ამიტომ მისმა სულმა სიმშვიდე ვერ ჰპოვა. როდესაც თავს ვიმართლებთ, ადგილს ვუთმობთ ეშმაკს, რომელიც მოდის, ძალიან შეუმჩნევლად მოქმედებს ჩვენზე და მწუხარებას გვგვრის. მაგრამ როდესაც ყველაფერს ჩვენს თავს დავაბრალებთ, მაშინ ღმერთი მთელს ჩვენს სიმძიმეს საკუთარ თავზე იღებს. ასე რომ, მოდი და გადავწყვიტოთ, რა გვირჩევნია: სიმდაბლე, რომელიც სიმშვიდეს ბადებს თუ ეგოიზმი, რომელსაც დარდი, შიში და შფოთი მოაქვს".3
ეგოიზმის მონათესავე ვნება, სნეულება ეგოცენტრიზმია. ეგოცენ-ტრულად განწყობილი ადამიანების ცნობა ადვილია. ისინი ისევე, როგორც ეგოისტები ხშირად იყენებენ ნაცვალსახელებს „მე", „ჩემი", რაც დეტალურად გამოხატავს მათი შინაგანი განცდების სიმძიმეს.
ეგოცენტრიზმი ფსიქოლოგიის სფეროს წარმოადგენს. ასეთი ადამი-ანები მრავლად გვხვდება ცხოვრებისეულ ურთიერთობებში. ამ სენს საფუძვლიანად აანალიზებს იღუმენი ევნემიმ (პერისტი) თავის ნაშ-რომში. ვპოულობთ:
„ცოდვისმიერი ეგოცენტრიზმი ჩვეულებრივ მსგავსი სიტყვებით ვლინდება: „ჩემი არავის ესმის", „ჩემი დახმარება არავის უნდა", „მო-ძღვარიც სასტიკი და არაადამიანურია". ამასთან, მოძღვრისა და სხვა ადამიანების მხრიდან გამოვლენილი ყველა დადებითი საქციელი სრულიად ავიწყდება.
ეგოცენტრულ ადამიანს ამ ცხოვრებაში არა აქვს თავისი თავის რწმენა, თვლის რომ გარშემომყოფები მასზე ჯანმრთელები და ბედ-ნიერები არიან. მას სხვების მხრიდან გაგება და ყურადღება სწყურია, გამუდმებით ელოდება ყურადღებიან შეკითხვებს მის ყოფაზე. თუ დღის განმავლობაში ის საკმარისად არ იღებს ამგვარ შეკითხვებს, თუკი მას შემთხვევა არ მიეცემა, თავისი უბედურების შესახებ საკ-მაოდ ბევრ ადამიანს უამბობს, მისთვის ის დღე სრული გაღიზი-ანებით და დათრგუნულობით მთავრდება...
ხანდახან ასეთ ადამიანს ეჩვენება, რომ მას ტყავი გააძრეს, მას ყვე-ლაფერი სტკივა, რადგან ყოველი ურთიერთობა, ყველა შეხვედრა გა-დის მის სულზე, სული კი დაჭრილია და ავადაა...
ცოდვისმიერი ეგოცენტრიზმი გამოხატავს პროტესტს ღვთის განგე-ბულების, საკუთარი ცხოვრების წინააღმდეგ. მასში გაერთიანებულია აგრესია საკუთარი თავისა და მთელი გარემომცველი სამყაროსადმი. ეგოცენტრიზმი არაა ეგოიზმი, რომლის დროსაც საკუთარი უფლებე-ბისთვის ბრძოლა ხშირად სხვა ადამიანების ხარჯზე მიმდინარეობს. ეგოცენტრიზმის დროს საკუთარი თავისადმი დამოკიდებულება ერთდროულად ორგვაროვანია: „მიყვარს" და „მძულს". ეს ზედმეტად მტკივნეული ემოციური მდგომარეობა ვლინდება იმის გამო, რომ ასეთ ადამიანში ხდება გრძნობების ბლოკირება გარე გამოვლინების დროს".4
ამ ვნებებისგან თავის დაღწევისთვის მამათა აზრით, საჭიროა საკ-უთარ გულში თავდადებული, თავგანწირული სულისკვეთების გაღ-ვიძება. წმიდა თეოფანე დაყუდებულის თქმით, ამას მოჰყვება სამარ-თლიანობისა და სიყვარულის აღდგენა, ხოლო ამის შემდეგ ერთი მეორის მიყოლებით ცოცხლდება სხვა სათნოებებიც.
პირველყოვლისა უნდა დავთრგუნოთ თვითნებობა, რომლის შედე-გად ადამიანი ყველაფერს აკეთებს საკუთარი სინდისისა და ღვთის ნების საწინააღმდეგოდ.
1Св. Феофан Затворник. Душеполедные поучение. Оптина. 1998. გვ. 260.
2იქვე გვ. 263.
3მამა პაისი ათონელი. ვნებები და სათნოებები. თბ. 2008. გვ. 107-108.
4შესავალი პიროვნების ფსიქოლოგიაში. იღ. ევნემი (პერისტი). თბ. 2013. გვ. 102-103.
მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ