xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » სხვადასხვა » სხვათა მსაჯული მოუკერძოებელი უნდა იყოს სამსჯავროზე
სხვათა მსაჯული მოუკერძოებელი უნდა იყოს სამსჯავროზე
11-12-2014, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

სხვათა მსაჯული მოუკერძოებელი უნდა იყოს სამსჯავროზე

 

 

ამბავი ეპიფანეს ცხოვრებიდან შესახებ იმისა, რომ სამსჯავროზე სამართლიანად უნდა განსაჯო და არავინ გაამტყუნო არც სიმდიდრის, არც სიღარიბის გამო

 

   ზოგიერთი ადამიანი, სხვათა მსაჯულად დაყენებული, ამგვარ შეც-დომას სჩადის ხოლმე: მოდის, მაგალითად, მოდავე მდიდარი და ღარიბი. მდიდარი ამ საქმეში მართალია, ღარიბი-მტყუანი, მაშასა-დამე, ცხადია, უნდა გამართლდეს მდიდარი და არა ღარიბი. მაგრამ ზოგჯერ მავანი მიამიტი მსაჯული იფიქრებს:

   -როგორ გავამტყუნო ღარიბი? ხომ ნათქვამია: სამართალი გაუჩინე ქვრივს, გაიკითხე უპატრონო, შეეწიე გაჭირვებულს, დაიცავი ობო-ლი, შემოსე შიშველი (3 ეზრ. 2,20). და ამგვარი მოსაზრებით გაა-მართლებს მტყუან ღარიბს, ხოლო მართალ მდიდარს ბრალს დასდებს და ფიქრობს, რომ კეთილი საქმე ჩაიდინა. არა, ძმანო, ეს ასე როდია. თუკი მსაჯული ხარ, განსაჯე არა ადამიანურად, არამედ ისე, როგორც უფალი განსჯის. ხოლო უფალთან, ჩვენს ღმერთთან, არ არის უსა-მართლობა, თვალთმაქცობა და ანგარება (2 ნეშტ. 19,7). მიუკერძოებ-ლად განსაჯე, სხვაგვარად შენი სამსჯავროდან სიკეთე არ გამოვა.

   წმ.ეპიფანეს ცხოვრებაში ვკითხულობთ შემდეგს: იყო მის ეპარქიაში დიაკვანი, სახელად საბიანე, ვისი საქმიანობაც წიგნების გადაწერა გახლდათ და ვინც ღვთისმოსაობითა და სიბრძნით გამოირჩეოდა. განსწავლულობით იგი აღემატა მასთან მცხოვრებ ყველა მონაზონს, ამიტომ ეპიფანემ მას დააკისრა საეკლესიო სამსჯავროს გაძღოლა. და აი, ერთხელ მასთან ორი მოდავე მივიდა: მდიდარი და ღარიბი. საბიანე ღატაკს მიემხრო და გადაწყვიტა, მის სასარგებლოდ გადა-ეწყვიტა საქმე, თუმც სინამდვილეში მდიდარი იყო მართალი. ეპიფანეს, რომელიც ამ დროს მოფარებულ ადგილას იმყოფებოდა, ესმოდა მოდავეთა საუბარი სავინთან, ვინც ღარიბი შეიწყნარა სამარ-თალგებისას. მალე ამის შემდეგ, როდესაც წმინდანმა უსამართლოდ განმსჯელი დიაკვანი დაინახა წირვისას, მოიხმო იგი თავისთან და ჩუმად უთხრა:

   -გასწი, შვილო ჩემო, გადაწერე წიგნები და შეიგონე, რა წერია მა-თში, რათა ამით დავათა ბრძნულად გადაწყვეტა ისწავლო და სამს-ჯავროზე არ შეიწყნარო ღარიბი, თუკი იგი მყუანია, და არ გაამტყუნო მდიდარი, თუკი სუფთაა თავის საქმეში.-ამის შემდეგ წმ.ეპიფანემ ჩამოაშორა საბიანე სასამართლო საქმეებს და ყოველ მასთან მოსულს თავად განსჯიდა დილიდან საღამომდე, ისე, რომ სრულ მიუკერძო-ებლობას ინარჩუნებდა და სამართალს არ არღვევდა.

   ასე რომ, ძმანო, როგორც წმ.ეპოფანე იქცეოდა, ისე უნდა მოიქცეს ყველა მსაჯული. საქებარია შემწყნარებლობა მართლმსაჯულებისას, ოღონდ-გონივრული შემწყნარებლობა.-მართალი განსჯა საჯეთ-გვას-წავლის უფლის სიტყვა.-თორემ ეს რა სამართალი იქნება, თუკი მარ-თალი იგოდებს, ხოლო ბრალეული გაიხარებს?

   -იგი ხომ ღარიბია, უნდა შევიწყნაროთო?-იტყვით.

 -მართალია, უნდა შეიწყალოთ,-გიპასუხებთ ამაზე,-მაგრამ ამით უდა-ნაშაულო როდი უნდა გაამწაროთ, თუნდაც რომ მდიდარი იყოს იგი. თქვენ რა ხელი გაქვთ მის სიმდიდრესთან? სიმდიდრე-სიმდიდრედ, ხოლო სიმართლე-სიმართლედ. და თუკი მდიდარი მართალია, მაშ, განსაჯეთ იგი მისი სიმართლის შესაბამისად, და არ არჩიოთ მას ბრალეული, ვინც უნდა იყოს იგი. იყვენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი, და უმანკო, ვითარცა ტრედნი (მათ. 10,16). და ყოველივე განაგეთ ღვთისმოსაობით და პატიოსნად. ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი I. 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine