xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » სხვადასხვა » მოწყალების გაღება და გულმოწყალება ცოდვილებს მართლებად ხდის და წმინდანობამდე აღამაღლებს
მოწყალების გაღება და გულმოწყალება ცოდვილებს მართლებად ხდის და წმინდანობამდე აღამაღლებს
19-12-2014, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

მოწყალების გაღება და გულმოწყალება ცოდვილებს მართლებად ხდის და წმინდანობამდე აღამაღლებს

 

წმ. მოწამე ბონიფატეს ხსენება

 

   სიტყვა უფლისა და წმინდა მამანი გვასწავლიან, რომ მოწყალების გაღება და გულმოწყალება ადამიანისთვის დიდი სიკეთის მომტანია. იაკობ მოციქული გვასწავლის: (იაკ. 2,13). ტობია თავის ძეს ეუბნება: მოწყალება სიკვდილისგანაც იხსნის კაცს და ბნელს აარიდებს (ტობ. 4,10).

   ნეტარი ავგუსტინე შენიშნავს: გეენიის კარიბჭის წინ დგას გულ-მოწყალება და არავის ანებებს ბნელში ჩავარდნას. დაბოლოს, იოანე ოქროპირიც ამბობს: მოწყალება ტახტის წინაშე დგას, არათუ ვინმეს მფარველობს, არამედ თავად მსაჯულის მრჩეველია და ბრალეულს შეიწყალებს. ამგვარად გვმოძღვრავს უფლის სიტყვაც და წმინდა მა-მანიც იმ სიკეთეთა შესახებ, რაც ადამიანისთვის მოწყალების გაცემას მოაქვს. მაგრამ, ჩვენი აზრით, ისინი ყველა სიკეთეს არც ჩამოთვლიან. არსებობს კიდევ განსაკუთრებული უმაღლესი სიკეთენი, ადამიანზე მისი გულმოწყალების შედეგად მოწეული. იცოდეთ, რომ მოწყალების გაღება და გულმოწყალება ცოდვილებსაც ამართლებს და წმინდანო-ბამდე აღამაღლებს მათ. ამას ახლავე დაგიდასტურებთ შემდეგი ამ-ბით:

   წმინდა მოწამე ბონიფატე, რომლის ხსენების დღესასწაულს წმინდა ეკლესია 19 დეკემბერს აღნიშნავს, ლოთი გახლდათ, როგორც ამას მისი ცხოვრება მოწმობს. მაგრამ ამ ნაკლის მიუხედავად გულმოწყალე იყო, მწირთა შემფარებელი, და არაფერს ინანებდა იმისათვის, რომ გულუხვად დახმარებოდა გაჭირვებულს. იგი იყო მონა მავანი მდი-დარი ქალბატონისა, სახელად აგლაიდასი. ქალბატონიც აგრეთვე მოწყალე და კაცთმოყვარე გახლდათ. ერთხელ მან უთხრა ბონიფატეს:

   -გაემგზავრე აღმოსავლეთს, სადაც წმინდანები იტანჯებიან, და მომიტანე მათი წმინდა ნაწილები, რათა შემწედ და მხსნელად გვეყოს ისინი.

   ბონიფატემ გაიღიმა ამ სიტყვებზე და ჰკითხა:

   -და თუკი ჩემს სხეულს მოგიტანენ, მიიღებ მას? - ქალბატონმაც გა-იცინა მის სიტყვებზე და ლოთი უწოდა; მაგრამ განზრახვა არ შე-უცვლია, მისცა ბონიფატეს მრავალი ოქრო და გაგზავნა კილიკიაში, სადაც წმინდანნი ეწამებოდნენ ქრისტესთვის. კილიკიას ჩასული ბონიფატე მეომართა უფროსს ეახლა, ქრისტიანად აღიარა თავი და ამის გამო მრავალ სატანჯველს მიეცა, საბოლოოდ კი მახვილით განიგმირა. ბონიფატეს ქალბატონის მონებმა, რომლებიც მის წამებას ესწრებოდნენ, აიღეს მისი ცხედარი და თავიანთ ქალბატონს მიუ-ტანეს. მან სიხარულით მიიღო წამებულის ცხედარი, მრავალი პატივი მიაგო და თავის სახლში დაკრძალა. მოწამის საპატივცემულოდ კი ააშენა მისი სახელობის ეკლესია და, ნათქვამია, შემდეგ, გაასრულა რა ღირსი და ღვთის სათნო ცხოვრება, მშვიდობით მიაბარა სული უფ-ალს.

   ამგვარად, ნამდვილად, ძმანო, მოწყალება სასწაულებს ახდენს, ცო-დვილებს მართლებად ხდის და ზოგჯერ წმინდანობამდეც აღამაღ-ლებს მათ. ხოლო აქედან რა უნდა შევიგნოთ? ის, რომ მოწყალენი უნდა ვიყოთ და ქველმოქმედებას მივდიოთ. რაგვარს? სამართალი გაუჩინე ქვრივს, გვასწავლის უფლის სიტყვა, გაიკითხე უპატრონო, შეეწიე გაჭირვებულს, დაიცავი ობოლი, შემოსე შიშველი, იზრუნე ბეჩავზე და სუსტზე, ნუ დასცინებ კოჭლს, უმწეო დაიცავი, იხილოს ბრმამ ჩემი დიდება... სადაც კი მკვდარი ნახო, საფლავის ნიშანი აღუმართე და პირველ ადგილზე დაგსვამ ჩემი აღდგომის ჟამს (3 ეზრ. 2,20-30).

   სწორედ ამგვარად მოიქეცით, ძმანო, რათა გახდეთ ცათა სასუფ-ევლის მემკვიდრენი. ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეი-წყალნენ. ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი I. 



  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine