xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » ლოცვა » ღვთის ტაძარში წირვაზე ან თუნდაც მხოლოდ სალოცავად შეკრების დროს განსაკუთრებით ყურადღებით უნდა ვიყოთ საკუთარი თავის, აზრების, ჩვენი გრძნობების, განზრახვათა და საქმეთა მიმართ
ღვთის ტაძარში წირვაზე ან თუნდაც მხოლოდ სალოცავად შეკრების დროს განსაკუთრებით ყურადღებით უნდა ვიყოთ საკუთარი თავის, აზრების, ჩვენი გრძნობების, განზრახვათა და საქმეთა მიმართ
14-12-2014, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

ღვთის ტაძარში წირვაზე ან თუნდაც მხოლოდ სალოცავად შეკრების დროს განსაკუთრებით ყურადღებით უნდა ვიყოთ საკუთარი თავის, აზრების, ჩვენი გრძნობების, განზრახვათა და საქმეთა მიმართ

 

სიტყვა მჭვრეტელი მღვდლის შესახებ

 

   ზოგჯერ, ძმანო, დილით ეკლესიაში წირვაზე ან თუნდაც მხოლოდ სალოცავად შეკრების დროს უცნაურ სულიერ დათრგუნულობას ვგრძნობთ, უკმაყოფილონი ვართ გარშემომყოფებით, ზოგჯერ კი მო-ყვასის მიმართ უმიზეზო გაღიზიანებაც კი გვიპყრობს. და ასეთ დროს თუკი ვინმე ნაცნობი შემოგვხვდა, ზოგჯერ ყოველგვარი საბაბის გარეშე შეურაცხვყოფთ მას და ვამწუხრებთ. არაა ეს კარგი. მრისხა-ნება, სიავე, რა სახითაც არ უნდა გამოვავლინოთ იგი, არასოდეს სთნავს უფალს და მის მოწყალებას განაშორებს ჩვენგან.

   მავანი სკიტის წმინდა მამათაგანი ყვებოდა: როდესაც ერთ-ერთ სკიტში მღვდელი წირავდა, მის მიერ წმინდა ზიარების საიდუმლოს აღსრულებისას წმინდა სული ჩნდებოდა არწივის სახედ. ამ ხატებას ხალხი ვერ ხედავდა, მხოლოდ ეკლესიის მსახურებს შეეძლოთ მისი ხილვა. ერთხელაც ეკლესიისაკენ მიმავალი ერთ-ერთი ბერი შეხვდა დიაკვანს, რომელიც ლიტურგიაზე მიიჩქაროდა, და სთხოვდა, ეთქვა მისთვის რაიმე სულის ხსნის შესახებ. დიაკვანმა მიუგო, რომ იმჟამად სალაპარაკოდ არ ეცალა, და გასცილდა დამწუხრებულ ბერს. დაიწყო საღვთო ლიტურგია. და რა მოხდა? საიდუმლოს აღსრულებისას აღარ გამოჩნდა სულიწმინდის ხატება, ადრე მუდამ რომ ევლინებოდათ. მღვდელმა დიაკვანს ჰკითხა:

   -რას მოასწავებს ეს, წმინდა სულს რომ ვერ ვხედავთ? ჩვენგან რო-მელიღაცას შეუცოდავს! გაშორდი ტახტს, და ამგვარად შევიტყობთ, ჩვენს შორის რომელი ჩადგა ცოდვაში. დიაკვანი გაერიდა ტახტს და სულიწმინდის ხატებაც კვლავ გამოჩნდა. ლიტურგიის დასრულების შემდეგ მღვდელმა ჰკითხა:

   -მითხარ, რა ჩაიდინე?

 -არაფერი,-მიუგო დიაკვანმა,-მხოლოდ ბერს, რომელმაც სულის ხსნაზე საუბარი მთხოვა, ვუთხარი, რომ მასთან ლაპარაკის დრო არ მქონდა.

   -ხედავ,-უთხრა მღვდელმა,-შენ დაამწუხრე ძმა შენი, ამის გამო უფ-ალმა თავისი სახების ხილვის ღირსი არ გაგვხადა! დიაკვანი მაშინვე წავიდა და პატიება სთხოვა მის გამო დამწუხრებულ ბერს, და, რა-საკვირველია, ეს შემთხვევა სამუდამო გაკვეთილად მიიღო, რათა შემდგომში, წირვის აღსასრულებლად მიმავალი, განსაკუთრებული ყურადღებით დაჰკვირვებოდა თავის ქცევებს.

   მაშ, ვიყოთ ჩვენც, ძმანო, ყურადღებით, როდესაც ეკლესიაში მივე-მართებით სალოცავად ან წირვაზე დასასწრებად. ხედავთ განა, ჩვენი ხსნის მოწინააღმდეგე რა გაფაციცებით გვადევნებს თვალყურს? რა-დაა, რომ ჩვეულებრივ დროს, როგორც წესი, მშვიდნი ვართ, ხოლო ეკლესიაში წასვლის წინ გვიპყრობს მოყვასის მიმართ უსაფუძვლო მრისხანება, უხალისობა და უკმაყოფილება გვთრგუნავს? ეს ყველა-ფერი ეშმაკის ხრიკებია. ამიტომ ვიყოთ წინდახედულნი და დავუკვი-რდეთ თავს... ეკლესიისაკენ მიმავლებმა სულში მშვიდობა, აუმღვრე-ვლობა და მოწიწება რომ შევინარჩუნოთ, ამისათვის ფიქრნი მივმა-რთოთ იქითკენ, თუ რა უდიდეს მადლს მივიღებთ უფლის სახლში.-ეკლესიაში,-ამბობს წმინდა ოქროპირი,-მხიარულნი კვლავ ხარობენ; ეკლესიაში მწუხარეთ ნუგეში ელის, სევდიანნი გაიხარებენ, ეკლესი-აში შვებას ნახავს დათრგუნული, ნაჯაფი-დაისვენებს. რამეთუ ნათქ-ვამია: მოვედით ჩემთან ყოველნი მაშურალნი და ტჳრთ-მძიმენი, და მე განგისუენო თქუენ (მათ. 11,28). განა რა შეიძლება იყოს ამ სი-ტყვებზე სასურველი, განა რა იქნება ამ ხმობაზე უფრო დამატკბო-ბელი? ლხინზე გიწვევს უფალი, როდესაც ეკლესიაში მიგიხმობს, ჯა-ფისაგან დასასვენებლად გეპატიჟება, მწუხარებაში შვებას გაძლევს, ცოდვათა სიმძიმეს გიმსუბუქებს, სულიერ ჭმუნვას სიამით ჰკურნავს, მწუხარებას-სიხარულით. რა ენითგამოუთქმელი მზრუნველობაა! რა ზეციური მიწვევაა!-მსგავსი ფიქრები, უეჭველია, დაამშვიდებს ჩვენს სულს, ღვთიურ მადლს მიანიჭებს მას, და, უეჭველია, მით სულში დამყარდება მშვიდობა და აუმღვრევლობა, რაც ესოდენ საჭიროა სუ-ლისათვის უფალთან ურთიერთობის ჟამს. ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი I. 

 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine