პროტესტანტულ-სექტანტურ წრეებში ჩამოყალიბდა მცდარი შეხედ-ულება, რომ ხატები, რომლებსაც პატივს მიაგებენ მართლმადიდე-ბლები, არის კერპები. განსაკუთრებით აქტიური ამ კუთხით ე.წ. „ია-ღოველთა მოწმეების" სექტაა. მათი მსჯელობის მცდარობა გამოწვე-ულია იმით, რომ ისინი ერთმანეთისაგან ვერ ანსხვავებენ „რელიგიურ გამოხატულებას" და „კერპს". მათთვის ეს ერთი და იგივეა. საკითხს რომ ნათელი მოეფინოს და გააზრებულ იქნეს ყველა ნეოქრისტიანის (პროტესტანტებით დაწყებული, „იაღოველებით" დამთავრებული) მი-ერ, უნდა გავერკვეთ, რა არის სინამდვილეში „კერპი", „კერპთაყვა-ნისცემა" და ხატი, ხატთაყვანისცემა.
ებრაულად კერპი (ელ-ილ) ითარგმნება როგორც „წარმართი ღმერ-თი". შევნიშნავთ: აქ საუბარი არ არის გამოსახულებაზე, არამედ თავად წარმართ ღმერთზე, რომელიც სხვათაშორის, არ არსებობს ბუნებაში. ამრიგად, ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისმცემლებისათვის კერპი არის: ბაალი, ზევსი, კრიშნა, არმაზი და სხვა მსგავსი წარმართული „ღმერ-თები".
კერპებად მიგვაჩნია ფსევდოქრისტიანული სექტების „ღმერთებიც", ვერ ვაღიარებთ, რომ სექტანტები იმავე ღმერთს ეთაყვანებიან, რომე-ლსაც ჩვენ, - მართლმადიდებლები. მაგალითად, რასელისტები (იაღო-ვას მოწმეები) ასწავლიან, რომ მათი „ღმერთი" ადამიანის მსგავსი არ-სებაა „განსაზღვრული სხეულის ფორმით" და ცხოვრობს განსაზღ-ვრულ სივრცეში. მარმონები გაიძახიან, რომ მათი „ღმერთი" ჩვეულ-ებრივი ადამიანია „ხორცისა და ძვლებისაგან" შემდგარი. ამიტომ იმის თქმა, რომ სექტანტების „ღმერთი" არის სამყაროს შემოქმედი, ჩვენ არ შეგვიძლია.
კერპთაყვანისმცემლობა ებრაულად (ავოდა ზარა) – „უცხო მსახურ-ებას" ნიშნავს. ეს არ არის გამოსახულების თაყვანისცემა, არამედ ცრუღმერთისა - კერპის.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, კერპთაყვანისმცემლობა, - სხვა არაფერია, თუ არა ჭეშმარიტი ღმერთის უარყოფა. მისი ჩანაცვლება რაღაც მო-გონილი არსებით, თიგინდ ეს არსება ქრისტიანების ღმერთად სახელ-დებოდეს. ამ კუთხით სექტანტურ - პროტესტანტული რელიგიები, რომლებიც ქრისტიანობის სახელით ინიღბებიან, არის ტიპური კერპ-თაყვანისმცემლობა.
მაგრამ, მოდით, კერპისა და ხატის ტერმინების განსხვავებას შევუ-დგეთ.
ბიბლიის მიხედვით განვიხილოთ, რა არის კერპი. გამოსვლათა წი-გნში მოთხრობილია, რომ სინას მთაზე ღმერთთან მოსაუბრე მოსემ დააგვიანა ხალხთან ჩამოსვლა. მაშინ ხალხმა უთხრა აარონს: „ადექი და გაგვიკეთე ღმერთები, რადგან არ ვიცით, რა დაემართა იმ კაცს, მოსეს... აარონმა საჭრეთელით გამოსახა სახე და ჩამოასხა ხბო. თქვეს: ესენი არიან, ისრაელო, შენი ღმერთები, რომლებმაც ეგვიპტიდან გა-მოგვიყვანეს" (გამო. 32. 1,4).
შემდეგ აარონმა მათთვის სამსხვერპლო ააგო, დღესასწაულიც კი გა-მოაცხადა და ხალხმა კერპებს, როგორც ღმერთებს მსხვერპლი შეს-წირა. აი, როგორი ყოფილა კერპი. ახლა, რაც შეეხება წმინდა ხატებს: მართლმადიდებლებს არასდროს უთქვამთ, ებრაელების მსგავსად, რომ ესენი არიან ჩვენი ღმერთები და არა ის ღმერთი, რომელმაც შექმნა ცა და მიწა.
სექტანტები ციტირებენ გამოსვლათა წიგნის მეოცე თავის მეოთხე მუხლს: „არ გაიკეთო კერპები, არც რამე ხატი (ძვ. რართ. „მსგავსება") იმისა, რაც არის მაღლა ცაში, დაბლა მიწაზე და წყალში მიწის ქვეშ", და ამბობენ, რომ თითქოს ღმერთი კრძალავს ხატების თაყვანისცემას.
საქმე ისაა, რომ ჩვენ არ ვეთაყვანებით წმიდა ხატებს, როგორც ღმე-რთებს, არამედ მივაგებთ მათ შესაფერის პატივს. ამასთან, მართლმა-დიდებელი ეკლესია პატივს სცემს არა ხეს და საღებავს, რომლითაც შესრულებულია ხატი, არამედ იმ პიროვნებას, რომელიც მასზეა გა-მოსახული.
ეს რომ ღვთის საწინააღმდეგო ქმედება არ არის და მისგან ნებადა-რთულია, წმინდა წერილიდანაც ჩანს. უფალი კერპების გამოსახუ-ლების გაკეთებას კრძალავს და არა წმინდა ანგელოზებისას. მაგა-ლითად, მოსე წინასწარმეტყველმა უბრძანა ებრაელებს გაეკეთებინათ ანგელოზების - ქერუბიმების ქანდაკება და აღთქმის კიდობანზე დაე-მაგრებინათ (გამო. 25. 1-21); „ოქროსაგან გამოჭედავ ორ ქერუბიმს, და სახურავის ორსავე კიდეზე დაამაგრებ" (გამ. 25.18).
მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი ყველგან მყოფია და ყოველთვის ესმის ჩვენი ლოცვა, იგი მკაცრად აფრთხილებს მოსეს: „მანდ მოგე-ვლინები ხოლმე, სახურავზე, ორ ქერუბიმს შორის, მოწმობის კიდობ-ანზე რომ არიან, და ყველაფერს გამოგიცხადებ, რაც ისრაელიანე-ბისთვის უნდა გაბრძანებინოთ" (გამ. 25.22).
ცნობილია, სოლომონ მეფემ დიდი ტაძარი ააშენა. შიდა ნაწილში გა-ნათავსა ორი ქერუბიმის გამოსახულება: „წმიდათაწმიდის სახლში გააკეთა ორი ქერუბიმის ქანდაკება და ოქროთი დაფარე ისინი... ამ ქერუბიმების ფრთები ოც წყრთაზე იყო გაშლილი. ისინი თავიანთ ფეხებზე იდგნენ და პირისახე სახლისაკენ ჰქონდათ მიქცეული" (2 ნეშტ. 3.10.13).
შემდეგ სოლომონმა მთელი ტაძარი ქერუბიმებით მოხატა: „კედლ-ებზე ქერუბიმები ამოკვეთა" (2 ნეშტ. 3.7); „გააკეთა კრეტსაბმელი ლუ-რჯი, ძოწეული, მეწამული ნართისაგან და სელისაგან და მასზე ქე-რუბიმი გამოსახა" (2 ნეშტ. 3.14).
ამრიგად, ღმერთი ანგელოზთა გამოსახულებების გაკეთებას რომ კრძალავდეს, მოსესა და სოლომონს მათი ქანდაკებების დამზადებას არ უბრძანებდა და არ მოუწონებდა, პირიქით, მათ ამისათვის დას-ჯიდა.
ამგვარად, თუ ჩვენ თაყვანს ვცემთ ხატებზე გამოსახულ ანგელ-ოზებსა და წმინდანებს, როგორც ღმერთებს, ეს ცოდვაა, ხოლო თუ ჩვენ პატივს მივაგებთ მათ, როგორც ეს ხდებოდა ძველი აღთქმის ეკლესიაში, ეს ღვთისათვის სათნოა.
წმიდა მამათა თქმით, ხატი არის სარკმელი ზეცაში. ხატების სახით ჩვენ თაყვანს ვცემთ არა ფიცარსა და საღებავს, არამედ მასზე გამო-სახულ წმინდანებს; ისინი ხომ ანგელოზებთან ერთად არიან ცაში და უფალს ისევე ადიდებენ, როგორც ძველი აღთქმის ეკლესიაში თაყვანს სცემდნენ არა მასალას - ხეს, სპილენძსა და ოქროს, რისგანაც დამზა-დებული იყო ქერუბიმები, არამედ მათი სახით თვით ზეციურ ანგე-ლოზებს.
ბიბლიის ხელნაწერებს ხომ არ აღვიქვამთ, როგორც მხოლოდ ქაღა-ლდსა და შავ საღებავს (რომლითაც დაწერილია ასოები), არამედ მას განსაკუთრებული სიფრთხილით ვეპყრობით.
ასევე არაა მართებული ხატებში მხოლოდ საღებავებისა და ფიცრის დანახვა. წმინდა წერილის თანახმად, მათ ჯეროვანი პატივი უნდა მივაგოთ.
ღმერთი წმინდა დავით მეფის პირით პირდაპირ მოგვიწოდებს წმი-ნდა საგნებისა და წმინდა ადგილების თაყვანისცემისაკენ: „შევედით საყოფელთა მისთა, თაყვანის-ვსცეთ ადგილსა, სადა დადგეს ფერხნი მისნი". (ფსალმ. 31.7).1
1გამოყენ. წიგნ. ბიბლია ამხელს „იოღოვას მოწმეების" სწავლებას. თბ. 2003. გვ. 192-194.
მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ