xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » საცდურები » ვერცხლიმოყვარეობის წინააღმდეგ
ვერცხლიმოყვარეობის წინააღმდეგ
5-12-2014, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

ვერცხლიმოყვარეობის წინააღმდეგ

 

ამბავი ბერისა, ნეტარმა ანდრიამ ეშამკისგან რომ დაიხსნა

 

   სასიკვდილო ცოდვებს განეკუთვნება ცოდვა მომხვეჭველობისა, ანუ ვერცხლისმოყვარებისა. ხომ მართალია, რომ ვერცხლისმოყვარე თავისი ვნების დასაცხრობად ხშირად მზადაა, ყველაფერი გაწიროს: ღმერთისა და მოყვასის სიყვარულიც, კეთილი სახელიც, ღირსებაც, სინდისიც. ისმინეთ, რა კიცხვას და რაგვარ სულიერ ტანჯვას განუმ-ზადებს ადამიანს ვერცხლისმოყვარება:

   წმინდა ანდრიამ, ღვთისთვის სალოსი, ერთხელ ცარგრადის დიდ ბაზრობაზე შეხვდა ბერს, რომელსაც ყელზე საზარელი გველი შემო-ხვეოდა. ეს ბერი მრავალი სიქველით გახლდათ შემკული, მაგრამ, საუბედუროდ, ძუნწი და ვერცხლისმოყვარე იყო. რაკი წმინდანად მიაჩნდათ, მრავალი ადამიანი აძლევდა მას ოქროს ღარიბებისთვის დასარიგებლად; ხოლო იგი ბოძებულ ოქროს თავის საგანძურში ინა-ხავდა. რაკი ეშმაკის მიერ შეპყრობილი იხილა იგი ანდრიამ, შეებ-რალა და მიუახლოვდა. ბერმა ერთ-ერთ მათხოვრად ჩათვალა იგი და უთხრა:

   -უფალი გწყალობდეს, ძმაო; მე კი არაფერი მაქვს, რომ გიწყალობო. ანდრია რამდენიმე ნაბიჯით დასცილდა მას და უცებ გაოცებულმა შენიშნა ბერის თავსზემოთ ჰაერში მოხაზული სიტყვები: ვერცხლის-მოყვარების გველი ყოველგვარი უსჯულოების საფუძველია. მაგრამ კიდევ მეტადაც გაოცდა, როდესაც უკან მოიხედა და დაინახა ანგე-ლოზი და ავსული, ბერის სულზე რომ ედავებოდნენ ერთმანეთს. ეშმაკი ამტკიცებდა, რომ მონაზონი, როგორც ვერცხლისმოყვარე, ანუ კერპთაყვანისმცემელი, მას ეკუთვნის, ხოლო ანგელოზი მიუთითე-ბდა ბერის მრავალ სიქველეზე და ამბობდა, რომ იგი ღირსი იყო ღვთის წყალობის. მათი ხანგრძლივი დავა მაღლით გადაწყდა: ზეცით ჩამოსულმა ხმამ ანგელოზს მიმართა:

   -შენ არა გაქვს წილი მასში, რადგანაც მხოლოდ მოწყალენი მიიღ-ებენ ჩემგან მიტევებას და დაიმკვიდრებენ ზეციურ სავანეებს.

   ამის შემდეგ ანგელოზმა დაუყოვნებლივ დატოვა ბერი. თანამლ-მობი ანდრია დაამწუხრა მისმა დაღუპვამ და გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, გამოეგლიჯა ბერი გველის ხახიდან. ამ მიზნით იგი განზრახ შეხვდა ბერს განმარტოებულ ადგილზე, მარჯვენაში ჩასჭიდა ხელი და უთხრა:

   -მონავ ღვთისაო, რისხვის გარეშე დაუგდე ყური შენს მონას. მით-ხარ, შენ, ვინც ოდესღაც ღმერთის მეგობარი ყოფილხარ, რად ქმნილ-ხარ ეშმაკის მეგობრად? ამიხსენი, რადაა, რომ შენ, ვისაც სერაფიმის ფრთები გასხია და ელვისებრ ნათელი გაქვს მზერა, ესოდენ ბნელსახე გამხდარხარ? მომითხრე, რით მიგიყვანია თავი ამგვარ დაღუპვამდე? იმით ხომ არა, რომ ვერცხლისმოყვარების ეშმაკს დამონებიხარ? დაფ-იქრდი, რაში გარგია მთელი შენი ოქრო, რომელიც შენი სიკვდილის შემდეგ შენს მტრებს დარჩებათ? რად იტოვებ ოქროს სიძუნწის გამო, მაშინ, როდესაც სხვებს შიათ და სწყურიათ, ზამთარშიც სიცივით იხოცებიან შენს გარშემო, შენ კი ფუჭად ხარობ შენს ოქროებზე? ესაა განა გზა მონანიებისა? ესაა მონაზვნური აღთქმა? აჰა, დღეს თუ ხვალ დასრულდება ჩვენი სიცოცხლე, და (ლუკ. 12,20)? აი, ჰგოდებს შენი მფარველი ანგელოზი, შენგან განშორებული; აჰა, ვერცხლისმოყვა-რების საზარელი გველი შემოგხვევია ყელზე; დაბოლოს, როგორც მე მესმა, თავად ღმერთმა უარგყო შენ! გონს მოდი და შეხედე, ვინ არის ეს?-და ამ სიტყვებით მიუთითა ეშმაკზე, რომელსაც ანდრიას გამო ახლოს მოსვლა ვერ გაებედა და მრისხანედ უმზერდა მათ შორიდან. ნანახითა და ანდრიას სიტყვებით განცვიფრებულმა ბერმა შეინანა და მაშინვე გულწრფელი აღთქმა დადო, რომ მიატოვებდა ვერცხლისმო-ყვარებას და მოწყალე შეიქნებოდა. და იხილეთ, რა მოწყალეა უფალი მისკენ გულწრფელად მიქცეულთა მიმართ. მონანიებისთანავე გაქრა გველი მისი ყელიდან, მოშორებით მდგარი ავსულიც გაუჩინარდა და მონანულს კვლავ მიუახლოვდა მისი მფარველი ანგელოზი. იმ დღი-დან ბერი მართლაც გამოსწორდა, სიძუნწე გულუხვობით შეცვალა და ხელგაშლილად ურიგებდა ოქროს უპოვართ, დაუცხრომლად მადლო-ბდა ღმერთს და მის სათნომყოფელ წმ. ანდრიას-ცოდვიდან სათნო-ებისკენ მისი მოქცევის გამო.

   გაურბოდეთ, ძმანო, ვერცხლისმოყვარებას, რომელიც ყოველი უს-ჯულოების საფუძველია. თორემ ვარამი გელით მაშინ, როდესაც ჩა-გესმებათ ხმა: უგუნურო, ამას ღამესა მიგიღონ სული შენი შენგან; ეგე, რომელ მოიმზადე, ვისი იყოს (ლუკ. 12,20)? ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი I. 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine