xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » სხვადასხვა » ნუ გადადებ მონანიებას დღიდან დღემდე
ნუ გადადებ მონანიებას დღიდან დღემდე
20-12-2014, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

ნუ გადადებ მონანიებას დღიდან დღემდე

 

როდესაც წმინდა იოანე ოქროპირი პატრიარქად დაადგინეს კონსტანტინეს ქალაქში, იგი უპირველესად სინანულის სწავლებას შეუდგა

 

   ზოგიერთი ცოდვილი, ან სულის ხსნის საქმეში უკიდურესად ზარ-მაცი ადამიანი, ან ისინი, ვინც უკვე ბოროტების სიღრმეში ჩაფლუ-ლან, სრულიადაც არ ზრუნავენ გამოწორებაზე, არამედ ამბობენ: რა ვქნა! არ დავდივარ ეკლესიაში, არ ვინანიებ, არ ვეზიარები იმ მიზე-ზით, რომ უდიდეს ცოდვილად მიმაჩნია თავი და ღირსი არა ვარ, უფლის ტაძარში შევიდე. ძმანო, სამართლიანია თუ არა ცოდვლითა ამგვარი თავისმართლება? იცოდეთ, რომ სრულიად უსამართლოა. რადგანაც ამის თქმა ნიშნავს, არ გჯეროდეს ღვთის გულმოწყალების, რომელიც უსაზღვროა მონანიე ცოდვილთა მიმართ და რომელიც სულ მოკლე ხანში შეცვლის მის რისხვას წყალობად.

  მაშ, დაე, ნუ ამბობენ ასე ცოდვილნი, არამედ დაუყოვნებლივ ეახლონ ღმერთს ცრემლითა და პატიების ვედრებით, და უფალი შეუდობს მათ.

  აი, რას ეუბნება ამგვარ ცოდვილებს წმინდა იოანე ოქროპირი ქრისტეშობის დღესასწაულის წინ წარმოთქმულ სიტყვაში:

  დღესასწაული მოდის, ძმანო, ქრისტეშობა გვიახლოვდება და და-ვიწყებ სიტყვას იმით, რომ მოგიწოდებთ, განიწმინდოთ ცოდვათაგან და წმინდა საიდუმლოს მიეახლოთ. ნუვინ მეტყვის, ვარო ცოდვებით სავსე, ხოლო მონანიებისთვის დრო მცირე მაქვსო მეტად. პატიები-სთვის საკმარისია ბოლო ხუთი დღეც დღესასწაულის წინ, თუკი ამ ხუთი დღის განმავლობაში გულწრფელად მოვინანიებთ, ვიმღვიძა-რებთ და ვიმარხულებთ, და შევიძულებთ ჩვენს ცოდვებს. დროის სიმოკლეს კი ნუ დავხედავთ, უფლის კაცთმოყვარებას მივენდოთ. მხოლოდ სამ დღეს ინანიებდნენ ნინევიელნი, მაგრამ ამ სამ დღეშიც აიშორეს უფლის რისხვა. ქრისტესთან მისულმა მეძავმა ერთ საათში ჩამოირეცხა ცოდვები, რადგანაც რწმენით მიეახლა და ცრემლებით განუბანა მაცხოვარს ფეხები. შენც ცოდვებს სათნოებანი დაუპირის-პირე და შენდობილი იქნები. ძარცვავდი? შენგან დაჩაგრულებს მიეცი ნაძარცვი და საკუთარიც ზედ მიურთე. უთხარი უფალს ზაქეს მსგავსად: აი, უფალო, ერთი ოთხად ვაბრუნებ იმას, რაც სხვისთვის წამირთმევია. თუკი ენით სცოდავდი, მაშინ ახლა წმინდა ლოცვები აღავლინე და შეუნდე შენს მაწყევართ და მგმობელთ. და თუკი ასე მოიქცევი და ცრემლით შეინანებ, მაშინ მოსანანიებლად ბევრი დრო არც დაგჭირდება და შესაძლოა, ერთ დღეშიც კი მიიღო შენდობა.

   ამგვარად, - ასრულებს სიტყვას წმინდა ოქროპირი, - გევედრებით, მიატოვეთ პირფერობა და სიმუხთლე და შეიყვარეთ სათნოება; დააგდეთ ბოროტება და აღთქმა დადეთ, ამიერიდანაც არ ჩაიდინოთ ბოროტი, და ამგვარი საქციელი საკმარისი იქნება, რათა მიიღოთ შენდობა ღვთისა. მე კი მოწმე ვარ და თავდებად გიდგებით, რომ ღმერთი ჭეშმარიტად შეგინდობთ, თუკი თქვენ დაუყოვნებლივ მი-ატოვებთ შეცოდებას.

   რა შეიძლება დაემატოს მსოფლიო მოძღვრის ამ სიტყვებს და ჩვე-ნგან რაღა დავურთოთ თქვენს შესაგონებლად? გეტყვით, რომ საჩქა-როდ ეახლოთ ღმერთს ცრემლითა და შენდობის ვერდებით, და უფალი შეგინდობთ და გაამთელებს თქვენს ცოდვისმიერ იარებს. როგორც ხედავთ, იგი უსაზღვროდ მოწყალეა გულწრფელად მონანი-ეთა მიმართ და ყოველთვის შეუნდობს მათ, როგორც შეუნდო პეტრეს, მეძავს, მის ფეხებთან ცრემლს რომ ღვრიდა, კეთილგონიერ ავაზაკს და სხვათაც, აურაცხელად მრავალს, ცრემლით მონანულთ და გამოსწო-რების აღმთქმელთ. ხოლო მონანიების გადადება ცოდვაცაა და სა-ხიფათოცაა. ვინ გითხრა, რომ კვლავაც გექნება მონანიების და გა-მოსწორების დრო? საიდან იცი, თუ როდის მოგიწოდებს უფალი სამსჯავროზე? ვინ დაგაჯერა, რომ მერე და მერე გამოსწორდები და არ დაურთავ ცოდვას ცოდვაზე? არავინ, ცხადია, და ამიტომაც ფრთხი-ლად იყავი. იღჳძებდით უკუე, ამბობს უფალი, რამეთუ არა იცით, რომელსა ჟამსა უფალი თქუენი მოვიდეს (მათ. 24,42). და სხვაგანაც: არამედ იხილეთ და მღჳძარე იყვენით, და ილოცევდით, რამეთუ არა იცით, ოდეს იყოს ჟამი იგი... იღვიძებდით უკუე, რამეთუ არა იცით, ოდეს-იგი უფალი სახლისაჲ მოვიდეს: მწუხრი ანუ შუა ღამეს ანუ ქათმისა ჴმობასა ანუ განთიად; ნუუკუე მოვიდეს მეყსეულად და გპოვნეს თქუენ მძინარენი (მარკ. 13,33. 35-36).

   იყავით, კვლავაც გეტყვით, ფრთხილნი, და ისწრაფეთ ღმერთისკენ. თუ არადა, ვაი თქვენ, როდესაც ჩაგესმებათ მისი მრისხანე ხმა: (მათ. 25,12). ჰოი, აგვაშორე ეს, უფალო! ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი I. 



  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine