წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის და სხვა უხორცო ძალთა ტაძარი; წმინდა მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვა ანგელოზთა სასწაულების შესახებ
ჩვენი წმინდა სარწმუნოება გვასწავლის, რომ უნდა გვახსოვდეს: ჩვენზე მარად მზრუნველი ღმერთის კეთილი ანგელოზები მუდამ თან გვახლავან, გვეხმარებიან და ზრუნავენ ჩვენზე, ვით უფროსი ძმები უმცროსებზე; ხილული თუ უხილავი მტრებისგან, ყოველნაირი ბოროტებისგან, გასაჭირისა და უბედურებისგან დაგვიფარავენ. შესაძ-ლოა, ძმანო, ეს ჭეშმარიტება საქმით დავამტკიცოთ? გიპასუხებთ: დიახაც შესაძლოა, და სულ იოლადაც, რაშიც ახლავე დაგარწმუნებთ.
სვინაქსარში ნოემბრის მერვე დღისათვის ზოგადად ანგელოზებზე და კერძოდ მათ წინამძღოლ მიქაელზე ნათქვამია: უფლის მრავალგ-ზისი და უდიდესი სიკეთე ადამიანთა მიმართ ღვთის ანგელოზების ქმედებითაა გამოხატული. ისინი ჩვენი შუამავალნი არიან ღმერთთან, ჩვენი მეოხნი და ჩვენთვის მვედრებელნი მის წინაშე. მიქაელი კი, ამ ზეციური მხედრობის სარდალი, ყველანაირი ჭირისა და მწუხარე-ბისგან, ავადობისგან და ბოროტ ცოდვათაგან დაგვიფარავს. ამგვარად წერია პროლოგში ანგელოზთაგან ჩვენთვის გაწეული სიკეთის თაო-ბაზე. ანგელოზებმა გადაარჩინეს ლოთი უკეთურ ქალაქ სოდომთან ერთად დაღუპვას, როდესაც მოქალაქეთა ურჯულოების გამო ცეცხ-ლის წვიმა დაატყდა მათ საცხოვრისებს. უფლის ანგელოზი ორგზის გამოეცხადა და გამოკვება წინასწარმეტყველი ელია, როდესაც ურჯუ-ლო ისრაელიანთაგან დევნილი წინასწარმეტყველი უდაბნოში გაიქცა და იქ მწუხარებისა და შიმშილისაგან იტანჯებოდა. მეფე ეზეკიელის ლოცვით ანგელოზმა ერთ ღამეში ასირიელთა ასოთხმოცდახუთია-თასიანი ლაშქარი გაწყვიტა და იერუსალიმი მათი თავდასხმისგან იხსნა. ანგელოზმა შეუკრა ლომებს პირი და წინსაწარმეტყველი დანი-ელი მხეცებისგან ჩანთქმას გადაარჩინა. ანგელოზმა საპყრობილედან დაიხსნა მოციქულები (საქმ. 5,19), აგრეთვე-მოციქული პეტრე (საქმ. 12,7), კორნილეოს ასისთავს შეაგონა, მოციქული მეოხმო, რათა მას ასისთავისა და მისი ოჯახობისათვის ქრისტეს სარწმუნოება შეესწავ-ლებინა (საქმ. 10,3) დაბოლოს, ანუგეშა და განამტკიცა პავლე მოციქუ-ლი განსაცდელისას (საქმ. 27,23).
ამ მაგალითებიდან ცხადად ჩანს ჭეშმარიტება, რომ წმინდა ანგე-ლოზები მართლაცდა ახლოს არიან ჩვენთან, კეთილისმყოფელებად გვევლინებიან, ზრუნავენ ჩვენზე და ყველანაირი გასაჭირისა და უბედურებისაგან გვიხსნიან. ხოლო ყოველივე ამის ცოდნამ რისკენ უნდა გვიბიძგოს? რასაკვირველია, იმისაკენ, რომ გვახსოვდეს ანგე-ლოზთა სიკეთე, თაყვანს ვცემდეთ წმინდა ანგელოზებს, ლოცვით მიმვმართავდეთ მათ, პატივს მივაგებდეთ მათი ხსენების დღეებს და, დასასრულ, ცხადად თუ დაფარულად მხოლოდ სიკეთის ქმნას ვცდი-ლობდეთ, რათა კეთილი ქცევით დავიმსახუროთ მათი კეთილგან-წყობა, მფარველობა და მეოხება ზეციური მამის წინაშე, ამინ.
„სვინაქსარი". ტომი I.