საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, სინოდის 3 ივნისის სხდომასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციები ვრცელდება. განცხადებას უცვლელად გთავა-ზობთ:
"ზოგიერთი პიროვნება და სააგენტო რამდენიმე დღეა, მასმედიისა და სოცია-ლური ქსელების საშუალებით ავრცელებს ცრუ ინფორმაციას როგორც კათოლი-კოს-პატრიარქთან დაკავშირებით, ისე 3 ივნისის წმიდა სინოდის სხდომის შესა-ხებ. ისინი მიზანმიმართულად ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, რაც ადრეც რამდენჯერმე განახორციელეს. განვმარტავთ, რომ ეს არის ჩვეულებ-რივი რიგითი სხდომა, რომელიც ყოველ წელს ორჯერ იმართება საქართველოს საპატრიარქოში”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.