xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » სხვადასხვა » სიკვდილის შიშის დასათრგუნად
სიკვდილის შიშის დასათრგუნად
25-11-2014, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

სიკვდილის შიშის დასათრგუნად

 

მარტვილობა წმ. მამათა, რომელნიც ცოცხლად დაწვა აბინასარ მეფემ

 

  უკვე მითქვამს თქვენთვის, ძმანო, რომ სიკვდილის შიში რომ არ გვქონდეს, ამისათვის საჭიროა, უფრო ხშირად ვიფიქროთ მასზე; ამ-ჯერად გთავაზობთ, ისმინოთ დამოძღვრა ამ საკითხის შესახებ. ყური უგდეთ შემდეგ ამბავს:

   ინდოეთის მეფე აბინასარი მონათვლამდე ქრისტიანთა დაუცხრო-მელი მდევნელი იყო. ერთხელაც გამოსცა ბრძანება, რომ მის სამეფო-ში მცხოვრებ ყველა მონაზონს სამი დღის განმავლობაში დაეტოვე-ბინა ქვეყანა და სადაც უნდოდათ, იქ ეძებნათ თავშესაფარი. ხოლო მათ, ვინც არ შეასრულებდა მის განკარგულებას, სიკვდილით ემუქ-რებოდა. ცოტა ხანში შემდგომ ამისა, ნადირობის დროს, აბინასარი ორ ბერს შეხვდა. მათმა დანახვამ მეფერ მეტად გააღიზიანა და რისხვით მიმართა წინშემოყრილ ბერებს:

   -ეს რაღაა! ვითომდა არ იცით, რომ სამი დღის განმავლობაში უნდა წასულიყავით ჩემი ქვეყნიდან?

   -ვიცით,-მიუგეს ბერებმა,-და კიდევაც დავტოვეთ შენი სამეფო, ხო-ლო ამჯერად მის გზებზე გავლა მოგვიხდა, რათა სარჩო მივაწოდოთ აქ დარჩენილ ჩვენს ძმებს.

  -რა სარჩო დასჭირდებათ,-წამოიძახა მეფემ,-თუკი მათ სიკვდილი აქვთ მისჯილი? განა არ უწყით, რომ ყველა სიკვდილმისჯილი ძრწო-ლას და მწუხარებას ეძლევა და საზრდელს არ ითხოვს?!

   -არა, მეფეო, ყველა სიკვდილმისჯილი როდი ძრწის და მწუხარებს,-მიუგეს ბერებმა,-სიკვდილი შიშს ჰგვრის მხოლოდ მათ, ვინც მომავალ ცხოვრებაში არაფერს სასიკეთოს არ მოელიან და ისე ძლიერად არიან მიჯაჭვულნი ამქვეყნიურ სიკეთეებს, რომ მეტისმეტად უჭირთ მათ-თან განშორება. ხოლო ჩვენ, ვინც მივატოვეთ ეს სოფელი და ყოვე-ლივე, რაც მასშია, და ქრისტეს მოსაპოვებლად ვიწრო და მწუხარე გზაზე შევდექით, სიკვდილი არ გვაფრთხობს; რადგანაც მხოლოდ ზეციურის სიყვარული გვაქვს და სასურველია ჩვენთვის სიკვდილი, რაკი მით უკეთეს და მარადიულ ცხოვრებას მივეახლებით.

   -მაგრამ, მიუხედავად ამისა,-თქვა მეფემ-თქვენ დატოვეთ ჩემი სა-მეფო, მაშასადამე, გაშინებთ სიკვდილი!

   -არა, მეფეო, სიკვდილის შიშმა როდი განგვდევნა შენი ქვეყნიდან,-მიუგებდნენ ბერები,-არამედ შენ შეგიბრალეთ და იმიტომ წავედით; რათა ჩვენი მოკვდინების გამო ფრიად სასჯელს არ მისცემოდი. და თუკი მაინც გარდაუვლად გსურს ჩვენი მოკვდინება, გიმეორებთ, რომ სიკვდილის არ გვეშინია.

   ამ სიტყვების გამგონე აბინასარი კიდევ უფრო განრისხდა და და-უყოვნებლივ ბრძანა, მწარე სიკვდილისთვის მიეცათ ბერები-დაეწვათ ისინი. ამგვარად მიიღეს ცეცხლით სიკვდილი ქრისტეს სათნომყო-ფელთა და მოწამეობრივ გმირობას და გვირგვინს ეღირსნენ.

   მაშასადამე, აი, როგორ უნდა შევძლოთ, არ გვაშინებდეს სიკვდილი! ამისათვის, როგორც ხედავთ, საჭიროა, სიცოცხლის განმავლობაში არ მივეჯაჭვოთ მიწიერ სიკეთეებს, მთელი გულით გვიყვარდეს უფალი იესო და განუწყვეტლივ გვახსოვდეს ის ნეტარება, რაც უფალს მის მოყვარეთათვის განუმზადებია. რომ ამ გზით მართლაც დავთრგუ-ნავთ სიკვდილის შიშს, ამასა თავისი მაგალითით გვიდასტურებენ არა მხოლოდ ის ბერები, რომელთა შესახებაც გიამბეთ, არამედ ქრის-ტესთვის ვნებულ მარტვილთა მთელი კრებული. უფლისა და მომა-ვალი ცხოვრების რწმენით ისინი არათუ უშიშრად, არამედ სიხარუ-ლითაც კი უსწორებდნენ სიკვდილს თვალს, რამეთუ სჯეროდათ, რომ ქრისტიანთათვის სიკვდილი მხოლოდ უკეთეს, მარადიულ ცხოვრე-ბაში გადასვლას ნიშნავს. ამინ.

 

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი I.


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine