21 სექტემბერს მართლმადიდებელი სამყარო ყოვლადწმინდა ღვთი-სმშობლის შობის დღეს აღნიშნავს. ეს დღე, ისევე, როგორც ღვთის-მშობლის მიძინების დღესასწაული, განსაკუთრებული მნიშვნელობი-საა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ერს 21 სექ-ტემბერს ერთობლივი ლოცვის კურთხევას აძლევს, - ამის შესახებ სა-პატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამია.
მასში აღნიშნულია, რომ უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ს ლოცვა-კურთხევაა, 21 სექტემბერს, 12:00 საათზე სრულიად საქართ-ველომ ერთობლივი ლოცვით მიმართოს თავის მფარველს, ყოვლად-წმინდა ღვთისმშობელს ქვეყნის კეთილდღეობისთვის.
"უნდა ავანთოთ სანთელი და სამჯერ ვთქვათ შემდეგი ლოცვა: "მო-წყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რო-მელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღ-მდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრის-ტიანეთაისაი. ამინ!". ვინც ამ დროს არ იმყოფება ტაძარში, მას შეუ-ძლია ლოცვა თქვას სახლშიც, ქუჩაშიც, ტრანსპორტშიც და საერთოდ ნებისმიერ ადგილზე. მთავარია, ყველამ, როგორც ახალგაზრდამ, ისე ასაკოვანმაც და ბავშვმაც ერთდროულად შევთხოვოთ ყოვლადწმინდა მარიამს, ჩვენი სამშობლოსა და თითოეული ჩვენთაგანის მფარველო-ბა და შეწევნა. ერთობლივ ლოცვას დიდი ძალა აქვს", - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.