xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წმ. მამათა საგანძურიდან » მწუხარებაც სასარგებლოა
მწუხარებაც სასარგებლოა
15-11-2014, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

მწუხარებაც სასარგებლოა

 

იოანე ოქროპირის სწავლებიდან

  სვინაქსარში მოცემულ ერთ-ერთ საეკლესიო სწავლებაში, სხვათა შორის, ნათქვამია: თუ სევდა-ნაღველი მოგვეცა, კი არ უნდა ვიდრტ-ვინავდეთ, არამედ უნდა გვიხაროდეს, რადგანაც მასშია ჩვენი კურ-ნება და ჩვენი სულიერი წყლულებისათვის სარგებლობა მოაქვს, და თუმცა მწარეა, მეორე მხრივ ტკბილიცაა. მწუხარების დროსაც უფლის მადლობელნი უნდა ვიყოთ, რადგანაც ის განუსჯელად კი არ გვეძ-ლევა, არამედ-ჩვენი სულების სასარგებლოდ. სამართლიანად თუა ნათქვამი, ძმებო, სვინაქსარში მწუხარების შესახებ? მართალია თუ არა, რომ ის ჩვენი კურნებაა და სარგებელი ჩვენი სულიერი წყლუ-ლებისათვის? და სწორია თუ არა, რომ მწუხარება ერთი მხრივ მწარეა, მეორე მხრივ კი-ტკბილი? დაბოლოს, მართალია თუ არა, რომ ღმერთი ამ უკანასკნელს განუსჯელად კი არ გვიგზავნის, არამედ ჩვენი სუ-ლების სასარგებლოდ? დიახ, ძმანო, ეს ყველაფერი სრული სიმართ-ლეა, რასაც ჩვენ მსოფლიო მოძღვრის, წმ. ოქროპირის სიტყვებით და-გიმტკიცებთ:

   ვისაც არ სურს, ამ ცხოვრებაში მოითმინოს მწუხარება, განსაცდე-ლები და ყოველგვარი უსიამოვნება, - გვასწავლის ის, - ის მცირეა უფ-ლის წინაშე; ხოლო ის, ვინც რწმენასა და სათნოებებში ცხოვრობს, მოთმინებით იტანს ტანჯვას და სიხარულით იღებს უსიამოვნებებსა და უბედურებებს, ის დიდია უფლის წინაშე, ადამიანებიც პატივს მიაგებენ და ანგელოზნიც განადიდებენ. ვინც ამ ცხოვრებაში სცოდ-ავს და არანაირ გაჭირვებას არ სცნობს, მომავალში დიდი ტანჯვა ელის. დამთმენნი და განსაცდელებისათვის უფლის მადიდებელნი კი წმინდანთა თანასწორი ხვედრის ღირსნი შეიქმნებიან. არ გჯერათ? გაიხსენეთ იობის თავს დატეხილი უბედურებანი, მოციქულთა ტანჯ-ვა და განსაკუთრებით პავლეს მიერ გამოვლილი მრავალი მწუხარება და დარწმუნდებით. როდესაც იობი ქველ საქმეებს სჩადიოდა და ღვთივსათნო ცხოვრებას ეწეოდა, მცირე იყო უფლის თვალში, ხოლო როდესაც მრავალი უბედურება იწვნია, მაშინ განდიდდა უფლის წინაშე და წმინდანთა შორის. ასევე მოციქულნიც-ვინც მხოლოდ სასწაულებს აღასრულებდნენ და სათნოებებით ცხოვრობდნენ, მაშინ არ ყოფილან განთქმულნი, ხოლო როდესაც მრავალი ტანჯვა და უბე-დურება დაითმინეს, მეტად განდიდდნენ. და პავლემაც, რაკი ყვე-ლაზე მეტი მწუხარება დაითმინა, სხვებზე უპირატესი გვირგვინიც მიიღო. ის რჩეულია უფლისა და მის გამო სხვა რჩეულნიც მეტად ცხონდებიან. გახსოვდეთ, როგორც ცეცხლში ნაწრთობ ოქროს ემატება ბრწყინვალება, ასევე ტანჯვაგამოვლილი წმინდანიც იმატებს დიდე-ბას. დავითმინოთ მწუხარება, რომ მის ნაცვლად უფლისაგან უხვად მოგვეცეს ზეციური მადლი.

   ამგვარად, სვინაქსარში სამართლიანადაა ნათქვამი, რომ მწუხარება ჩვენთვის სასარგებლოა და ჩვენი სულიერი წყლულების მაკურნებე-ლია, რომ ის მწარეა ერთის მხრივ, მაგრამ მეორე მხრივ ტკბილიც არის, და რომ ჩვენ უფლის მადლიერნი უნდა ვიყოთ, რადგანაც ის მწუხარებებს ბრძნული განსჯით გვიგზავნის. დიახ, როგორც ახლა წმ. ოქროპირისაგან მოისმინეთ, მწუხარება ჩვენ გვირგვინს გვადგამს და მარადიული დიდებისაკენ მიგვიძღვის. ამიტომაც, მწუხარებაშიც გუ-ლდამშვიდებული ვიყოთ, ნუ გავხდებით მისგან უღონო-ქმნილნი, დავუტევოთ სულმოკლეობა და გულგატეხილობა, და მარად გვახსო-ვდეს ის ჭეშმარიტება, რომ რაც მძიმეა ბრძოლა, მით სახელოვანია გამარჯვება; რაც ახლა ძნელია ღვაწლი, მით ბრწყინვალე გვირგვინს იმსახურებს. ამინ.

 

 

„სვინაქსარი". ტომი I.



  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine