xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » რელიგიური ცდომილებანი » საღმრთო განგებულების უარმყოფელთა წინაღმდეგ
საღმრთო განგებულების უარმყოფელთა წინაღმდეგ
7-12-2014, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

საღმრთო განგებულების უარმყოფელთა წინაღმდეგ

 

სიტყვა მოწყალების გაღების შესახებ. გლახაკთა გამკითხავი ქრისტეს აძლევს და სამწილად მიეგება

 

   არსებობენ ადამიანები, რომელნიც, რაც უნდა სასწაულებრივი დახ-მარება მიიღონ ღვთისაგან, ცდილობენ, ყოველივე არა ღმერთს, არა-მედ შემთხვევას მიაწერონ.

   -ძლიერ მიჭირდა,-იტყვის მავანი,-უბედურება მემუქრებოდა; მაგრამ საოცარმა შემთხვევამ გადამარჩინა.-რა შეიძლება ითქვას ამგვარ ხალხ-ზე? ვგონებ, იგივე, რასაც ღვთის სიტყვა ამბობს მათზე: ბოროტეულს სიძულვილი მოჰყვება (იგავ. 18,3). სწორედ რომ სიძულვილი! რა-დგანაც ვერ ამჩნევს, როგორ ჩასახლდა მასში ურწმუნოება, რაოდენ უმადურია ღმრთისა, გულგრილი და, ასე განსაჯეთ, გულსასტიკია მის მიმართ. განა ამგვარად უნდა მოეპყრან ქრისტიანნი ღვთის წყალობას?! არა და არა! არა ოდენ თავად უნდა ვირწმუნოთ მტკიცედ, რომ ყოველი შემწეობა გვეძლევა მხოლოდ ღვთისაგან-ცისა და მიწის შემოქმედისგან; არამედ, სხვებსაც გამუდმებით უნდა ჩავაგონებდეთ, რომ ღმერთი არის მარადი დამხმარე და მფარველი ყველა მორწმუ-ნისა, და ამით ურწმუნონიც დავარიგოთ.

   ცხოვრობდა ქრისტიანი ქალი და ქმრად წარმართი ჰყავდა. ორივენი ღარიბები იყვნენ, ორმოცდაათი ვერცხლი იყო მთელი მათი ქონება. ერთხელ ქმარმა ცოლს უთხრა:

   -სარგებელში მივცეთ ჩვენი ფული: თორემ მოხედვასაც ვერ მოვა-სწრებთ, ისე გამოგველევა.

   -თანახმა ვარ,-უპასუხა ცოლმა,-ოღონს ქრისტიანების ღმერთს მიეცი ისინი.

   -სადაა იგი?-ჰკითხა ქმარმა.

   -დრო რომ გავა, გაიცნობ თანდათან,-მიუგო ცოლმა,-ხოლო მისთვის მიცემული ფულის ფიქრი ნუ გექნება; უხვი სარგებლით დაგიბრუ-ნებს.

   ქმარი დასთანხმდა და ღვთისმოსავმა ცოლმა იგი ეკლესიაში მიი-ყვანა. იქ გლახაკებზე მიუთითა და უთხრა:

   -აი, ამათი ხელით გადაეცი ფული ქრისტიანთა ღმერთს. ეს ხალხი მისი გამოგზავნილია, მათგან მიიღებს იგი.

   ქმარმა გასცა მთელი ფული და, ცოლის სიტყვის მოიმედე, გახა-რებული დაბრუნდა შინ. მაგრამ აი, სამი თვის შემდეგ გაჭირვება ეწვიათ. სად ეშოვა ფული?

   -განა დრო არ არის,-ჰკითხა მან ცოლს,-ქრისტიანთა ღმერთს ვალი მოვთხოვოთ?

   მან მიუგო:

   -მაშ, წადი და იქ აიღე, სადაც გაგიცია. ეკლესიაში გასწიე.

  ქმარიც წავიდა. იქ მხოლოდ გლახაკები დაინახა და საგონებელში ჩავარდა: ვის ჰკითხოს ფულის შესახებ? როდესაც დაფიქრებული დაა-ბიჯებდა ეკლესიაში, უცებ იატაკზე დაგდებული ვერცხლის მონეტა დაინახა. აიღო იგი, მივიდა შინ და სევდით უთხრა ცოლს:

   -ქრისტიანთა ღმერთი ეკლესიაში ვერ ვნახე, ვალიც ვერ დავიბრუნე; მხოლოდ იმ ადგილას, სადაც ფული დავარიგე, ეს ერთი ვერცხლი ვიპოვე.

   ცოლმა კი უპასუხა:

   -ეს ვერცხლი სწორედ ქრისტიანთა ღმერთმა გიწყალობა; ხოლო ვერ დაინახე იგი იმიტომ, რომ უხილავია და უხილავი ძალით განაგებს ქვეყანას. გასწი და იყიდე ჩვენთვის დღევანდელი დღის სარჩო, ხვალ კი უფალი კვლავ მოგცემს ფულს.

   ქმარმა აღასრულა მისი სურვილი და ცოლს პური, ღვინო და თევზი მოუტანა. თევზის გამოწელვისას ქალმა მასში რაღაც უცნაური ქვა იპოვა და ქმარს აჩვენა. ქმარმა ქვა ვერცხლით მოვაჭრეს მიუტანა და მისი ყიდვა შესთავაზა. ვერცხლით მოვაჭრემ ხუთი ვერცხლი შეაძ-ლია. კაცმა არ უწყოდა ქვის ფასი, უბრალო ეგონა იგი, ამიტომ ჩათ-ვალა, რომ ვაჭარი დასცინოდა მას, როდესაც, მისი აზრით, ასეთ მაღალ საფეხურს სთავაზობდა. ამიტომ ჩაეკითხა:

   -ნუთუ მართლა ამდენს მომცემ?

  ვაჭარი კარგად ხედავდა, რომ ქვა ძვირფასი იყო, ამიტომ თავის მხრივაც დაცინვად მიიღო კაცის სიტყვები და ათი ვერცხლი შეს-თავაზა მას. გამყიდველი დუმდა, ვაჭარი კი უფრო და უფრო ზრდი-და შეთავაზებულ ფასს და ორმოცდაათ ვერცხლამდე ასწია იგი. მაშინ გამყიდველიც მიხვდა, რომ, რაკი ასეთ თანხას სთავაზობდნენ, მისი ქვა მართლაც ძვირფასი იყო, და თავად მოუმატა ფასს. დიდი ვაჭ-რობის შემდეგ სამას ვერცხლზე შეთანხმდნენ. კაცმა აიღო ფული და გახარებული დაბრუნდა ცოლთან. როდესაც ამდენი ფული აჩვენა, ცოლმა უთხრა:

   -ხედავ, რა გულუხვია ქრისტიანების ღმერთი? იცოდე, რომ არ არის სხვა ღმერთი არც ცაში, არც მიწაზე, არამედ იგია მხოლოდ.

   ამის შემდეგ ქმარი ქრისტიანი გახდა.

  შეიძარით, გულსასტიკებო, ვინც ბედავთ, რაღაც ბრმა შემთხვევას მიაწეროთ თავად ღმერთის მოვლენილი წყალობაც და სხვაც ყვე-ლაფერი, რაც ამქვეყნად ხდება, და გამოფხიზლდით თქვენი ურწმუ-ნოებისაგან. ჰოი, რაოდენ შეუწყნარებელია თქვენი უმადურება ღვ-თის მიმართ და რა სავალალოა თქვენი სულიერი სიბრმავე, როდესაც თქვენ ჩაგესმით და არ ისმენთ, უცქერით და არ ხედავთ საღვთო განგებულებას! თუკი არა გწამთ, ისწავლეთ რწმენა თუნდაც იმგვარ წარმართთაგან, როგორზედაც ახლა მოგითხრობდით. თუკი მათ არ ერწმუნებით, დაეკითხეთ ღვთის განგების შესახებ თუნდაც ცხოვე-ლებს, და ისინი გეტყვიან თქვენ. ერთი ჰკითხე პირუტყვს და გა-სწავლის, ამბობს იობი, ცის ფრინველს - და გამცნობს. ანდა შე-სჩივლე მიწას და გასწავლის, მოგახსენებენ ზღვის თევზები. ვინ არ იცის ყველა ამათ შორის, რომ ღვთის ხელმა შექმნა ეს (იობ. 12, 7-9)? ამინ.

 

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი I. 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine