xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » სხვადასხვა » ბერებს, შესახებ მორჩილებისა
ბერებს, შესახებ მორჩილებისა
28-12-2014, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

ბერებს, შესახებ მორჩილებისა

 

სიტყვა პატერიკიდან იოანე კოლოვზე

 

   ერთხელ ღირსი იოანე კოლოვი მივიდა თავის მოძღვართან, ვისაც თებელს უწოდებდნენ-მისი სავანე ადგილის მიხედვით. მან კი იოა-ნეს დანახვისას აიღო ხმელი ტოტი, ჩაარჭო მიწაში და უთხრა თავის მოწაფეს:

   -აი, შენი მორჩილება: ყოველდღე მორწყე ეს ხე, ვიდრე ნაყოფს არ გამოიღებს.

   იოანემ შეასრულა მასწავლებლის ნება და ორი წლის განმავლობაში რწყავდა ბერის მიერ დარგულ ხეს.

   მესამე წელიწადს ტოტი განედლდა და ნაყოფი გამოიღო. მაშინ ბე-რმა მოწყვიტა ნაყოფი, შეიტანა ეკლესიაში და ძმებს მიმართა:

   -მოდით და იგემეთ მორჩილების ეს ნაყოფი.

   ღირსი მამების-პავლე თებელისა და იოანე კოლოვის ცხოვრებიდან ამ ამბის მოყოლის შემდეგ გკითხავთ, ძმანო: მითხარით, რად მოწ-ყვიტა ღირსმა პავლემ ნაყოფი ოდესღაც მის მიერ დარგულ ხეს, რად წაიღო ეკლესიაში და უჩვენა ძმებს? რას განიზრახავდა ამ საქციელით?

   არ ვიცი, რას მიპასუხებდით ამ შეკითხვაზე, მაგრამ მე თავად ასე მგონია: ღირსმა მამამ ეკლესიაში იმიტომ მიიტანა მის მიერ დარგული ხის გამოღებული ნაყოფი, იმიტომ უჩვენა საძმოს და ამ ნაყოფს იმიტომ უწოდა მორჩილების ნაყოფი, რომ ყველასთვის გაეგებინე-ბინა: მორჩილება ბერისთვის უდიდესი სათნოებაა, სულის მხსნელი ნაყოფი მოაქვს აღკვეცილისთვის და ბერიც მასზე, ვითარცა კიბეზე, ამაღლდება ძლითი ძლად.

   მაგრამ მეტყვით: მართლაც ასეა განა?

   ვნახოთ.

   ღირსი ექვთიმე თესალონიკელი სიჭაბუკეში, ერთ-ერთ მონასტერში ცხოვრებისას, უმდაბლეს მორჩილებას აღასრულებდა. მაგრამ რაგვა-რად აღასრულებდა? ყველას აოცებდა მისი თავმდაბლობა და მოთ-მინება. და რა მოხდა? იგი ამაღლდა ვნებებზე, სულიდან მოწყინება განაგდო, დაიმორჩილა სტომაქი, ენა ალაგმა, სმენა და ხელები გა-ნიწმინდა იმგვარად, რომ ღირსად აღმართავდა მათ სალოცავად, და განამზადა ფეხნი, და უსაყვედუროდ ვლიდა ეზოში უფლისა ჩვენისა. ამასთან, მოიხვეჭა მორჩილი ხასიათი, განგრძობილი გალობის და მთელღამიერი დგომის ჩვევა, განუწყვეტელი ლოცვის, ცრემლების, საღვთო წერილის კითხვის და ხშირი მუხლმოყრის, მკაცრი მარხვის და მტკიცე აზროვნების, გონების გაწმენდის და მისი ზენარე მიმა-რთვის ჩვევა, რის გამოც საღვთო გასხივოსნების და გაბრწყინების ღირსი შეიქნა.

   ამგვარი იყო ექვთიმესთვის მისი მორჩილების ნაყოფი!

  კიდევ მაგალითია: ღირს ათანასე ათონელს, მისი დიდი მოშურნე-ობის გამო, ბერად შედგომის შემდეგ სურდა, მხოლოდ კვირაში ერთ-ხელ მიეღო საზრდო; მაგრამ მისი სულიერი ცხოვრების ხელმძღვა-ნელმა, ღირსმა მიქაელმა რათა წარეკვეთა მისი ნება, უბრძანა, სამ დღეში ერთხელ მიეღო საზრდო და სძინებოდა ჯვალოზე, არა სკამზე, როგორც მანამდე ეძინა. რაკი უწყოდა მორჩილების ჭეშმარიტი ფასი, ათანასე უსიტყვოდ ასრულებდა, რაც დავალებული ჰქონდა. შემდგომ წმინდა ბერმა დააკისრა, სამის მაგივრად ორ დღეში ერთხელ მიეღო მცირედი ხმელი პური და წყალი, ხოლო დიდი მარხვისას ხუთ დღეში ერთხელ ეჭამა, სძინებოდა დამჯდარს, როგორც ადრე, ხოლო კვირა-ობით და საუფლო დღესასწაულებზე ლოცვითა და გალობით ემღ-ვიძარა საღამოდან დღის სამ საათამდე. ათანასე წმინდად აღასრუ-ლებდა თავისი სულიერი მამის ნებას. საძმომ მას მორჩილების ძე უწოდა, ხოლო თავად მორჩილების გზით სამონაზვნო ცხოვრების მწვერვალს მიაღწია.

   აი, რად მიუტანა საძმოს ღირსმა პავლე თებელმა მის მიერ დარ-გული ხის ნაყოფი და რად უწოდა მას ნაყოფი მორჩილებისა! იმი-სათვის, რათა ეჩვენებინა, რომ მორჩილება უდიდესი სამონაზვნო სათნოებაა, მხსნელ ნაყოფს გამოიღებს და ბერი მასზე, ვით კიბეზე, ამაღლდება ძლითი ძლად; ამიტომ, რასაკვირველია, მორჩილება მო-ნაზვნისათვის აუცილებელი რამაა. და ეს მართლაც ასეა. განა შეუ-ძლია ჩვილს უფროსის გარეშე სიარული? ცხადია, არა. ახალაღკვე-ცილი ბერიც ჩვილივითაა. გამოუცდელობით შეიძლება, შავიც თეთ-რად ეჩვენოს და გადასაჩეხიც სწორ გზად მიიჩნიოს. და რამდენი ბერი იღუპებოდა და დაიღუპა ხელმძღვანელის გარეშე, სულიერი ამპარტავნების გამო? მართლაც თვლა არა აქვს მათ რიცხვს. თუნდაც ჩვენი დრო ავიღოთ. შეხედეთ ჩვენს სავანეებს ზაფხულობით. ზაფ-ხულობით მის კარიბჭესთან მუდამ ნახავ ჩამოფლეთილ, მშიერ, მონა-სტრებიდან განდევნილ ბერებს. რის გამო გამოდევნეს ისინი? ლოთო-ბისთვის? ქურდობისთვის? ალბათ, ასეცაა. მაგრამ მათი უმრავლესობა ურჩობის გამო დაისაჯა. ერთხელ მოვისმინეთ რამდენიმე ასეთი გან-დევნილი მონაზვნის საუბარი. რაზე ლაპარაკობდნენ? მხოლოდდა-მხოლოდ თავიანთ ყოფილ მოძღვრებზე, და ყველანაირად ლანძღავ-დნენ და ათრევდნენ მათ. აი, რას ნიშნავს მორჩილების გარეშე ცხოვ-რება!

  ერიდეთ, მონაზონნო, ურჩობას და განმტკიცდით მორჩილებაში. როდესაც ნერგი ჭიგოს ებჯინება და გამოცდილი მებაღე ზრუნავს მასზე, მაშინ იგი უკეთაც იზრდება და მის თანატოლ ნერგებზე ადრეც იძლევა ნაყოფს; ასევე თქვენც, შეუდარებლად იოლად გაივლით გზას სრულყოფილებისკენ, თუკი გამოცდილ ხელმძღვანელს იპოვით და მის სრულ მორჩილებაში იქნებით. ამინ.

 

 

„სვინაქსარი". ტომი I. 



  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine