xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წმიდათა ცხოვრება » რაც მეტად დაგწამებენ ცილს, უფალი მით მეტად განგადიდებს
რაც მეტად დაგწამებენ ცილს, უფალი მით მეტად განგადიდებს
30-10-2014, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

რაც მეტად დაგწამებენ ცილს, უფალი მით მეტად განგადიდებს

 

წმ. ოქროპირის ცხოვრებიდან

 

  როდესაც ჩვენი მტრები და ცილისმწამებელნი ხალხში გმობას გვიწყებენ, ჭორებს გვიყრიან და ჩვენს სახელს ლაფში სვრიან, ჩვენ, ჩვეულებრივ, ვღონდებით, სულმოკლენი ვხდებით, და გვგონია, რომ დავიღუპეთ, ყველას ცუდ ადამიანად მივაჩნივართ და ყველამ შეგვიძულა. მაგრამ ეს შეცდომაა. როდესაც საკუთარ თავზე რაღაც ცუდს ვგებულობთ, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ყოვ-ლისმხილველი და სამართლიანი უფალი დაგვყურებს, რომელიც არ დაუშვებს, რომ მტრებმა ჩვენზე იზეიმონ და ბოროტება, რომელსაც ისინი მოგვაგებენ, ჩვენთვის მუდამ სიკეთედ გადაიქცევა.

   როდესაც წმ. ოქროპირი პატრიარქი გახდა, განსაკუთრებული ყუ-რადღება ეკლესიის კრებულის კეთილმოწყობას დაუთმო. ღირსეულ წევრებს ამხნევებდა და სიკეთეში განამტკიცებდა, ხოლო უღირსთ-ამხელდა და სჯიდა. ამის გამო ის მეტად უყვარდათ პირველთ, ხოლო უაკანასკნელნი ვერ იტანდნენ, განსაკუთრებით კი იმიტომ, რომ მათი უკანონო საქმიანობა სააშკარაოზე გამოჰქონდა და ამის გამო ზოგი მათგანი ეკლესიიდანაც კი განკვეთა. და აი, კრებულის ბოროტმა წევრებმა, შური რომ ეძიათ, პატრიარქის შესახებ ხალხში ბოროტი ხმების გავრცელება დაიწყეს და გმობდნენ მას, რომელიც მხოლოდ ხოტბას იმსახურებდა. იოანემ იცოდა, რომ ცილს სწამებდნენ, და როგორ იქცეოდა? ის ამ ხმებს არავითარ ყურადღებას არ აქცევდა, ყველაფერი უფლის სამსჯავროს მიანდო. და რით დამთავრდა ეს ყველაფერი? ისე მოხდა, რომ რაც მეტად გმობდნენ მტრები იოანეს, ის მით უფრო მეტად ითქვამდა სახელს. ცილისწამებამდე ის მხოლოდ თავის სამშობლოში იყო სახელგანთქმული, ცილისწამების შემდეგ კი მის შესახებ სხვა, შორეულ ქვეყნებშიც შეიტყვეს და ბევრნი ჩამო-დიოდნენ იქიდან, რათა ენახათ და მისი შთაგონებული ქადაგებებით დამტკბარიყვნენ.

   ამგვარად, ძმანო, ამის გამგონენი, არ უნდა ვდარდობდეთ ჩენი კეთილი სახელის დაკარგვას, თუკი ჩვენი მტრები ლაფის სროლას დაგვიწყებენ, და არ უნდა გავხდეთ სულმოკლენი, არამედ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენს ზემოთ ყოვლისმხილველი და სამართლიანი უფალია; ყველაფერი, წმ. ოქროპირის მაგალითისამებრ, მის სამსჯავ-როს უნდა მივანდოთ და მაშინ ყველაფერი რიგზე იქნება. ამის შე-სახებ წმ. მეფე და წინასწარმეტყველი დავითიც გვიმოწმებს, როდესაც ამბობს: აღილესნეს ვითარცა მახვილნი ენანი მათნი, გარდააცუეს მშვილდსა მათსა საქმე სიმწარისა, რათამცა განგუმირეს დაფა-რულსა შინა უბიწო; მყის სისრა-უყონ მას, და არა შეიშინონ. და თქუეს: ვინ იხილნეს იგინი? (ფს. 63, 4-5).

   დიახ, გახსოვდეთ, ბოროტება ბოროტებადვე ვერ დარჩება, უფსკ-რულში დაინთქმება, სიკეთე კი მუდამ იმადვე ჰგიებს, რაც ოდითგან იყო. მათზე კი, ვისაც ცილი უსამართლოდ დასწამეს, მუდამ უფლის გაორმაგებული წყალობა იქნება. ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი I. 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine