xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » ძველი აღთქმის ისტორიიდან » ალექსანდრე მაკედონელი
ალექსანდრე მაკედონელი
24-11-2014, 00:07  / ამოსაბეჭდი ვერსია

ალექსანდრე მაკედონელი

 

   ალექსანდრე მესამე მაკედონიის მმართველი გახლდათ. მან შექმნა უზარმაზარი იმპერია, რომელიც მოიცავდა საბერძნეთს, ბალკანეთს, სპარსეთს, ეგვიპტეს და სხვა მრავალ ქვეყანას. შემდეგში მას ალექ-სანდრე დიდი, იგივე ალექსანდრე მაკედონელი ეწოდა.

   ალექსანდრეს აღზრდას მამამისი ფილიპე განსაკუთრებულ ყურად-ღებას უთმობდა. მან მასწავლებლად პლატონის მოსწავლე - არისტო-ტელე მოიწვია. არისტოტელე იმ დროს ყველაზე განათლებულ პიროვ-ნებად ითვლებოდა. თავად ალექსანდრე იხსენებდა: „მე არისტოტელ-ეს მამის გვერდით ვაყენებ; მამამ სიცოცხლე მომანიჭა, არისტოტელემ ის, რაც სიცოცხლეს აზრს აძლევს".

   შემდგომში კარგად გამოჩნდება, არისტოტელეს სწავლება, თუ რო-გორ მიეცა სიცოცხლისათვის აზრი ალექსანდრეს. ეს ნიჭი მსოფლიოს დაპყრობაში გამოადგა. როგორც მისი გამონათქვამებიდან ირკვევა, ალექსანდრე დიდებისმოყვარეობის ვნებაში იყო ჩავარდნილი. ის წერს: „მე რომ მოვკვდები, ჩემს სამარეს კი ნაგავს დააყრიან, მაგრამ იმავე ჟამთა ქარიშხალი მას გადახვეტავს და გამოჩნდება ჩემი საქმე, ღირსი - ბძენთა გაოცებისა". სხვა შემთხვევაში ამბობს: „იქნებ არც ისე დიდი იყო აქილევსი, მაგრამ დიდ მაქებელს შეხვდა ჰომეროსის სახით?" მის თვალში არავინ იყო მასზე ძლიერი დედამიწის ზურგზე! მას არ ასვენებდა ოცნება - გამხდარიყო მსოფლიოს ერთპიროვნული მეფე! ამიტომაც მასზე ამბობდნენ: „მაკედონია შენ ვერ დაგიტევს, შენთვის უფრო ვრცელი საბრძანისი უნდა ეძიო."

  მართლაც, ფილიპეს სიკვდილის შემდეგ ტახტი მისმა ოცი წლის შვილმა - ალექსანდრემ დაიკავა. ალექსანდრემ გამეფებისთანავე და-იწყო თავისი არმიის ლამის უწყვეტი წვრთნა. როდესაც ბერძნულმა პოლისებმა კონგრესი გააუქმეს, ალექსანდრე ამოქმედდა. თავისი არ-მიით ის ჯერ თესალიაში შევიდა, სადაც მას თესალური არმია შეუ-ერთდა, შემდეგ დიპლომატიითა და დაშნებით აჯანყებებიც ჩაახშო. ალექსანდრე მაკედონელმა კონგრესი მოიწვია, რომელსაც თითქმის ყველა ბერძნული პოლისი შეუერთდა გარდა სპარტასი. ალექსანდრე კონგრესის ჰეგემონად გამოცხადდა, რითაც საფუძველი ჩაეყარა მისი გაღმერთების მცდელობას.

   ძვ.წ. 335 წელს მოხდა სამხედრო შეტაკებათა სერია. ალექსანდრე შე-იჭრა თრაკიასა და ილირიაში, კონტროლი აღადგინა ბალკანეთზე და სასტიკად გაუმკლავდა აჯანყებულებს. ეს ყოველივე მიზნად სხვა ქალაქების დაშინებას ისახავდა. სიტუაციის მოგვარებამ ალექსანდრეს ხელფეხი გაუხსნა, რათა სპარსეთის იმპერიის წინააღმდეგ ნანატრი ლაშქრობა წამოეწყო.

   მალე მაკედონიური არმია მცირე აზიაში შეიჭრა. ძვ.წ. 334 წელს გრა-ნიკუსის ბრძოლაში მან დაამარცხა სპარსეთის ჯარი, ძვ.წ. 332 წლის 14 ნოემბერს კი - ეგვიპტის არმია.

   ალექსანდრე მაკედონელი ეგვიპტის ფარაონად აღიარეს, ე.ი. ღმერთ-კაცად. ეს მისი დიდების პიკად უნდა მივიჩნიოთ. მაგრამ ამითაც არ დაკმაყოფილებულა ალექსანდრე. ძვ.წ. 332 წლის 21 ოქტომბერს იგი შევიდა ბაბილონში; ძვ.წ. 325 წლის ივლისში მან ინდოეთის ოკეანეს მიაღწია. შემდეგ დაბრუნდა ბაბილონში, ვინაიდან ისეთმა „ღმერთკა-ცებმაც" კი, როგორიც ალექსანდრე მაკედონელი იყო, დამარცხება იგ-ემა. მისი დიდების, გაღმერთების ხანა სრულდებოდა და ძვ.წ. 232 წლის 10 ივნისს იგი მძიმე დაავადებით გარდაიცვალა.

  ასეთია მოკლე ისტორია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხედართმთავრისა, რომელმაც გაღმერთება ისურვა. ნიშანდობლივია ეს ამბავი ყველა „კაცღმერთისათვის", ვინც არა მარადიულად ღმერთ-თან ყოფნას, არამედ დედამიწაზე „სასუფევლის" მოწყობას განიზრა-ხავს.
 
 

Xareba.net - ის რედაქცია 



  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine