10 აგვისტოს, სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.
პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას რწმენის სიძლიერეზე იქადაგა. მისი თქმით, ყველა ადამიანი სრულყოფილებისკენაა მოწოდებული და ამის მისაღწევად, მას რწმენა და საქმე სჭირდება. "ყოველი ადამიანი ეს არის უნიკალური ქმნილება ღვთისა, ეს არის მოვლენა, უდიდესი სასწაული. ყოველი ადამიანი მოწოდე-ბულია სრულყოფისაკენ. მაცხოვარი ამბობს: "იყავით სრულყოფილნი, ვითარცა მამა თქვენი ზეციერი სრულყოფილ არს”. როგორ მივაღწიოთ ჩვენ ამ სრულ-ყოფას? უპირველეს ყოვლისა, საჭიროა რწმენა – ჭეშმარიტი სარწმუნოება. მათეს სახარებაში აღწერილია, რომ მოციქულები ზღვაში ნავით იმყოფებოდნენ. მათ დაინახეს, მაცხოვარი წყალზე ისე მოდიოდა, როგორც დედამიწაზე. ეს იყო უდიდესი სასწაული. ამას ხედავდა ყველა. პეტრე მოციქული ეუბნება უფალს: "უფალო, მიბრძანე, რომ მეც გამოვიარო წყალზე”. მაცხოვარმა – "მოდიო”, გაირა, დაკარგა რწმენა და შეშინდა. შიშის შედეგად დაიწყო ჩაძირვა. აი, როგორი ძალა აქვს რწმენას. რწმენა მუდმივად უნდა ახლდეს ადამიანს, მაგრამ მოციქული იაკობი ამბობს, რომ რწმენა საქმის გარეშე მკვდარია. ამიტომ საჭიროა სარწ-მუნოება და საქმე. როგორ მივაღწიოთ სრულყოფას? რა გზას დავადგეთ იმისათვის, რომ სრულყოფილნი ვიყოთ? – რომ დღეს ვიყოთ იმაზე უკეთესი, ვიდრე ვიყავით გუშინ. საჭიროა სულიერი მოღვაწეობა, ლოცვა და მარხვა. საჭიროა განათლება და ცოდნა”, – განაცხადა ილია მეორემ. პროექტ "წიგნი ყველა სოფელს” ფარგლებში შექმნილი "მოსიარულე ბიბლიოთეკა”, რომელიც სპე-ციალური ავტობუსის სახითაა წარმოდგენილი, დღეს სამების საკათედრო ტაძრის ეზოში გაჩერდა. პატრიარქმა ბიბლიოთეკას "ბიბლია”, "ფსალმუნნი” და "დიდნი საქმენი” გადასცა და საზოგადოებას "მოსიარულე ბიბლიოთეკისთვის” წიგნების გადაცემისკენ მოუწოდა. "ჩვენ გადავწყვიტეთ, შევქმნათ "მოსიარულე ბიბლიოთეკა” – ავტობუსი, რომელსაც ჩვენი ახალგაზრდები ხელმძღვანელობენ. "მოსიარულე ბიბლიოთეკა” ყველა სოფელში, ქალაქში შევა და წიგნებს დაარი-გებენ. მოგმართავთ ყველას, ვისაც შეგიძლიათ, ვისაც გაქვთ ზედმეტი წიგნები გადასცეთ ბიბლიოთეკას. ეს იქნება დიდი დახმარება რომ ხალხმა წაიკითხოს წიგნები, გაიაზროს და გაიგოს მისი შინაარსი”, – ბრძანა ილია მეორემ. "წიგნი ყველა სოფელს” გრძელვადიანი პროექტია და ამჯერად სვანეთის, იმერეთის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და აჭარის რეგიონს მოიცავს. პროექტი რეგიო-ნების სასკოლო და ცენტრალური ბიბლიოთეკების წიგნებით მომარაგებას ისახავს მიზნად. "მოსიარულე ბიბლიოთეკა” სტარტს 14 აგვისტოს აიღებს და პირველად კახეთის რეგიონს ესტუმრება. პროექტი "წიგნი ყველა სოფელს” სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს, ბავშვთა და ახალგაზ-რდობის განვითარების ფონდის, გამომცემლობა "პალიტრა L”-ის, "ვისოლ ჯგუ-ფის”, საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანნის”, ბაკურ სულა-კაურის გამომცემლობის, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის და არასამ-თავრობო ორგანოზაცია "სტუდენტური ერთობის” მხარდაჭერით ხორციელ-დება. პატრიარქმა დღეს ყველა ეს ორგანიზაცია დალოცა და პროექტისადმი მხარდამჭერთა გაზრდა ისურვა. პატრიარქმა ბრძანა, რომ 14 აგვისტოს იწყება მარიამობის მარხვა და მრევლს მიმართა, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ სულიერად გაუძლონ "იმ სიმძიმეებს, დაწოლას, არაწმინდა საქმეებს, რომელიც გარშემო ტრიალებს”. მან მრევლს ლოცვისკენ მოუწოდა.