xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » სხვადასხვა » ორგვარი დამოკიდებულება ღმრთის მიერ ზეგარდმო გადმოვლენილი შეგონებებისადმი
ორგვარი დამოკიდებულება ღმრთის მიერ ზეგარდმო გადმოვლენილი შეგონებებისადმი
23-11-2014, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

ორგვარი დამოკიდებულება ღმრთის მიერ ზეგარდმო გადმოვლენილი შეგონებებისადმი

 

ამბავი ხილვისა, მავან ჭაბუკს რომ მოევლინა, მეტად სარგო

 

   უფალ ღმერთს უნებებია, ქრისტიანებს ცხოვრების გზაზე ზოგჯერ საღმრთო განზრახვის განსაკუთრებული ქმედება მოუვლინოს ხოლმე მათი მოქცევის მიზნით. ამგვარად, შესაგონებლად ერთნი განსაკუთ-რებული ხილვებისა და გამოცხადებათა ღირსნი შეიქნებიან, სხვანი თავიანთ ცხოვრებაში ხშირად სხვადასხვა უჩვეულო შემთხვევებსა და გარემოებებს გადაეყრებიან, რომლებშიც ნათლად ჩანს ღმერთის მსა-ხვრელი თუ მწყალობელი ხელი. საღვთო განზრახვის ამ გამოუკვ-ლეველ გზებს ორგვარად შეიძლება მოვეკიდოთ; კერძოთ თუ როგორ, ამას შემდეგი მაგალითი გვიჩვენებს:

   ცარგრადის მცხოვრები მავანი ჭაბუკი მხატვარი, რომელიც მეფისა-თვისაც ნაცნობი იყო, უკიდურესად დაუდევრად ეკიდებოდა საკუთა-რი სულის სხნის საქმეს. უფალმა, ვისაც გონს მოყვანა სურდა მისი, ერთხელ ამგვარი რამ აჩვენა სიზმრად: იხილა ჭაბუკმა, რომ მეფეს ეახლა და თავისი ქმნილი ნივთი რამ მიართვა. მეფემ თავდაპირ-ველად კეთილად მიიღო იგი, ესაუბრა, მაგრამ შემდეგ ანაზდად ერთი ხელი თმაში ჩაავლო, მეორეთი ხმალი იშიშვლა და სამჯერ მოიქნია მის თავსზემოთ. ჭაბუკმა თავდაპირველად ხუმრობად ჩათვალა ყოველივე, მაგრამ როდესაც მეფემ განაცხადა, რომ მისი მოკვლა აქვს განზრახული, ენითუთქმელმა ძრწოლამ შეიპყრო და ამისგან გამოეღ-ვიძა. ცოტა ხანში, გონს რომ მოვიდა, დაფიქრდა იმაზე, თუ რას მოასწავებდა ეს სიზმარი, და ბოლოს დაასკვნა, რომ ამ ხილვით უფალი მონანიებისკენ და მართალი ცხოვრებისკენ მოუწოდებდა. ასე კი დაასკვნა, მაგრამ ცხოვრების ნირი არ შეუცვლია. მაშინ კვლავ შეაგონა იგი უფალმა: მალე მას მძიმე სენი შეეყარა და ერთხელაც ავადობის დროს თავი ქრისტეს სამსჯავროზე იხილა. მის წინაშე ანგე-ლოზებით გარშემორტყმული ისეო ქრისტე იდგა, ხოლო ზურგსუკან შემზარავ და პირქუშ უფსკრულს დაეღო პირი.

   -უწყი განა, ვინა ვარ?-ჰკითხა ქრისტემ ჭაბუკს.

  -ვუწყი, უფალო,-მიუგო მან,-რომ ხარ ჩვენს დასახსნელად განკაცე-ბული ძე ღვთისა და თავად უფალი, როგორც წმინდა წერილიც გვა-სწავლის.

   -და თუკი უწყი წმინდა წერილიდან ჩემს შესახებ, მაშ რად დაივი-წყე, რას შეგაგონებდა სიზმრად მოვლენილი მეფე?

   -შეძრწუნებული ვარ, უფალო,-მიუგო ჭაბუკმა.

  -და თუკი ძრწი, მაშ რად არ ზრუნავ გამოსწორებაზე?-თქვა ეს უფა-ლმა და ბრძანა, უფსკრულში ჩაეგდოთ ჭაბუკი. შეშინდა იგი და სა-შველად ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მოუხმო, და ამ ლოცვამ იხ-სნა იგი. უფალმა ბრძანა:

   -შეიწყალეთ იგი დედის ჩემის ვედრების გამო.

   ამით დასრულდა მისი ხილვა. რომ გამოჯანმრთელდა, ჭაბუკი ერთ ღვთისმოსავ ბერთან წავიდა და ხილვის შესახებ მოუთხრო. მან მო-უსმინა და ასე უთხრა:

   -ჰმადლობდე უფალს, რომ ამგვარი შეგონების ღირსი გაგხადა. მი-ატოვე ძველი ცხოვრება, რათა არ დაგემართოს ისე, როგორც დაემა-რთა მას, ვისზედაც ახლა გიამბობ:

   ერთმა კაცმა, სახელად გიორგიმ, შენს მსგავსად იხილა, როგორ წა-რდგა ქრისტეს სამსჯავროზე; იხილა ისიც, შემდეგ როგორ შეკრეს და როგორ მიჰყავდათ იმავე უფსკრულისკენ, რომელიც შენც მოგელოდა. ხილვაში მას ოცი დღე მისცეს გამოსასწორებლად, მან კი დაივიწყა, რაც ენახა, და კვლავ ცოდვილ ცხოვრებას განაგრძობდა. მაგრამ ოცი დღის შემდეგ მას მართლაც მოელოდა უფლის სამსჯავროზე წარ-დგომა, რადგანაც მისი სული სხეულს გაეყარა; ახლა თავადაც შეგ-იძლია, განჭვრიტო მისი ხვედრი.

   ამის გამგონე ჭაბუკმა ქონება ღარიბებს დაურიგა, სათნო ცხოვრებას შეუდგა და ღვთისმოსაობით გადავიდა საუკუნო სავანეში.

   აქედან ცხადდება, ძმანო, რომ საღვთო ჩაგონებებს, ან, უკეთ, მონა-ნიებასთან ჩვენს მიმყვან საღვთო სიკეთეს ორგვარად შეიძლება მოვე-კიდოთ: შეიძლება, ყურად არ ვიღოთ იგი და ამგვარად გამოვიჩინოთ თვალსაჩინო და ვერსაპატიებელი უმადურება ღმერთის მიმართ; რის გამოც, რასაკვირველია, საგანგებო სასჯელს მივეგებით; ხოლო შეიძ-ლება, გულისხმავყოთ მისი შეგონება, ვმადლობდეთ ღმერთს, ქმე-დითად შევცვალოთ საკუთარი ცხოვრება და ამგვარად ღვთისგან მივიღოთ შენდობა და საუკუნო ნეტარება. ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი I.



  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine