xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » სხვადასხვა » უნდა ვივალალოთ თუ არა იმ ცოდვათა გამო, რაც უკვე აღვასარეთ მღვდლის წინაშე?
უნდა ვივალალოთ თუ არა იმ ცოდვათა გამო, რაც უკვე აღვასარეთ მღვდლის წინაშე?
22-10-2014, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

უნდა ვივალალოთ თუ არა იმ ცოდვათა გამო, რაც უკვე აღვასარეთ მღვდლის წინაშე?

 

ამბავი ეპისკოპოსისა, უდაბნოში ოცდაცხრამეტი წელი რომ დაჰყო

 

   როდესაც, ძმანო, ღმერთის წინაშე, სულიერი მამის წინაშე, მოვი-ნანიებთ ჩადენილ ცოდვებს და მიტევებას მივიღებთ, შეგვიძლია განა, ამის შემდეგ სრულიად გადავივიწყოთ წარსულში ჩადენილი ეს ცოდვები? შეიძლება განა, არ ვივალალოთ მათ გამო? შეიძლება, ასე ვთქვათ, სამუდამოდ გავაბათილოთ ისინი საკუთარი სინდისის წი-ნაშე? ამ კითხვას, ძმანო, თქვენს შესაგონებლად ამგვარი მაგალითით მივუგებთ პასუხს:

   ქალაქ სუხენის ეპისკოპოსი სკუთარ თავზე ასე გვიამბობს:

  -როდესაც უბრალო ბერი ვიყავი, ვისურვე, შორეულ უდაბნოში წავ-სულიყავი, რათა მეპოვა ადამიანი, განსაკუთრებული ღვაწლის გამო სათნოქმნილი ღმრთისათვის. დიდხანს მივდიოდი, ვიტანდი სიცხეს, გვალვასა და შიმშილს; დაბოლოს, ვიხილე წყლის ნაკადული, მის ნაპირას მდგარი ქოხი და იქვე ამოზრდილი ფინიკის პალმა. ქოხის გვერდით იდგა მოხუცებული, სულერთიანად თმით მოსილი და შესახედათ საზარელი. როდესაც დამინახა, ჯერ ილოცა, ლოცვის დას-რულების შემდეგ კი ხელი ჩამკიდა და მეკითხებოდა, რად მივედი მასთან, რა ხდება ქვეყნად და კვლავ დევნიან თუ არა ქრისტიანებს. მის კითხვებს რომ ვუპასუხე, ჩემის მხრივაც შევეკითხე:

   -შენ კი საიდან და რატომ მოსულხარ აქ?

  მაშინ კი მოხუცებულმა ცრემლის ფრქვევითა და ქვითინით წარ-მოთქვა:

  -ქრისტიანთა დევნის დროს ეპისკოპოსი ვიყავი. როდესაც ჩვენ, ქრისტიანები, საწამებლად წაგვიყვანეს, მრავალი ტანჯვა დავითმინე ქრისტესთვის, მაგრამ ბოლოს ვეღარ გავძელი და კერპს მსხვერპლი შევწირე. შემდეგ კი გონს მოვეგე, მივხვდი, რაოდენ დიდი ურჯუ-ლოება ჩავიდინე, მოვინანიე და გადავწყვიტე, აქ განვმარტოე-ბულიყავი, რათა საკუთარი ცოდვილობა დამეტირებინა. და აი, უკვე ოცდაცხრამეტი წელია აქ ვიმყოფები, ვგოდებ საკუთარი ურჯულო-ების გამო და ღმერთს პატიებას შევთხოვ.

   მითხრა რა ეს, მოხუცებული კვლავ ლოცვად დადგა და ილოცა, როგორც ამბობენ, მრავალ ჟამს. ლოცვა რომ დაასრულა, მომიახ-ლოვდა და მე შემზარა მისი სახის უჩვეულო გამომეტყველებამ. მან მითხრა:

   -ნუ გეშინია: ღმერთმა გამოგგზავნა, რათა ჩემი ცხედარი დამარხო; მან ახლაღა შემინდო ცოდვა.

   ამის თქმა იყო და, მოხუცებული მიიცვალა, მე კი დავკრძალე მისი ცხედარი.

   ეს მაგალითი ნათლად გვიჩვენებს, რომ მონანიების შემდეგ, თუ-ნდაც სულიერი მოძღვრის წინაშე, ჩვენ მაინც არ უნდა დავივიწყოთ ჩადენილი ცოდვები, არამედ უნდა ვიგლოვოთ ისინი, ვიფიქროთ მათზე და უფლის უძირო გულმოწყალებას მივანდოთ თავი. შეუძ-ლებელია, რომ ეპისკოპოსს, ვინც ვერ გაუძლო ტანჯვას და ამის გამო კერპს მსხვერპლი შესწირა, მაშინვე არ მოენანიებინა სულიერი მო-ძღვრის წინაშე; მაგრამ, მიუხედავად ამისა, მან ოცდაცხრამეტი წელი დაჰყო უდაბნოში და ოცდაცხრამეტ წელიწადს, სიკვდილამდე, გამუ-დმებით ვალალებდა თავისი ძველი ცოდვის გამო. ჩვენც ასევე, ძველ ცოდვათა მონანიებითა და აღსარებით უნდა გავლიოთ სიცოცხლის დარჩენილი დღენი. მაგრამ იმ ჭეშმარიტებას, რომ მუდამ გვახსოვდეს ჩვენი ცოდვანი და უნდა ვიგლოვოთ მათ გამო, ამ ჭეშმარიტებას გვიდასტურებს არა მხოლოდ მოხმობილი მაგალითი, არამედ ეკლე-სიის სწავლებაც, რომლის თანახმადაც მოძღვარი მონანიეს ასე ეუბ-ნება: წარსულ ცოდვათა გამო სინანულს არ დავეხსნები.-ამიტომაც, ვიმეორებთ, მუდამ გვახსოვდეს ჩვენი ცოდვები, ვიგლოვოთ მათ გამო და ღმერთს მათი მიტევება შევთხოვოთ. და თუკი ამგვარად მოვიქცევით, მაშინ უფალი უეჭველად და საბოლოოდ გაგიცხადებს თავის გულმოწყალებას და შეგვიყვანს თავის უწმინდეს სამყოფელში, როგორც შეიყვანა დავითი, ვინც ყოველღამ ცრემლით ალტობდა თავის საწოლს; ვით შეიყვანა პეტრე, მწარედ რომ ტიროდა თავისი შეცოდების გამო; დაბოლოს, ვით შეიყვანა ავაზაკი, ვინც, ჯვარზე გაკრულმა, სულის სიღრმიდან შეჰღაღადა მას: მომიხსენე მე, უფა-ლო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა (ლუკ. 23,42). ამინ.

 

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი I. 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine