ამბავი ორი განდეგილისა, ღვიძლ ძმათა
ჩვენი დროის ახალგაზრდებს შორის ბევრნი არიან გულგრილნი რელიგიის მიმართ, თავს არ გაიწვრთნიან ღვთისმოსაურ საქმეებში. მიაჩნიათ, რომ მხოლოდ მოხუცებულობაშია საჭირო რწმენის საქმე-ების მიხედვა. სიჭაბუკეზე კი ამბობენ: ფუჭად რად დავკარგოთ ახალ-გაზრდობის წლები? გაივლის დრო, მაშინ სიამენიც აღარ მოგვხიბ-ლავს, ამიტომ ვიდრე დროა, უნდა ვისიამოვნოთ. და გამოდის ისე, თითქოს სიჭაბუკისას შეიძლება დავივიწყოთ მომავალი ცხოვრების შესახებ და ერთიანად მივეცეთ ამ სოფელს და მის სიამეთ.-მაგრამ თუკი ასეა, ისმის კითხვა:-ნუთუ გგონიათ, რომ ჭუჭყი, რომელიც სიჭაბუკისას მოიცხეთ, მოხუცებულობაში იოლად და სწრაფად ჩამოგ-ცილდებათ? მერწმუნეთ: თქვენში ახალგაზრდობისას შემოსული ბიწიერება კიდევ უფრო მკვიდრად ჩაგაჯდებათ მოხუცებულობის ნაოჭებში და მაშინ, ცხადია, მისი ჩამორეცხვა ან მოშორება არა მხოლოდ ჩვეულებრივი ადამიანებისთვის, ამაღლებული სულებისთ-ვისაც კი ძნელია ხოლმე. გარდა ამისა, განა ღმერთმა აუწყა რომელიმე ჭაბუკს, რომ მოხუცებულობამდე იცოცხლებს იგი? ესეიგი, ჭაბუკი ის-ევე, ვით მოხუცებული ან მოწიფული მამაკაცი, შეიძლება ნებისმიერ ჟამს წარსდგეს ღვთის სამსჯავროს წინაშე და ამიტომ ამისათვის მუდამ მზად უნდა იყოს.
გარდასული დროის ჭაბუკი ქრისტიანები როდი ირჯებოდნენ ისე, როგორც დღევანდელი ახალგაზრდები იქცევიან. ბევრი მათგანი თავს მთლიანად ღმერთის მსახურებას უძღვნიდა და სიჭაბუკეშივე აღწევ-დნენ გასაოცარ ზნეობრივ სრულქმნილებას. ისმინეთ ეს ღირსშესანიშ-ნავი ამბავი ჩემი სიტყვების დასტურად:
-ერთხელაც,-გვიამბობს მაკარი დიდი,-როდესაც სკიტში ვიჯექი, ჩე-მთან მოვიდა ორი ჭაბუკი-ღვიძლი ძმები, მათ მკითხეს:
-სად არის მამა მაკარის სენაკი?
-მისგან რა გინდათ?-დავეკითხე პასუხად. მოსულებმა მომიგეს:
-წმინდა ბერებისაგან მრავალი რამ გვსმენია მისი ცხოვრების შესა-ხებ და მის სანახავად მოვედით.
-მე ვარ მაკარი,-ვუთხარი. მათ დაბლად დამიკრეს თავი და მითხ-რეს:
-გვსურს, შენთან დავსახლდეთ.
მე, მათი სიჭაბუკის შემხედვარემ, აგრეთვე იმის გამო, რომ შევატყე, მდიდარი მშობლების შვილები უნდა ყოფილიყვნენ-სათუთ ცხოვრე-ბას ჩვეულნი, ვუთხარი:
-არ შეიძლება თქვენი აქ დარჩენა.
ამაზე უმცროსმა მიპასუხა:
-რას ვიზამთ; თუკი აქ დარჩენის ნებას არ გვრთავ, სხვაგან წავალთ.
მაშინ გავიფიქრე:-რად უნდა გავყარო ისინი?-და ვუბრძანე, ჩემი სამყოფელის მახლობლად მოეწყოთ სენაკი. ამისთვის მივეცი ერთი ცული და ცოტაოდენი პური და მარილი, ვუჩვენე ერთი დიდი ლოდი და ვუთხარი:
-გამოკვეთეთ ამაში თქვენთვის სენაკი, დახურეთ ფიჩხით და შიგ იცხოვრეთ.
ჩემთვის კი ვფიქრობდი:
-ნამდვილად გაექცევიან ასეთ მძიმე შრომას!
მათ კი მკითხეს:
-ბერები რას საქმიანობენ?
-კალათებს წნავენ,-მივუგე მე, ავიღე რამდენიმე წნელი და ვასწავ-ლე, როგორ მოეწნათ კალათი. ამის შემდეგ ისინი წავიდნენ, ლოდში ბინა გამოიკვეთეს და იქ დასახლდნენ. სამი წლის მანძილზე ჩემთან აღარ მოსულან, მხოლოდ უსიტყვოდ დადიოდნენ ეკლესიაში წმინდა საიდულმოს მისაღებად. ამ დროის გასვლის შემდეგ დავფიქრდი: რას უნდა ნიშნავდეს ეს? მრავალნი შორიდან მოდიან ჩემთან, ესენი კი აქვე ცხოვრობენ და არ მნახულობენ. წავალ და ვნახავ, როგორ ცხოვ-რობენ.-მივედი, მათი სენაკის კარი მოვსინჯე, მათაც მაშინვე გამიღეს იგი. ვილოცე და დავჯექი. უფროსი ჭაბუკიც დაჯდა და უსიტყვოდ შეუდგა კალათების წვნას, უმცროსმა კი მოიტანა ცოტაოდენი ცხელი კერძი და სამი ნატეხი პური, და ყველაფერი ეს წინ დამილაგა.
-ადექით, საზრდელი მივიღოთ,-ვუთხარი მე.
ორივენი ადგნენ და ჩემთან ერთად წაიხემსეს. როდესაც მოსაღა-მოვდა, მკითხეს:
-დარჩები ჩვენთან თუ წახვალ?
-დავრჩები,-მივუგე მე. მათ ჯვალო დამიგეს და დავწექი, ისინიც დაწვნენ ორივენი ერთად ჩემს პირდაპირ. ამასობაში გულში წამო-ვიწყე ლოცვა, უფალს ვევედრებოდი, ეჩვენებინა ჩემთვის, რამდენად წარემატნენ ძმები სულიერ ღვაწლში. მართლაც ჩემი ლოცვა შესმენილ იქნა. უცებ გაიხსნა სენაკის სახურავი და შუქმა იელვა. ჭაბუკები, რომელთაც მე მძინარე ვეგონე, ადგნენ, სარტყლები შემოიჭირეს, აღა-პყრეს ხელები და ლოცვა დაიწყეს. და ვხედავდი, რომ დემონები ბუზებივით ეხვეოდნენ უმცროს ძმას, ლამობდნენ, ბაგეებზე და თვალებზე დასხდომოდნენ, მაგრამ ვერ ახერხებდნენ-ანგელოზი ცეცხლოვანი მახვილით განდევნიდა მათ. უფროსთან კი მიახლოე-ბასაც ვერ ბედავდნენ. განთიადისას ჭაბუკები კვლავ დაწვნენ; მაგრამ ამ დროს მე ავდექი, ისინიც მაშინვე წამოდგნენ. და მითხრა უფროსმა:
-გსურთ, თორმეტი ფსალმუნი იგალობო ჩვენთან ერთად?
-დიახ,-მივუგე მე. და აი, უმცროსმა წამოიწყო პირველი ხუთი ფსა-ლმუნის გალობა და გალობის დროს თითქოსდა ცეცხლოვანი სან-თელი ამოდიოდა მისი ბაგეებიდან და ცისკენ მაღლდებოდა. უმც-როსის შემდეგ უფროსმა დაიწყო გალობა და როგორც კი ბაგეს განაღებდა, თითქოსდა ცეცხლოვანი ბაგირი გამოდიოდა მისგან და ზეცას სწვდებოდა. გალობა რომ დავასრულეთ, ორივეს შევთხოვე, ელოცათ ჩემთვის. ჭაბუკებმა უხმოდ მცეს თავყვანი და მე წამოვედი მათგან. ცოტა ხნის შემდეგ შევიტყვე, რომ ჯერ აღესრულა უფროსი ძმა, ხოლო სამი დღის შემდეგ-უმცროსი.
ახალგაზრდებო! განა ჩვენ, რწმენის, მორჩილების, მოთმინების, მარხვის, მხურვალე ლოცვის და საერთოდ, სულიერი სრულქმნილე-ბის ამგვარი მაგალითის მნახველებს, არ გავქვს უფლება თქვენგან მოვითხოვოთ ნებისმიერი მსხვერპლი-თქვენთა სულთა სარგოდ გა-ღებული?! მაგრამ ბევრიც რომ არაფერია საჭირო! დარჩით თითოე-ული თქვენს წოდებაში, ოღონდ ის მაინც არ დაუშვათ, რომ ერთი-ანად დაგიპყროთ სოფელმა და მისმა ვნებებმა, რათა შემდგომ არ დაგღუპოთ მათმა ღვარძლმა, თქვენში ფესვგადგმულმა. განაგდეთ, რამდენადაც შესაძლებელია, ცდუნებანი, და ქრისტეს მორჩილებისკენ მიმართეთ აზრები. გწამდეთ, რომ სიჭაბუკეში უფრო იოლად, ვიდრე მოხუცებულობაში, შეძლებთ, ეუბნოთ ღმერთსა და ქრისტეს, ჩვენს მაცხოვარს. ამინ.
„სვინაქსარი". ტომი I.