xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » საცდურები » თავს მძიმე და დაუძლეველი ტვირთის ზიდვა არ უნდა დავაკისროთ
თავს მძიმე და დაუძლეველი ტვირთის ზიდვა არ უნდა დავაკისროთ
9-11-2014, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

თავს მძიმე და დაუძლეველი ტვირთის ზიდვა არ უნდა დავაკისროთ

 

სიტყვა პატერიკიდან ბერი იოანე კოლოვის და მისი მორჩილების შესახებ

   

   ხშირად ხდება ხოლმე, რომ სულიერ ცხოვრებაში გამოუცდელი ადა-მიანები, მათი გულმხურვალების და საკუთარ თავზე გადამეტებული წარმოდგენის გამო, ფიქრობენ ხოლმე, რომ შეუძლიათ, მხოლოდ სა-კუთარი ძალით დაძლიონ ყველა დაბრკოლება, რაც კი წინ გადაეღო-ბებათ ცხოვრების გზაზე მიმავალთ. ამის გამო ხშირად თავს იდებენ მძიმე და დაუძლეველ ვალდებულებებს. ეს მეტად არაკეთილგონივ-რული და სახიფათო საქციელია. სიმაღლეებზე ასვლას ფიქრობენ და, როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, მით უფრო მწარედ ეცემიან; ხშირად დაცინვის საგანნი, სხვათა საცდურნი ხდებიან და შეიძლება, საბოლოოდაც დაიღუპონ, თუკი დროულად არ მოეგებიან გონს, არ მოინანიებენ და მორჩილებას არ ისაწვლიან - გამოცდილ ადამიანთა ხელმძღვანელობით.

   ნეტარი იოანე კოლოვი, ვინც სიყმაწვილეში დატოვა ეს სოფელი, თავის ღვიძლ ძმა დანიელთან ერთად ერთ-ერთ სკიტში წავიდა და იქ ორივენი გულმოდგინედ იღვწოდნენ მარხვასა და ლოცვაში. გარკვე-ული ხნის შემდეგ იოანემ ჩათვალა, რომ ღვაწლი, რომელსაც ღვთის საამებლად ეწეოდა, საკმარისი არ იყო; უხორცო ანგელოზად წარმო-იდგინა თავი და ერთხელაც უთხრა ძმას, რომ ამიერიდან აღარც სამოსზე იზრუნებს, აღარც საზრდოს მიიღებს. განიძარცვა სამოსი და სენაკიდან გავიდა. მაგრამ, სამწუხაროდ, იოანე მალევე დაისაჯა განუსჯელი საქციელის გამო. უდაბნოში გატარებულ პირველსავე ღამეს გაუსაძლისმა სიცივემ აიძულა, კვლავ ძმასთან გაქცეულიყო. იგი უკან დაბრუნდა და ძმას ევედრებოდა, საჩქაროდ გაეღო მისთვის კარი. იოანეს ხმა რომ გაიგონა, დანიელმა, ვისაც ეწადა, გონს მო-ეყვანა იგი, იკითხა:

   -ვინ აკაკუნებს კარზე?

  -იოანე ვარ, ძმა შენი,-იყო პასუხი,-შემომიშვი, ვკვდები სიცივისა-გან!

   -რად განგიზრახავს ჩემი ცდუნება, დემონო?-უთხრა დანიელმა,-განა არ უწყი, რომ ჩემი ძმა ანგელოზია, ხორცზე არ ზრუნავს, არც საზრ-დელს მიიღებს? ნუ მაცდუნებ!

   ამის გამგონე იოანემ შეინანა ძმის წინაშე და მანაც კარი გაუღო. ამ შემთხვევის შემდეგ იოანემ შეიგნო საკუთარი საქციელის უგუნურება; მალევე ეახლა იმ დროის უდიდეს მოღვაწეს პავლე თებელს და დიდი ხანი დაჰყო მასთან ღრმა მორჩილებითა და სიმდაბლით. საბოლოოდ მართლაც მიაღწია სრულყოფილებას და ცხონდა.

   ამგვარად, ძმანო, ნურასოდეს იფიქრებთ საკუთარ თავზე აღმატე-ბით. პირიქით, რაც უფრო წარემატებით სათნოებებში, მით უფრო მდაბლად შეაფასეთ თავი და წინ ნუ გაიჭრებით. თუკი გაგიჩნდებათ ფიქრი, დატოვოთ სოფელი, უარი თქვათ ყოველივე ამქვეყნიურზე-ნუ იჩქარებთ მის ასრულებას, არამედ გამოცდილ ადამიანებს დაეკით-ხეთ რჩევას. ხომ ხედავთ, რომ ამპარტავნებისგან წმინდანებიც კი ეცემოდნენ, ჩვენ კი, ცოდვილნი, უფრო ადვილადაც დავეცემით. და-უფიქრებელი საქციელით მხოლოდ დაბრკოლებებს ვიმრავლებთ სას-უფევლისკენ მიმავალ გზაზე. ღირსი არსენი მოგვითხრობს, რომ ერთ-ხელ ანგელოზმა მას უჩვენა ტაძარი და ორი კაცი, ტაძრის კარში მო-რის შეტანას რომ ცდილობდა. მათ სიგრძივ როდი მიჰქონდათ მორი, არამედ გარდიგარდმო მიებჯინათ კარისთვის და ამიტომ ვერაფრის-დიდებით ვერ შედიოდნენ ტაძარში.

   -ვინ არიან ესენი?-ჰკითხა არსენმა ანგელოზს.

  -ისინი არიან, ვინც ამპარტავნებით სჩადის სიკეთეს,-მიუგო ანგელ-ოზმა,-მათ არ სურთ მორჩილებით სვლა სულიერების გზაზე და გარ-დაუვლად რჩებიან სასუფევლის გარეთ.

   ნუ დაივიწყებთ ამას. ამინ.

 

 

„სვინაქსარი". ტომი I. 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine