პეტრე-პავლობის მარხვა აღდგომიდან 58-ე დღეს იწყება და გრძელდება პეტრე-პავლობის დღესასწაულამდე - 12 ივლისამდე. ანუ ამ მარხვის დასაწყისი ცვალებადია, ხოლო დასასრული ყოველწლიურად უცვლელია, სწორედ ამიტომ არის რომ პეტრე-პავლობის მარხვა ერთადერთია ხანგრძლივ მარხვათა შორის, რომლის ხანგრძლივობა ყოველწლიურად ცვალებადობს.
წელს მარხვა 12 ივნისიდან 12 ივლისამდე გასტანს.
პეტრე-პავლობის მარხვა ხსნილია თევზით, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა.
Xareba.net - ის რედაქცია