xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » საცდურები » მოყვასნი არ უნდა განვიკითხოთ
მოყვასნი არ უნდა განვიკითხოთ
27-10-2014, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

მოყვასნი არ უნდა განვიკითხოთ

 

   განკითხვის ცოდვა ყველაზე საძულველი ცოდვაა ღვთისათვის. ეს შემდეგი მონათხრობით დასტურდება:

   ღირსი იოანე მოგვითხრობს: ერთხელ მოვიდა ჩემთან ბერი მეზო-ბელი მონასტრიდან და მე ვკითხე მას:

   -როგორ ცხოვრობენ მამები?

   -კარგად, თქვენი ლოცვა-კურთხევით.-მომიგო მან.

   შემდეგ შევეკითხე ერთ ბერზე, რომელსაც არ ჰქონდა დაგდებული კეთილი სახელი, და სტუმარმა მითხრა:

   -იგი სრულიად არ გამოცვლილა, მამაო!

   ამის გამგონემ, წამოვიძახე:

   -ცუდია!

   როგორც კი ეს წარმოვთქვი, მაშინვე რაღაცნაირი აღტაცება ვიგრძენი და ვიხილე იესო ქრისტე-ორ ავაზაკს შორის ჯვარცმული. მე გავეს-წრაფე მაცხოვრის თაყვანისაცემად, მან კი მიმართა მის წინაშე მდგომ ანგელოზებს და უთხრა:

   -განაგდეთ იგი აქედან, რადგანაც მან ჩემს სამსჯავრომდე განიკით-ხა თავისი მოძმე.

   და როდესაც, ღვთის სიტყვისაებრ, გამაძევეს, კარში ჩემი მანტია დარჩა. შემდეგ კი გამოვფხიზლდი.

   -ვაგლახ მე,-ვუთხარი ჩემთან მოსულ ძმას,-ავია ეს დღე ჩემთვის!

   -რადაა ასე?-მკითხა მან.

  მაშინ ვუამბე ჩემი ხილვის შესახებ და აღვნიშნე, რომ ჩემს მიერ დატოვებული მანტია ღვთის საფარველისა და შემწეობის დაკარგვაზე მიმანიშნებდა. იმ დღიდან შვიდი წელი უდაბნოში ვეხეტებოდი, არც პურს ვიღებდი, არც ჭერქვეშ შევდიოდი, არც ადამიანს ვესიტყვე-ბოდი, ვიდრე არ ვიხილე უფალი ჩემი, რომელმაც მანტია დამიბრუნა.

   ხედავთ განა, ძმანო, რაოდენ მძიმე და ღვთისათვის საძულველია მოყვასის განკითხვის ცოდვა? მაგრამ, რამდენადაც მძიმეა იგი, იმდე-ნად მხსნელია ცხოვრება ბოღმის გარეშე და მორჩილებით, სხვათა განუკითხავად.

   მავანი ბერი, ვინც მცონარებით გალია ცხოვრება, სასიკვდილოდ დაუძლურდა. ძმები გარს შემოეხვივნენ სულთმობრძავის სარეცელს და გაოცებით უცქერდნენ, თუ რა მხიარული და უდარდელი იყო იგი სიკვდილის ჟამს. ერთმა ბერმა ჰკითხა მას:

   -ძმაო! ვიცოდით ჩვენ, რომ უზრუნველობით და სიზარმაცით გა-ლიე ცხოვრება. გვითხარი ახლა: აწ, სიკვდილის ჟამს, რად არ ზრუნავ საკუთარ თავზე, რად გვიცქერი ასეთი სიხარულით?

   მომაკვდავმა მიუგო:

   -მართალია, რომ ავად ვცხოვრობდი, მამანო, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბერად აღვიკვეცე, არავინ განმიკითხავს. და აი, ვიხილე ახლა, რომ ან-გელოზებმა მოიტანეს ჩემი ცდოვების ნუსხა და, იმის ჯილდოდ, რომ ბოღმით არავის ვუცქერდი, ჩემს თვალწინ დახიეს იგი. ამიტომაც სი-ხარულით მივეახლები უფალს.

   გესმით რა ყოველივე ეს, ძმანო, ნუ წინასწარ ჟამსა რას განიკით-ხავთ, ვიდრემდის მოვიდეს უფალი, რომელმანცა განანათლოს და-ფარული იგი ბნელისა და განაცხადნეს ზრახვანი იგი გულთანი, და მაშინ ქება იყოს კაცად-კაცადისა ღმრთისა მიერ (1 კორ. 4,5). ნუ განიკითხავთ და არა განიკითხნეთ; და ნუ დასჯით და არა დაი-საჯნეთ (ლუკ. 6,37). ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი I. 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine