ძალიან მომენატრა საქართველო და ძალიან მომენატრეთ თქვენ, - ამ სიტყვებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გუ-შინ საღამოს, სამების ტაძარში შეკრებილ მრევლს მიმართა, რომელიც პატრიარქს გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ ტაძარში დახვდა.
პატრიარქმა ტაძარი მოილოცა, შეკრებლები დალოცა და მრევლს მცირე ქადაგებით მიმართა. "ძალიან მომენატრა საქართველო და ძა-ლიან მომენატრეთ თქვენ, მე ვგრძნობდი თქვენს ლოცვებს, ღმერთმა დაგლოცოთ", - მიმართა მათ უწმინდესმა. ტაძრის მოლოცვის შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქმა ტაძარი დატოვა და საპატრიარქოში გაემგ-ზავრა.