xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » სხვადასხვა » უფალი განსაკუთრებით მოწყალეა გულწრფელად მონანიე და ცოდვების კეთილი საქმეებით გამოსწორებული ცოდვილებისადმი
უფალი განსაკუთრებით მოწყალეა გულწრფელად მონანიე და ცოდვების კეთილი საქმეებით გამოსწორებული ცოდვილებისადმი
26-12-2014, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

უფალი განსაკუთრებით მოწყალეა გულწრფელად მონანიე და ცოდვების კეთილი საქმეებით გამოსწორებული ცოდვილებისადმი

 

 

სიტყვა შესახებ იმისა, რომ ცილისწამებას არ უნდა ვიჯერებდეთ

 

   წმინდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველი გვასწავლის: უკუეთუ აღვიარნეთ ცოდვანი ჩუენნი, სარწმუნო არს და მართალ, რაჲთა მოგჳტევნეს ჩუენ ცოდვანი ჩუენნი და განმწმინდნეს ყოვლისაგან სიცრუვისა (1 იოან. 1,9). რას ნიშნავს ეს სიტყვები? იმას, რომ თუკი ჩვენ გულწრფელად მოვინანიებთ ცოდვებს, უფალი შეგვინდობს და ჩვენს გულს ცოდვილი სიბილწისგან გაწმენდს.

   მართალია?

  მავანი ეპისკოპოსი არ სწყალობდა ცილისმწამებლებს. ერთხელ მა-სთან მდაბიორნი მივიდნენ, მიუთითეს ორ დედაკაცზე და დაიწყეს ჩივილი, რომ ეს ქალები სასიკვდილო ცოდვებს სჩადიან. ეპისკოპო-სმა, ვიდრე ბრალდებულებს დასჯიდა, შესთხოვა ღმერთს, რომ ჭეშ-მარიტება ეჩვენებინა მისთვის. შემდგომ, როდესაც ლიტურგიის დრო მოვიდა, უბრძანა ყველას, ვინც ეკლესიაში იმყოფებოდა, ზიარებოდ-ნენ წმინდა საიდუმლოს. იწყეს მოსვლა მაზიარებლებმა. მათგან ცოდვილებს სახე ჰქონდათ ბნელი და ქუში, ხოლო მართალთ-სუფთა და ნათელი. მოახლოვდა ორი დედაკაციც, ვისაც სასიკვდილო ცოდ-ვებში სდებდნენ ბრალს-სუფთა და ნათელი თვალები ჰქონდათ, თეთრი სამოსი ეცვათ; და როდესაც ეზიარნენ, პირსახე მზესავით გაუსხივოსნდათ. ეპისკოპოსი საგონებელს მიეცა, არ იცოდა, როგორ აეხსნა ნანახი; და შესთხოვა ღმერთს, რომ შეწეოდა გადაწყვეტილების მიღებაში. მაშინ გამოეცხადა მას უფლის ანგელოზი და უთხრა:

   -მკითხე ყველაზე, ვინც ეზიარა შენთან, და მე გეტყვი, რაც საჭიროა.

   ეპისკოპოსმა ჰკითხა:

   -მართალია, რომ ის ორი ქალი სასიკვდილო ცოდვებს სჩადიოდა?

   -მართალია, - მიუგო ანგელოზმა.

  -მაშინ როგორ მოხდა, რომ ზიარებისას სახეები მზესავით გაუსხი-ვოსნდათ? - შეედავა ეპისკოპოსი.

   ანგელოზმა მიუგო:

   -შეცოდების შემდეგ ისინი მალევე მოეგნენ გონს, მოთქვამდნენ და გოდებდნენ მათ მიერ ჩადენილი სიავის გამო, დაიწყეს მოწყალების გაცემა, გულწრფელად თქვეს აღსარება და აღთქმა დადეს, აღარ შეს-ცოდონ. ამის გამო შეუნდო მათ ღმერთმა და ახლა ცხოვრობენ ისინი უბიწოდ და მართლად.

   გაოცდა ეპისკოპოსი და წამოიძახა:

  -გასაოცარია ამ დედაკაცებზე უფლის ამგვარი წყალობა, არათუ შე-უნდო მათ, არამედ უდიდესი მადლის ღირსიც გახადა!

   ანგელოზმა მიუგო:

   -ნუ გაოცდები. კეთილი და კაცთმოყვარეა ჩვენი უფალი და გულ-წრფელად მონანიეთ და ცოდვათაგან განდგომილთ არათუ შეუნდ-ობს, არამედ პატივსაც მიაგებს.

   ჭეშმარიტად, გულუხვი და მოწყალეა უფალი, მრავლისმომთმინე და გულმოწყალე! არც საბოლოოდ განრისხდება, არცთუ უკუნისამდე გმტრობს! ამიტომ, ცოდვილნო, ნუ დააყოვნებთ, გაეჩქარეთ გულმოწ-ყალე ღმერთისკენ და იგი უეჭველად შეგინდობთ, თქვენს დანაშა-ულს თავისი უსაზღვრო სიკეთთ დაფარავს და მადლს მოგფენთ მშველელად. იგი ყველაზე უძლიერეს ნებაზე უმტკიცესია და, ეჭვი არაა, ბოროტებასთან ბრძოლაში გამარჯვებას ჩვენ მოგვანიჭებს. ამინ.

 

„სვინაქსარი". ტომი I. 



  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine