წმიდა მამები ერთხმად ამბობენ, რომ დასაბამი უფლისაგან განშო-რებისა და განდგომისა არის ამპარტავნობა. როდესაც ვსაუბრობთ ად-ამიანის საკუთარი „მე"-ს თაყვანისცემაზე, ამის საფუძველთა საფუძ-ველი ამპარტავნობაში უნდა ვეძებოთ. სწორედ ამპარტავნობა შობს „მე"-ს თაყვანისცემის სხვა ფორმებს, როგორიცაა: თავისმოყვარება, თავმოთნეობა, ცუდმედიდობა, მზვაობრობა, თავმომწონეობა, თვითნებობა, ეგოიზმი, ქედმაღლობა, თავისმართლება, საკუთარი თავის სიბრალული, დიდი წარმოდგენა საკუთარ თავზე და მრავალი სხვა.
წმიდა მამათა თქმით, ამპარტავნობა ძირია ყველა ვნებისა იმიტომ, რომ მან არა მარტო ადამიანი დაამარცხა, არამედ ანგელოზებიც ჩამო-აგდო ციდან. ამიტომ ბრძანა წმიდა ანტონი დიდმა:
„ამპარტავნობა საძაგელია ღვთისთვის, ანგელოზებისა და ღვთის წმიდანებისთვის. ამპარტავანი ეშმაკის მოზიარეა. ამპარტავნობის გა-მო მოიდრიკა ცა და შეირყა მიწა, შეძრწუნდა უფსკრული, შფოთმა მო-იცვა ანგელოზები და იქცნენ დემონებად1
წმიდა იოანე ოქროპირი ბრძანებს: „ამპარტავნობა ცოდვის საწყისია. ამპარტავნობით იწყება ნებისმიერი ცოდვა და მასში პოულობს თავის დასაყრდენს".2
წმიდა იოანე კასიანე რომაელიც იმავეს შენიშნავს: „ამპარტავნობა თავდაპირველი ცოდვის მიზეზი და ავადმყოფობის მთავარი საწყი-სია. ამპარტავნობის გამო განდევნილი ლუციფერის საშუალებით ამ-პარტავნობა შემდეგ პირველქმნილ ადამს მიეპარა, წარმოშვა სისუსტე-ები და საბაბი ყველა ვნებისთვის რადგან: როდესაც ის ფიქრობდა, რომ ღვთაებრივი დიდება ნების თავისუფლებითა და საკუთარი მცდელობით შეეძლო შეეძინა, მან დაკარგა ისიც, რაც შემოქმედის მა-დლით მიიღო".3
როგორც ხედავთ, ყოველი ადამიანის დაცემია მიზეზი, ცოდვებისა და ვნებების სათავე, ამპარტავნობაა.
წმიდა მამები ამპარტავნობის ვნებაში მყოფ ადამიანს მრავალ მან-კიერ ჩვევას ამჩნევენ, რითაც ადგენენ პიროვნებაში ამ ცოდვის არს-ებობას.
წმიდა კასიანე რომაელის აზრით, ხორციელი ამპარტავნობა შემდეგი ნიშნებით გამოირჩევა: „ლაპარაკის დროს იცის ყვირილი, დუმილისას - განაწყენება, მხიარულებისას - ხმამაღალი, ზომაგადასული სიცილი, სამწუხარო შემთხვევაში - უგუნური მწუხარება, პასუხისას - ანჩხ-ლობა, საუბარში - ქარაფშუტობა, სიტყვებს გამოთქვამს გულის ყოვ-ელგვარი მონაწილეობის გარეშე, განუსჯელად. მას არა აქვს მოთმ-ინება, უცხოა სიყვარულისთვის, კადნიერად შეურაცხყოფს, თავად კი ვერ ითმენს შეურაცხყოფას. მორჩილებისკენ მიდრეკილი არ არის, როცა რაიმე მის სურვილსა და ნებას არ ემთხვევა. დარიგების მისა-ღებად შეუვალია; თავისი ნების უარსაყოფად სუსტია, სხვებისადმი დასამორჩილებლად - ძალიან ჯიუტია, ყოველთვის საკუთარ აზრზე დარჩენას ცდილობს, არაფრით სურს სხვას დაუთმოს; ამგვარად, რა-კიღა უძლური შეიქნა შეიწყნაროს გადამრჩენი რჩევა, ყველაფერში უფრო მეტად საკუთარ აზრს ენდობა, ვიდრე ბერებისა და სულიერი მამების განსჯას".4
ამრიგად, თუკი გვსურს გამოიკვლიოთ ჩვენი შინაგანი სამყარო, მა-მები გვირჩევენ ჰკითხო საკუთარ თავს: იცავ თუ არა ღვთის მცნებებს? გიხარია, როდესაც ამაღლდება და განდიდდება შენი მოწინააღმდეგე? გულა გტკენს დამცირება? აღიარებ, რომ ურგები მონა ხარ? აღიარებ, რომ ყველა ცოდვილზე უცოდვილესი ხარ? თუკი ამის საწინააღ-მდეგოდ, ისეთი განწყობა გაქვს, რომ მზად ხარ ყველას ასწავლო და გამოასწორო, იცოდე, რომ სულის ეს განწყობა ანადგურებს ყველა შენს სათნოებას. (უცნობი ბერების გამონათქვამი).
ყველა ჩვენგანმა კარგად უწყით, რომ ადამიანს ბუნებით დაჰყვება სურვილი განავითაროს, სრულყოს თავისი ძალები, მაგრამ ჩვენი თავმოყვარეობა და სიამაყე ბოროტად იყენებს ამ მისწრაფებას. შე-დეგად, საკუთარ თავზე შეყვარებულს, ღმერთის გარეშე, საკუთარ ძალებზე დაყრდნობით სურს ყოველივეს განხორციელება. იმისათვის, რომ გახდეს ცხოვრებაში პირველი, ცდილობს მოიპოვოს ძალაუფ-ლება, გახდეს გავლენიანი პიროვნება, მოიხვეჭოს სიმდიდრე და მრა-ვალი სხვა. ამიტომ „ამპარტავანი, არქიმანდრიტი რაფაელის (კარელი-ნი) თქმით, ყოველთვის დაუკმაყოფილებელია. იგი არ შეიძლება ბედნიერი იყოს, რადგან ბედნიერია ის, ვინც იმას სჯერდება, რაც აქვს. ამაყი ამ მიწიერი ცხოვრებით ცხოვრობს. ის თავისი გულით მარადი-სობას ვერ შეიგრძნობს, ვინაიდან მასში მოუნანიებელი ცოდვები, ვნებები ბუდობენ; ამპარტავანს არ შეუძლია მოინანიოს, ის ყველაფე-რში მართალია".5
ამპარტავანი მუდმივად საკუთარ თავზე ფიქრობს და ნაკლებად მოყ-ვასზე. ასეთი ადამიანისთვის საკუთარი „მე" კერპი, თაყვანისცემის სა-განი ხდება. მას აღარ შეუძლია სინანული, იმიტომ რომ „ცამდე" მართალია, მას არ სჭირდება ლოცვა, იმიტომ რომ ეს მას არ შეშვენის, არ ეკადრება. ამიტომ წმიდა ნიკოდიმოს მთაწმინდელმა მას უგუნური ვნება უწოდა, „რომელიც თუ ადამიანს დაეუფლება, შთააგონებს აზრს, რომ თითქოს ის ბევრად უკეთესია, ვიდრე - სინამდვილეში და რომ სხვები მასზე სწორედ იმას ფიქრობენ, რაც თავად ჰგონია. ამიტომაც, ამაყი ადამიანი საკუთარი თავის გარდა არავისზე ფიქრობს. როგორც ობობაა აბლაბუდის ცენტრში, ასევე ასეთი კაცი თავის თავს ყველაფ-რის სათავეში წარმოიდგენს. ისევე, როგორც ობობა ქსოვს ქსელს საკუთარი თავისაგან, ისევე ამპარტავანი ადამიანი, როდესაც ფიქრობს ან აკეთებს რამეს, საკუთარი თავი ყოველთვის ყველაფრის თაოსანი და საფუძველი ჰგონია".6
ამრიგად, წმიდა მამები გვასწავლიან, რომ ამპარტავნობა უსაძაგლესი ცოდვაა, რომელიც ხშირად დაფარულია და გულის სიღრმეში იმყო-ფება. ადამიანმა შეიძლება თავმდაბლად მოაჩვენოს თავი, თავმდაბ-ლად ისაუბროს, მაგრამ თუ გულის სიღრმეში თავს ნამდვილად არ დაიმდაბლებს, შენიღბულ თავმდაბლობით მაინც ამპარტავნად დარ-ჩება.
ვკითხოთ წმიდა მამებს: როგორ ჩავაქროთ ამპარტავნობა?
წმ. იოანე ოქროპირი გვირჩევს: „გვახსოვდეს ჩვენი ცოდვები... უნდა შევიმეცნოთ ღმერთი... ხოლო ღმერთს რომ შევიმეცნებთ, მოგვცილ-დება ყოველგვარი ამპარტავნობა. ვინც იცის, როგორ დაიმდაბლა თავი ღვთის ძემ, ის ვერ ამაღლდება...
იფიქრე გეენიაზე, იფიქრე მათზე, ვინც გაცილებით შენზე უკეთესია, იფიქრე, რამდენად დამნაშავე ხარ ღვთის წინაშე... და მალე მოათვი-ნიერებ შენს გონებას, დაამდაბლებ მას".7
კითხვაზე როგორ გამოიცნობა ამპარტავანი და რით განიკურნება, წმიდა ბასილი დიდი ამბობს: „გამოვიცნობთ იმით, რომ უპირატე-სობის გამოძალვას ცდილობს. ხოლო განიკურნება, თუ ირწმუნებს შე-მდეგი სიტყვების მთქმელის სამსჯავროს: „ამპარტავანთა შეჰმუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი" (იაკ. 4.6). უნდა ვიცოდეთ: ადამიანს ამპარტავნობისთვის მიგებული სასჯელის შიშიც რომ ჰქო-ნდეს, ვერ შეძლებს ამ ვნებისაგან განკურნებას, თუ არ მოიცილებს ყველა გულისსიტყვას თავისი უპირატესობის შესახებ".8
წმიდა იოანე კიბისაღმწერელი ამპარტავნებს გვირჩევს: „ძალიან სას-არგებლოა დაქვემდებარებაში ყოფნა, სასტიკი და დამამცირებელი ცხოვრება, წმიდა მამების ზებუნებრივი ღვაწლის შესახებ დაწერილი თხზულებების კითხვა. შეიძლება ამით ამპარტავნებს ხსნის მცირე იმედი მაინც გაუჩნდეთ... თავი შეიქე მხოლოდ იმ სათნოებებით, რომლებიც შენს დაბადებამდე გქონდა, ხოლო ისინი, რომლებიც შეი-ძინე დაბადების შემდეგ, ღმერთმა გიბოძა, როგორც თვითონ დაბა-დება".9
წმიდა ეგნატე ბრიანჩანინოვი გვირჩევს პირველად სახარების მცნე-ბების შესრულებას: "თუ ქრისტიანი გადაწყვეტს განახორციელოს სა-ხარების მცნებები საკუთარ გარეგნულ თუ შინაგან ქმედებებში, მაშ-ინვე დაინახავს თავის დაცემულ ბუნებას, რომელიც წინ აღუდგება სახარებას და ჯიუტად ეწინააღმდეგება მას.
სახარების შუქზე ქრისტიანი საკუთარ თავში მთელი კაცობრიობის დაცემას ხედავს.
ამ ხილვისაგან ბუნებრივად იშვება მდაბალი შეხედულება საკუთარ თავზე, რომელსაც სახარებაში „სულის სიგლახაკე" ეწოდება (მათე 5.3)...
საკუთარი დაცემულობის დანახვა - ეს უკვე ნეტარებაა დაცემული ადამიანისათვის.
ვინც საკუთარ დაცემას ხედავს, მას შეუძლია შეიცნოს ხსნის, მხსნე-ლის აუცილებლობა და ცოცხალი რწმენით ირწმუნოს სახარება.
ასეთი მდგომარეობა მადლისმიერი ნიჭია, მადლის მოქმედების ნაყ-ოფია, და ამიტომაც წარმოადგენს ნეტარებას".10
ამრიგად, საკუთარი „მე"-ს თაყვანისცემის პირველი ფორმა გვაფიქ-რებინებს, რომ სხვებზე უფრო მეტი ვიფიქროთ, ვიდრე საკუთარ თა-ვზე და მხოლოდ საკუთარი ცოდვები დავინახოთ.
1აღმოსავლეთსა და დასავლეთზე მაღლა. გამომც. დეკ. ზაქარია მარგა-ლიტაძე. თბ. 2014. გვ. 119.
2იქვე გვ. 120.
3იქვე გვ. 123.
4მამათა სწავლანი სიმდაბლისა და ამპარტავნებისათვის. თბ. 2011. გვ. 30. გამომც. ვლ. წამალაშვილი.
5ღვთიური სიბრძნის მართლმადიდებლური ენციკლოპედია. თბ. 2007. გვ. 26.
6იქვე გვ. 29.
7აღმოსავლეთსა და დასავლეთზე მაღლა. თბ. 2014. გვ. 125.
8იქვე გვ. 121.
9იქვე გვ. 124.
10წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი. სახარებისეული ნეტარების შესახებ.
მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ