ნანას შეკითხვა: რას ნიშნავს სჯულის კანონის ცოდნა და როგორ უნდა აღასრულებდეს მას ქრისტიანი?
პასუხი: პირველყოვლისა უნდა ითქვას, რომ სჯულის კანონი წმიდა მამების მიერ მსოფლიო კრებებზე, ასევე ეპისტოლარული სახის ნაშ-რომებისაგან შემდგარი კრებული გახლავთ, რომლებსაც ისეთივე დო-გმატურ-კანონიკური მნიშვნელობა აქვს, როგორც მსოფლიო კრების გადაწყვეტილებას.
ცხადია, სჯულის კანონის „მშრალი" ცოდნა არ არის საკმარისი მარ-თლმორწმუნე ქრისტიანისთვის. ეკლესიის დოგმატური სწავლება არ არის რაღაც განყენებული ცოდნის სფერო. ის მართლმადიდებელი ქრისტიანის სულიერი ცხოვრების წარმმართველი უნდა იყოს.
სჯულის კანონის ხელმძღვანელობის დროს ორი პრინციპი მოქმე-დებს: აკრივია (სჯულის ზედმიწევნითი შესრულება), და იკონომია (სჯულის დროებითი შერბილება). ეს ორი ზღვარი არ უნდა გასცდეს ეკლესიის დოგმატურ სწავლებას. ქრისტიანმა უპირატესობა ყოველ-თვის აკრივიას უნდა მიანიჭოს. თუმცა იკონომიაც ეკლესიის სიყვა-რულის გამოხატულება გახლავთ, რომელსაც დროდადრო მიმართავს ხოლმე ეკლესია ადამიანის გამოსწორების მიზნით.
სჯულის კანონს აღასრულებს ქრისტიანი იმ შემთხვევაში, თუკი შე-უდგება სერიოზულ სულიერ ცხოვრებას, მამებისეული სწავლების ათვისებას და შემდეგ მის ცხოვრებაში გატარებას. ეს ხანგრძლივი, მაგრამ ღვთის შემწეობით მიღწევადი ღვაწლია.
ნანას შეკითხვა: რატომ იწოდებიან კათოლიკები ქრისტიანებად, თუ არ ეთანხმებიან ქრისტიანულ (ჭეშმარიტ) სწავლებას და ეკლესიის მიერ დადგენილ დოგმატებსა და კანონებს?
პასუხი: კათოლიკები სინამდვილეში არც კათოლიკებად უნდა იწო-დებოდნენ, ვინაიდან „კათოლიკე, საყოველთაო, მსოფლიო" ტერმინი მართლმადიდებელი ეკლესიის მრწამსის განსაზღვრება გახლავთ: „ერთი, წმიდა, კათოლიკე (მსოფლიო, საყოველთაო) და სამოციქულო ეკლესია".
ამდენად, უპრიანია მათ ლათინო-პაპისტები ვუწოდოთ.
პაპისტების მსგავსად დღეს მრავალ კონფესიას მითვისებული აქვს ქრისტიანის სახელწოდება, მაგრამ ყოველი მათგანი (პროტესტანტები, მონოფიზიტები, ანგლიკანები თუ სხვა) თავის დროზე განუდგა დე-დაეკლესიას, აღმოჩნდა მწვალებლობაში. შესაბამისად ქრისტიანება-დაც პირობითად იწოდებიან.