xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » სხვადასხვა » მონანიე ცოდვილებს სათუთად უნდა მოვექცეთ
მონანიე ცოდვილებს სათუთად უნდა მოვექცეთ
2-11-2014, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

მონანიე ცოდვილებს სათუთად უნდა მოვექცეთ

 

ამბავი წმინდა სერაპიონისა, მეძავი რომ იხსნა

 

   მოხდება ხოლმე, რომ უდიდეს ცოდვილთაგან ზოგს ღრმა სინა-ნულის წუთები დაუდგება და ამ დროს, რაკი საკუთარ თავში ნუგეშის წყაროს ვერ ჰპოვებენ, ახლობლებს მიმართავენ, თავიანთ ცოდვათა გამო მწუხარებას უზიარებენ და სთხოვენ რჩევას: როგორ მოიქცნენ? როგორ ისხნან სული? და ასე შემდეგ, ძმანო! რომელიმე თქვენგანთან ამგვარი ადამიანი რომ მოსულიყო და დახმარება ეთხოვა, როგორ მოიქცეოდით? არ ვიცი; მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთს სჩვევია: ან საერთოდაც გააძევონ თავისგან ისინი, ვინც უდიდეს ცოდვილთა სახელით არიან დადაღულნი, ან არადა, იმგვარი შეგო-ნება წაუკითხონ მათ, რომლის შემდეგაც ისინი ახლოსაც არასოდეს გაეკარებიან. ამგვარი ქცევა საქებარი არაა. ასე მგონია, რომ მნიშვნე-ლოვნად შემცირდებოდა ცოდვილთა რიცხვი, სათნოდ და თანაგრძ-ნობით რომ მოვპყრობოდით და გულმოწყალების მალამო გვეცხო მათ იარებზე.

   ერთხელ ღირსმა სერაპიონმა, ვინც საჭიროების გამო უდაბნოდან ქალაქს ჩავიდა, დაინახა მეძავი, შეებრალა იგი და გულმხურვალედ შესთხოვა უფალს მისი გადარჩენა. ლოცვა შესმენილი იქნა: მეძავი მის ფერხთით დაეცა და გოდებით  შესთხოვა:

  -მამაო, იყავ გულმოწყალე, წამიყვანე, სადაც გსურს, ოღონდ კი ვცხონდე; ხომ სწორედ ამისთვის გამოგგზავნა ჩემთან თავად უფა-ლმა!

   სერაპიონმა თხოვნა აუსრულა, თან წაიყოლა და დედათა მონას-ტერში მიიყვანა იგი. იღუმენიას, რომელსაც მეძავი ჩააბარა, ასე უთხ-რა:

   -არაფერი აუკრძალო მას; დაე, როგორც თავად სურს, ისე გადაირ-ჩინოს სული. შენ ნურაფერს დაავალებ.

   და რა მოხდა? კეთილმა განკარგულებამ კეთილი ნაყოფი გამოიღო. ცოდვილი ქალი რაც მეტ სათნოებათა და სიყვარულს ხედავდა სხვებში, მით ღრმად აცნობიერებდა საკუთარ ნაკლულოვანებებს და მით უფრო ცდილობდა, რაც შეიძლება მალე გამოესწორებინა ისინი. მცირე ხანი რომ დაჰყო მონასტერში, თავადვე ისურვა, დღეში ერთ-ხელ მიეღო საზრდელი, შემდეგ-ორ დღეში ერთ-ხელ, შემდეგ განმარ-ტოება მოიწადინა და ბოლოს, მონანიებული, სათნო-ეყო ღმერთს და, ცოდვებს დახსნილი, უფალს მიებარა.

   ამგვარად, არა მხილების მკაცრი სიტყვებით, არამედ სახარებისე-ული სათნოებით უნდა მოვეპყრათ მონანიე ცოდვილებს. როდესაც ხის გადარგვა სურთ ცუდი ნიადაგიდან კარგში, უხეშად როდი გლე-ჯენ მას მიწიდან, არამედ დიდი სიფრთხილით თხრიან-სხვაგვარად შეიძლება, საერთოდაც დაღუპონ იგი. მონანიე ცოდვილსაც სწორედ ისევე უნდა მოვექცეთ, როგორც ხეს, რომელიც დაჩიავებულია, მაგრამ ჯერაც შესაძლოა, გამოცოცხლდეს-სათნო და ფრთხილი მოპყრობით. ამინ.

 

 

 

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი I. 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine