xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » სხვადასხვა » ახალგაზრდა ბერებს შესახებ იმისა, თუ როგორ უნდა მოიქცნენ, სული რომ გადაირჩინონ
ახალგაზრდა ბერებს შესახებ იმისა, თუ როგორ უნდა მოიქცნენ, სული რომ გადაირჩინონ
15-12-2014, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

ახალგაზრდა ბერებს შესახებ იმისა, თუ როგორ უნდა მოიქცნენ, სული რომ გადაირჩინონ

 

შეგონება მამა მოსეს სიტყვიდან, ამბა პიმენს რომ გაუგზავნა

 

   ხშირად ხდება ხოლმე, რომ ახალგაზრდა, გამოუცდელ ბერებს გაი-ტაცებთ მსჯელობა სულის ხსნის საკითხებზე და ნებაზე მიუშვებენ თავის მგზნებარე წარმოსახვას. ერთნი ამათგან სასწაულებს ეძიებენ, მეორენი ღვთის სიტყვასა და წმინდა მამათა წერილებს საკუთარი შეხედულებისამებრ განმარტავენ, სხვანი კიდევ რწმენის საკითხებზე უსარგებლო დავაში ებმებიან ფიცხ და გონებადაუმჯდარ ადამიანებ-თან. და რა გამოდის აქედან? ის, რომ ამგვარი ბერები მოწამლულ თევზებს ემგვანებიან, ხშირად ჭკუას გადასცდებიან და ქვეყნის სასა-ცილო ხდებიან. რით შევაგონოთ ამგვარნი, რა ვუთხრათ მათ? მარტი-ვად ვუთხრათ: გჯეროდეს გულის მიამიტობის, ნუ ფილოსოფოსობ და სხნას მოიპოვებ. გვკითხავენ: რა ვაკეთოთ? მივუგებთ: აი, რა:

   ღირსი მოსე ამბობს: გაურბოდე ცოდვას, და გექნება იმედი, მშვი-დად შეხვდე აღსასრულის ჟამს. შეიძულე ამა სოფლის ფუჭი სიტყ-ვები, და გული შენი უფალს იხილავს. შეიყვარე ხშირი ლოცვა, და გაგინათლდება გული. ნუ ჭამ ბევრს, და გული არ წაგებილწება. ენა შენი ავისგან დაიოკე, და ღვთის შიში ჩასახლდება შენში. ბეჯითი იყავი გარჯაში, ლოცვასა და გალობაში, და აღარ გაგაწამებენ ავი ზრახვები. თვალი ადევნე საკუთარ აზრებს და, რომელიც წამხდარია, განაგდე შენგან. ნუ მტრობ ადამიანებს, და ღმერთს ეამება შენი ლოცვა. მშვიდობა უყავ ყოველთა, და ღვთისადმი კადნიერებას შეი-ძენ. თვალნი მოარიდე საძაგელ სანახაობებს, და შენარჩუნდება შენი შინაგანი ადამიანი. სმენა დაიცავი ავისგან, და სულიერ მშვიდობას მოიხვეჭ. შეიყვარე შრომა, რათა მუქთა პური არ ჭამო. ნუ ეძიებ დასვენებას, რათა არ დაიმძიმო ხორცი, და მორჩილებაში გყავდეს იგი. ერიდე ფუჭსიტყვაობას, რათა სულიერი სიწმინდე შეინარჩუნო. და ბოლოს, საყვარელო, გოდებდე საკუთარ ცოდვათა გამო და გახ-სოვდეს, რომ ცრემლთა მთესველი სიხარულს მოიმკის.

   აი, რა უნდა ჰქმნათ, ახალგაზრდა ბერებო, სულის გადასარჩენად. ამგვარად, ფილოსოფოსობას კი არ უნდა მოჰყვეთ, კი არ უნდა გაებათ ადამიანური სიბრძნის დახლართულ სიტყვებში, კი არ უნდა იამაყ-ოთ, არამედ იცხოვროთ ისე, როგორც გვასწავლიდა ჩვენი ზეციური მოძღვარი, უფალი იესო ქრისტე. ხოლო იგი რას გვასწავლიდა? მათე მახარებელი მოგვითხრობს: მივიდნენ მოწაფეები იესოსთან და ჰკით-ხეს, თუ ვინ იქნებოდა სხვებზე დიდი ცათა სასუფეველში. იესომ კი დაუძახა ბავშვს, დააყენა იგი მათ შორის და თქვა: - ჭეშმარიტად გეტ-ყვით თქვენ: თუკი არ მოიქცევით და არ იქნებით, როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში. ამრიგად, ვინც დაიმდაბლებს თავს, როგორც ეს ბავშვი, ის არის უდიდესი ცათა სასუფეველში (მათ. 18, 1-4).

   ასე ჰქმენით, ძმანო: იცხოვრეთ გულის მიამიტობით და გადარჩე-ბით. და ამასთან, უფლის ამ სიტყვებსაც ნუ დაივიწყებთ: (ეს. 66,2). ამინ.

 

 

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი I. 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine