xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » სხვადასხვა » ქრისტიანი მასწავლებელი ყველა ვერ იქნება
ქრისტიანი მასწავლებელი ყველა ვერ იქნება
18-12-2014, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

ქრისტიანი მასწავლებელი ყველა ვერ იქნება

 

 

 

სიტყვა, თქმული პანდოკისა კეთილმეტყველების შესახებ

 

   ბოლო დროს განსაკუთრებით მომრავლდნენ ისინი, ვინც-ნაწილო-ბრივ ანგარების ნაწილობრივ უმეცრების მიზეზით, ან იქნებ სული-ერი ამპარტავნების გამო-საეკლესიო სწავლებას ჰკიდებენ ხელს და ამისგან მეტად მწარე ნაყოფს იმკიან. ამგვარი არამკითხე მასწავლებ-ლები მეტწილად ამახინჯებენ საეკლესიო დოგმატებს, ღვთის სიტყვას უაზროდ განმარტავენ, წმინდანთა ცხოვრებას ისე ცვლიან, რომ არც კი იცნობა, და ამით, გარდა იმისა, რომ თავად სჩადიან სასიკვდილო ცოდვას, სხვებსაც ამგვარსავე ცოდვაში ითრევენ. რა უნდა ვუთხრათ ასეთებს? აი, რა: მანამ, ვიდრე სხვებს დაუწყებდნენ სწავლებას, მოისმინონ იმის შესახებ, ყველა ჩვენგანს შეუძლია თუ არა, მოძღვარი იყოს, და ყველა შეძლებს თუ არა, თავისი სწავლებით სხვებს სარგებელი მოუტანოს.

   ეკლესიის სწავლება ამბობს: კეთილი სიტყვა კეთილი გულიდან მო-დის; ხოლო ვისაც გული უწმინდური აქვს, მას არც მართალი სწავ-ლება შეუძლია და მის სიტყვებს უნდა გავურბოდეთ, რადგანაც ისინი მავნებელია, წმინდა სულის მადლს მოკლებული... ვისთვისაც უფალს მასწავლებლობის ნიჭი არ მიუმადლია, იგი დაე დუმდეს და ნუ დააფრქვევს ფუჭ სიტყვებს, რათა არ დაიგმოს უფლის თვალში. ცოდ-ვილს უთხრა უფალმა: რაისათჳს-მე მიუთხრობ შენ სამართალთა ჩემთა და აღიღებ აღთქუმასა ჩემსა პირითა შენითა? შენ ეგერა მოიძულე სწავლულებაჲ და განიშორენ და განსთხიენ სიტყუანი ჩემნი (ფსალმ. 49, 16-17).

   საეკლესიო შეგონების ამ სიტყვებიდან ცხადი ხდება, რომ ყოველ ჩვენგანს არ შეუძლია, იყოს სხვათა მასწავლებელი, და ყოველი ჩვენგანი არაა მოწოდებული საეკლესიო სწავლებისათვის. და ეს, ძმანო, ხომ მართალზე უმართლესია! შეხეთ თვითნება მასწავლებ-ლებს-უმეცრებს, ვინც დღეს ესოდენ მრავლად გამოგვიჩნდნენ. რას დაინახავთ? დაინახავთ ურიცხვ ტყუილს, ცდუნებას, ანგარებას, დაინახავთ აბუჩად აგდებას მიამიტი, საბრალო, უმწეო ხალხისას. მოდის, მაგალითად, ამგვართან საბრალო, უბედური, ავადობით გაწა-მებული ქალი. თვითმარქვია-მოძღვარმა ლამისაა, ძვლები დაამტვ-რიოს მას, ყურში კი სრულიად შეშლილ სიტყვებს ჩასჩურჩულებს, და სულ ესაა ყველაფერი: მკურნალობაც, დამოძღვრაც, ნუგეშისცემაც. ან წამოიწყებს ამგვარი მოძღვარი ქადაგებას. კვლავ ამახინჯებს წმინდა წერილს, კვლავ უაზრო სიტყვებს ისვრის, აძაგებს ეკლესიასა და სულიერ მოღვაწეებს, ამას ერთვის წამოძახილები და გულში მუშტის ცემა, აგრეთვე სხვა, ხშირად დაუშვებელი და მაცდური მოძრაობები. ეს რანაირი მასწავლებელი და მოძღვარია? არა, ეს მხოლოდ ცრუმას-წავლებელი და სულიერი მწვალებელი გახლავთ.

   ერიდეთ, ძმანო, ასეთებს, და თავადაც არასოდეს დაიჩემოთ მას-წავლებლობა, რადგან მხოლოდ ქრისტეა ყოველი ჩვენგანის ერთად-ერთი მასწავლებელი. ხოლო თქვენ, ცრუ-მასწავლებლებო, გეშინოდ-ეთ ღვთის საშინელი სამსჯავროსი და მიატოვეთ სულიერი მკრეხე-ლობა. თორემ გახსოვდეთ, ხართ ისინი, რომელთა სასჯელი არა დასცხრების და წარსაწყმედელსა მათსა არა ჰრულის (2 პეტრ. 2,3). ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი I. 


 



  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine