სიტყვა მამისა ჩვენისა ღირსი ნიკოლოზ მონაზვნისა, ყოფილი მეომრისა
როდესაც, ძმანო, სამხედრო სამსახურში გაწვევის დრო დგება, ჩვეუ-ლებრივ, უმეტესობა მათი, ვინც სამსახურისთვის ემზადება, მეტად უღირსად ატარებენ დროს. ყველგან ლოთობა, მღერა, მუშტი-კრივი, ათასგვარი უკეთურება შეიძლება დავინახოთ ან გავიგონოთ. ეს დრო-სტარება დღემდე მუდამ ისეთი საყოველთაო იყო, რომ ანდაზადაც კი გადაიქცა. „წვეულივით ატარებს დროსო." - იტყვიან ადამიანზე, ვინც გარყვნილებაში ეფლობა. ძმანო, ვინც მეფისა და სამშობლოს სამსახუ-რისთვის ემზადებით! განა ამგვარი ქცევა შეგფერით? განა თქვენი სამსახური საღვთო საქმე არ არის? ჭეშმარიტად ასეა. ხოლო იქ, სადაც საღვთო საქმე კეთდება, რა ესაქმება დროსტარებას, სიბილწეს, ავსუ-ლების მსახურებას? არა, ძმანო, იქ დიდი მოწიწებითა და ღვთისმო-შიშებით უნდა მივდიოდეთ, რადგანაც ნათქვამია: (იერ. 48,10). გახ-სოვდეთ ისიც, რომ სამხედრო სამსახურში ჩადგომისას სიცოცხლეს აგდებთ საფრთხეში; დღეს არა და ხვალ მტერთან შესაბმელად შეიძ-ლება გაგგზავნონ, და თქვენი სიცოცხლე სათუო იქნება. და თუკი ასეა, ნუთუ ფიქრობთ, რომ ღმერთი დაგიფარავთ, თუკი თქვენ მის დი-დებას შეურაცხყოფთ ქრისტიანისთვის შეუფერებელი საქციელით? არა, ძმანო, თუკი გსურთ, ომში ცოცხალი დარჩეთ და საღ-სალამათი დაბრუნდეთ შინ, კდემით იცხოვრეთ, დათრგუნეთ ბილწი ვნებები, გულში ღვთის შიში იქონიეთ. თუკი ასე არ იქმთ, ნუ ელით ღმერთის წყალობას.
ღირსი ნიკოლოზი, ვისაც წმინდა ეკლესია დეკემბრის 24-ე დღეს მოისხენიებს, მონაზვნად აღკვეცამდე ბერძნულ ჯარში მსახურობდა. ღვთისმოშიში ადამიანი იყო, კეთილმორწმუნე, კდემამოსილი, რაც საქმითაც დაამტკიცა. როდესაც ბულგარელთა წინააღმდეგ ლაშქრო-ბაში მონაწილეობდა, ერთხელაც ღამისსათევად სასტუმროში გაჩერ-და, ხოლო სასტუმროს მეპატრონის ქალიშვილმა მისი ცდუნება მო-ინდომა. ჯარისკაცმა დასძლია საკუთარ თავში ბილწი ვნება, ქალს აუხსნა მისი საქციელის სისაძაგლე და გადაათქმევინა ცოდვის ჩა-დენა. ბოლოს კი უთხრა:
-განა ვერ ხედავ, რომ სისხლისმღვრელი ბრძოლა მიდევს წინ? და-ფიქრდი: შემიძლია განა, შევიბილწო თავი და ღმერთი განვარისხო? გამშორდი.
შემდეგ წამოდგა საწოლიდან, ილოცა და გზას გაუდგა. მომდევნო ღამეს ამგვარი რამ ესიზმრა: იხილა თავი ერთ წარმტაც ადგილას, გვერდით ედგა ძლიერი და დიდებული მამაკაცი, რომელმაც უთხრა:
-მიმოიხედე და მითხარი, რას ხედავ?
-ჰოი, უფალო, - მიუგო ნიკოლოზმა, - ერთ მხარეს ვხედავ, რომ ბერ-ძნები ბულგარელებს ჩეხავენ.
-ახლა მეორე მხარეს გაიხედე, - უთხრა მოვლენილმა, - იქ რაღა ჩანს?
-იქ კი ბულგარელები ჩეხავენ ბერძნებს, - მიუგო ნიკოლოზმა. ამის შემდეგ ბრძოლა თითქოს დასრულდა, და მოვლენილმა განაგრძო:
-ყურადღებით დააკვირდი ბრძოლის ველს: ვერაფერს ხედავ განსა-კუთრებულს?
ნიკოლოზი დააკვირდა და დაინახა, რომ მთელი მიწა უსიცოცხლო სხეულებით იყო ერთიანად დაფარული, ხმოლოდ ერთგან მოჩანდა სიცარიელე, მაგრამ იმდენად მცირე, თითქოს მხოლოდ ერთი ადამია-ნისთვის იყო დატოვებული. მოვლენილმა უთხრა:
-რას ფიქრობ ამის თაობაზე?
-უვიცი და ბრიყვი ვარ, უფალო, ვერაფერი გამიგია, - უპასუხა ნიკო-ლოზმა.
მან კი უთხრა:
-მკვდრებს შორის ცარიელი ადგილი-შენი ადგილია. იქ უნდა წოლ-ილიყავი სხვებთან ერთად, მტერს შენც რომ მოეკალი. მაგრამ რაკი გასულ ღამეს უბიწოება შეინარჩუნე და მრუშობის გველი დაამარცხე, ამით სიკვდილი აირიდე და ხორცთან ერთად სულიც გადაირჩინე.
ხილვა დასრულდა. მალე შემდგომ ამისა ბერძნებსა და ბულგარე-ლებს შორის სასტიკი ბრძოლები გაიმართა. თავდაპირველად თით-ქოს ბერძნები იმარჯვებდნენ, მაგრამ შემდეგ ბულგარელებმა შემოუ-ტიეს და მრავალი ბერძენი დახოცეს; სიკვდილს სულ მცირედნი გადაურჩნენ. გადარჩენილთა შორის იყო ნიკოლოზიც. მან მადლი შესწირა უფალს გადარჩენისთვის, დაიტირა დაცემული ამხანაგები, შემდეგ კი მონასტერში დასახლდა და მთელი დარჩენილი სიცოცხლე ღვთის მსახურებაში გაატარა.
აი, ძმანო, მაგალითი იმისა, როგორ უნდა იქცეოდეს ჭეშმარიტად ქრისტემოყვარე მეომარი! ამიტომ, ხსენებული წმინდანის მსგავსად, რათა სამსახურში გაწვევისას და თვით სამსახურის დროს თავიარ გაისვაროთ ბილწი საქმეებით, ხშირად შეეკითხეთ საკუთარ თავს: რისთვის ვემზადები? რა საქმეზე მივეშურები? რა მელის? განა უნდა წავიბილწო, თუკი დღეს არა და ხვალ შეიძლება სიკვდილს შევხვდე? ამარიდებს თუ არა სიკვდილს უფალი, თუკი ჩემი ცხოვრებით გან-ვარისხებ მას? და, თუკი მოვკვდები, რა პირით წარვუდგები ღმერთს?
ამგვარი შეკითხვებით მოიზღუდეთ თავი ცოდვებისგან და სათ-ნოებით იცხოვრეთ. მაშინ, უეჭველია, ღვთის წყალობა იქნება თქვენ-ზე. ამინ.
„სვინაქსარი". ტომი I.