xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » სხვადასხვა » რად უნდა გვიყვარდეს ჩვენი მტრები და რატომ უნდა ვილოცოთ მათთვის
რად უნდა გვიყვარდეს ჩვენი მტრები და რატომ უნდა ვილოცოთ მათთვის
27-12-2014, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

რად უნდა გვიყვარდეს ჩვენი მტრები და რატომ უნდა ვილოცოთ მათთვის

 

 

წმინდა მოციქულისა და პირველმოწამის არქიდიაკვან სტეფანეს ხსენება

 

   ჩვენ უნდა გვიყვარდეს მტრები და ვილოცოთ მათთვის.

 რადაა ასე? უპირველესად, იმიტომ, რომ უფალმა მოგვცა მცნება, გვიყვარდეს ისინი. გიყუარდედ, ამბობს უფალი, მტერნი თქუენნი და აკურთხევდით მწყევართა თქუენთა და კეთილსა უყოფდით მო-ძულეთა თქუენთა და ულოცევდით მათ, რომელნი გმძლავრობდენ თქუენ და გდევნიდენ თქუენ (მათ. 5,44).

   მეორეც, ჩვენ უნდა შევიყვაროთ ჩვენი მტრები წმინდა მოციქულ პავლეს მცნებით, რომელიც გვასწავლის: აკურთხევდით მდევართა თქუენთა; აკურთხევდით და ნუ სწყევთ. და ნუვის ბოროტსა ბო-როტისა წილ მიაგებთ; წინაჲსწარ განიზრახევდით კეთილსა წინაშე ყოველთა კაცთა თანა მშჳდობასა ჰყოფდით... არამედ ჰშიოდის თუ მტერსა შენსა, პური ეც მას და სწყუროდის თუ, ასუ მას... ნუ იძლევი ბოროტისაგან, არამედ სძლიე კეთილითა მით ბოროტსა მას (რომ. 12,14. 17-21).

   მესამეც, ჩვენ მტრები უნდა გვიყვარდეს იმიტომ, რომ მათ მიმართ სიყვარული უმთავრესი პირობაა იმისა, რომ ჩვენც შეგვინდოს უფა-ლმა და თავის სამსჯავროზე არ გაგვახსენოს ჩვენი ცოდვები. უკუე-თუ, გვესმის მისგან, მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქუენცა მამამან თქუენმან ზეცათამან. ხოლო უკუეთუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი მათნი, არცა მამამან თქუენმან მოგიტევნეს თქუენ შეცოდებანი თქუენნი (მათ. 6,14-15).

   მეოთხეც, დაბოლოს, იმიტომ უნდა გვიყვარდეს მტრები, რომ, თუკი მათი სიყვარული არ დაევალებინა ღმერთს ჩვენთვის, მაშინ მიწაზევე ვიცხოვრებდით ისე, ვით ჯოჯოხეთში; რამეთუ ბოროტების შეჩერება ბოროტებით შეუძლებელია და მას მხოლოდ სიკეთე თუ შეაჩერებს და აღკვეთს.

  ახლა ის ვთქვათ, რად უნდა ვილოცოთ მტერთათვის. მათთვის ლოცვას გვასწავლის თავად უფლისა და მის წმინდანთა ქცევა.

   უფალი ჯვარზე ვნების ჟამს მამას ასე მიმართავდა: (ლუკ. 23,34). ხოლო წმინდა არქიდიაკონი სტეფანე, ვისაც ქვით ქოლავდნენ, ღაღა-დებდა: უფალო იესო ქრისტე, შეივედრე სული ჩემი. უფალო, ნუ შეურაცხ ამათ ცოდვასა ამას (საქმ. 7,59-60). ამგვარად, უფალიც, მისი წმინდანნიც გვასწავლიან, გვიყვარდეს ჩვენი მტრები და ვილოცოთ მათთვის. მაშ, გვახსოვდეს მტერთა სიყვარულის მცნება ღმერთისგან და მათი შენდობისთვის თავად ჩვენთვის შენდობის მოძღვნის და-პირება. ნუ დავმარცხდებით ბოროტისაგან, არამედ კეთილით და-ვამარცხოთ ბოროტი. ამასთან, ცხადია, ვილოცოთ მტერთათვის და შევთხოვოთ უფალს, რომ მან თავისი მადლით მოარბილოს მათი გულები და სიავისა და შურისძიების სურვილის ნაცვლად მშვიდობა და ჩვენდამი სიყვარული ჩაუნერგოს. და ყველანი, ჩვენც, ისინიც - ერთნი ვიქნებით ქრისტეში, ამინ.

 

„სვინაქსარი". ტომი I. 

 

 



  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine