xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » სხვადასხვა » როგორ უნდა მოიქცეს ქრისტიანი ავადმყოფობის დროს?
როგორ უნდა მოიქცეს ქრისტიანი ავადმყოფობის დროს?
10-11-2014, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

როგორ უნდა მოიქცეს ქრისტიანი ავადმყოფობის დროს?

 

წმინდა იოანე ოქროპირის სასწაული - არქელაოზზე აღსრულებული

 

   ძმანო! თუკი რომელიმე ჩვენგანს ავადობა შეიპყრობს, მით უფრო-მძიმედ და ხანგრძლივად თუ დავავადდებით, ჩვენ, როგორც წესი, არაფერს ვიშურებთ მისგან განსაკურნად; საშველად ექიმებს მივმარ-თავთ, ფულს არ ვიშურებთ მათ გასამრჯელოდ და წამლების შესა-ძენად. მაგრამ ძლიერ ხშირად ხდება ისიც, რომ ექიმების დახმარებას სარგებელი არ მოაქვს. ავადმყოფობა არ გვეშვება, სულით ვეცემით და სრულიად ვკარგავთ გამოჯანმრთელების იმედს. საზარელ დღეში ვართ! როგორ მოვიქცეთ ასეთ დროს?

   ანტიოქიაში ცხოვრობდა წარჩინებული კაცი, სახელად არქელაოზი. ერთხელაც მას კეთრმა დაუფარა სახე. დიდხანს აწვალებდა ეს სენი და, მიუხედავად მრავალი მცდელობისა, ვერაფრით მოიშორა იგი. მეტისმეტად წუხდა თავადი! ახლობლები ზიზღით უცქერდნენ და იგიც იძულებული იყო, მუდამ დამალვოდა, მორიდებოდა მათ მზე-რას. ერთმა ახლო მეგობარმა, ვისაც მეტად ებრალებოდა იგი, ერთხე-ლაც ამგვარი რამ შესთავაზა:

   -აქედან არცთუ მოშორებით მონასტერია. იმ მონასტერში ცხოვრობს ბერი, სახელად იოანე. მრავალი კეთილი სიტყვა მსმენია მასზე, მრა-ვალი ქრისტიანი მიმართავს მას სათხოვარით. წავიდეთ მასთან და შევთხოვოთ, ილოცოს შენთვის, რა მოხდება?

  არქელაოზი დათანხმდა. ორივენი მივიდნენ მონასტერში, სადაც იოანე ცხოვრობდა, დაემხნენ მის ფერხთით და კურნებას ევედრებო-დნენ. მეგობრების თხოვნის პასუხად იოანემ ამგვარი რამ უთხრა არ-ქელაოზს:

  -აღუთქვი ღმერთს, რომ ამიერიდან დაიცავ მის მცნებებს; შემდეგ, გლახაკთა პეშვები აავსე შენი სახელით გაცემული მოწყალებით; და-ბოლოს, ირწმუნე, რომ ღმერთს შეუძლია შენი განკურნვა.

   არქელაოზმა მიუგო:

   -ყველაფერს აღვასრულებ, რაც გიბრძანებია, და, თუკი ვინმეს უსა-მართლოდ მოვტაცე რამე-მეტობით დავაბრუნებ, ოღონდ კი განმკურ-ნე, ღირსო მამაო!

   მაშინ იოანემ ძმებს უბრძანა, ნაკურთხი წყლით განებანათ არქელა-ოზი და იგი სრულიად გამოჯანმრთელდა.

   მაშასადამე, აი, როგორ უნდა მოვიქცეთ ავადობის ჟამს: განვმტკიც-დეთ რწმენაში, დავამსხვრიოთ ჩენი შემკვრელი ცოდვათა ხუნდები, მართალი ცხოვრების დაწყების აღთქმა დავდოთ და შეძლებისდა-გვარად დავეხმაროთ გაჭირვებულებს. არქელაოზისათვის წმინდა ოქ-როპირის მიერ მიცემულ რჩევაში იქნებ იმის პასუხიც ვიპოვოთ, თუ რატომაა, რომ ხშირად, ექიმთაგან მიღებული მრავალი დახმარების მიუხედავად, მაინც არაფერი გვრგებს. ხომ ცხადია: ექიმები იმიტომ ვერ გვშველიან, რომ ღმერთი უარობს ჩვენს დახმარებას. ხოლო ეს რატომღა ხდება? იმად, რომ ჩვენ თავად ვივიწყებთ უფალს, მასზე არ ვამყარებთ იმედს, მას არ მივმართავთ დახმარებისთვის. მაშ, სამომა-ვლოდ შევისმინოთ წმინდა ოქროპირის სიტყვა და მისი რჩევისამებრ მოვიქცეთ ავადმყოფობის დროს. მაგრამ რად ვამბობ,-ავადმყოფობის დროსო?-არა, უმჯობესი იქნება, თუკი მისი რჩევისამებრ მოვიქცევით ავადმყოფობამდეც და მუდამჟამსაც. ამინ.

 

 

 

 

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი I. 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine