xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » სხვადასხვა » წმინდანნი ჩვენთვის უფლისაგან ცოდვათა მიტევებას გამოითხოვენ
წმინდანნი ჩვენთვის უფლისაგან ცოდვათა მიტევებას გამოითხოვენ
12-11-2014, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

წმინდანნი ჩვენთვის უფლისაგან ცოდვათა მიტევებას გამოითხოვენ

 

   ჩვენ ყველანი, ძმანო, უფალს ჩვენი ცოდვების მიტევებას ვევედ-რებით. მაგრამ, რაკი ვაცნობიერებთ საკუთარ უღირსებას და ცოდვის-მიერ უწმინდურებას და ვგრძნობთ, თუ რარიგად დავშორდით უფ-ალს ჩვენი ცოდვების გამო, გვმართებს, დახმარებისათვის წმინდანებ-საც მივმართოთ, როგორც უფალთან ახლო მყოფთ და ლოცვით გა-მოვითხოვოთ მათგან შუამდგომლობა ჩვენი უმართებულობის გამო-სასწორებლად. ზეციურ სავანეებში წმინდანნი უფალ იესო ქრისტეს-თან ახლო ურთიერთობის ღირსნი შექმნილან, რომელი არს ერთა-დერთი შეუამდგომელი ღმრთისა და კაცთა, რომელმან მისცა თავი თვისი სახსრად ყოველთა (1 ტიმ. 2,5). მათ მინიჭებული აქვთ მადლი, ილოცონ ჯერ ისევ ცოდვით დამძიმებულ მიწიერ ძმათათვის, გამოითხოვონ მათთვის ამ ცოდვათა მიტევება და მათკენ მიმართული უფლის რისხვა წყალობით შეცვალონ.

   ერთი დედაკაცი, რომელიც მძიმე ცოდვაში ჩავარდა და სირცხვი-ლის გამო ვერ შეძლო თავის სულიერი მოძღვრისათვის ამ ცოდვის გამხელა, წმ. იოანე მოწყალესთან, ალექსანდრიის პატრიარქთან მივი-და, დაემხო მის ფეხებთან და შეჰღაღადა:

   -ჰოი, უნეტარესო, მე ისე მძიმედ შევცოდე, რომ არ ძალმიძს, გაგიმ-ხილო, მაგრამ მწამს, რომ შენ ერთს შეგიძლია ჩემი ახსნა ამ ცოდვი-საგან!

   -თუ რწმენით მოსულხარ, მაშ გამანდე, რაც ჩაგიდენია,-მიუგო იოა-ნემ.

   -არ ძალმიძს, უფალო,-უპასუხა დედაკაცმა.

  -მაშინ, თუკი გრცხვენია,-უთხრა იოანემ-წადი, დაწერე შენი ცოდვა ქარტიაზე და ისე მომიტანე-უთხრა იოანემ.

   -ვერც მაგას ვიზამ,-მიუგო დედაკაცმა.

   -დაწერე და დაბეჭდილი მომიტანე,-დაავალა პატრიარქმა.

   ქალმა ბრძანება შეასრულა, მოუტანა იოანეს ქარტია და თან ევედრა, რომ არ გაეხსნა. ამის შემდეგ ის წავიდა თავის ქალაქიდან, ხოლო წმ. პატრიარქი მისგან ქარტიის მიღებიდან მე-5 დღეს აღესრულა და კიდეც დაკრძალეს. როდესაც დედაკაცმა ამის შესახებ შეიტყო, ქალა-ქში დაბრუნდა. ის ფიქრობდა, რომ მისი ცოდვის შესახებ თუ ბევრმა არა, რამდენიმე კაცმა მაინც შეიტყო. საშინელი მწუხარებით მოცული მიეახლა იოანეს კუბოს და იწყო გოდება:

   -ჰოი, ღვთის კაცო! შენ ერთადერთსაც კი ვერ გაგიმხილე ჩემი ცო-დვა, ახლა კი ამის შესახებ ყველამ შეიტყო. იქმდე არ მოვცილდები შენს კუბოს, ვიდრე არ გამიმხელ, სად არის ჩემი ხელნაწერი. მწამს, რომ არ მომკვდარხარ და ჯერ ისევ ცოცხლობ.-ასე გოდებით, უჭმელ-უსმელმა გაატარა მან პატრიარქის კუბოსთან სამი დღე. მესამე ღამეს მას იოანე გამოეცხადა ორ ეპისკოპოსთან ერთად, რომლებიც ადრევე დაეკრძალათ მის გვერდით და უთხრა:

   -ჰოი, დედაკაცო, როდის მოგვასვენებ და შეწყვეტ ჩვენი საფლავე-ბის ცრემლებით რწყვას?-ამ სიტყვებით წმინდანმა ხელში თავისი ქარტია ჩაუდო და დასძინა:-გახსენი და ნახე!-დედაკაცმა ქარტია გა-მოართვა და ხილვაც დასრულდა. როდესაც გახსნა, ქალმა დაინახა, რომ მის მიერ ქაღალდზე გადატანილი ცოდვა გადახაზულია და ქვემოთ მიწერილი აქვს:

   -ჩემი მონის, იოანეს გულისათვის გეპატია ეს ცოდვა.-და დედაკა-ცი, რომელმაც ცოდვისაგან გამოხსნა მიიღო,-დასასრულ გვეუბნება გადმოცემა-დიდი სიხარულით მოცული დაუბრუნდა თავის სახლს.

   ამ გადმოცემიდან, ძმებო, ნათლად ჩანს, რომ, წმინდანნი ჭეშმარი-ტად ფლობენ მადლს, ილოცონ ჩვენთვის, გამოითხოვონ ჩვენი ცოდ-ვების შენდობა და ჩვენკენ მომართული უფლის რისხვა წყალობად შეგვიცვალონ. ამიტომაც, ვევედროთ მათ ლოცვით, რომ ჩვენზე სამა-რთლიანად აღძრული უფლის რისხვა დააცხრონ, გვიშუამდგომლონ მის წინაშე ჩვენი ცოდვების მიტევებისათვის; დაბოლოს, გამოით-ხოვონ ჩვენთვის ღირსეული, უმტკივნეულო ქრისტიანული აღსასრუ-ლი და მშვიდობიანი და კეთილი სიტყვისგება უფლის საშინელი სამსჯავროს წინაშე. ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი I. 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine