ამბავი მავანი იღუმენისა, ვისაც ღვთისგან ეშმაკთა განსხმის უნარი მიენიჭა
ვინც კმაყოფილია თავისი ხვედრით, იგი ბედნიერია. მართლაცდა, შეხედეთ ქრისტიანს, თუნდაც არცთუ მდიდარს, მაგრამ შრომისმო-ყვარეს, თავისი ხვედრით კმაყოფილს. განა ვინ შეიძლება იყოს მასზე ბედნიერი? იგი ხარობს, რომ თავისი პატიოსანი გარჯით აღასრულებს ღვთის მცნებას, რომელიც გვავალებს, საკუთარი შრომით მოვიპოვოთ საზრდო. ასეთი ადამიანი სიამონვებით იგემებს პატიოსანი შრომით მოპოვებულ პურს; იგი სიამოვნებით უწილადებს სარჩოს უპოვართ, რადგანაც იცის, რომ მისი მსხვერპლი სათნოა ღვთისათვის. უფალიც თავის წყალობას არ აკლებს მას, ყოველ კეთილ საქმეში შეეწევა და შინაურთა შორის დამყარებული მშვიდობითა და სიყვარულით ანუ-გეშებს. ამგვარ ადამიანებს მათი ცხოვრების გზაზე განუშორებლად სდევთ ღვთის კურთხევა.
რა სამწუხაროა, რომ დღესდღეობით იშვიათად თუ ნახავთ ამგვარ ოჯახებს, ცოტანი თუ შეგხვდებათ ამგვარი ადამიანები! მომხვეჭვე-ლობის ვნება, სიმდიდრეს დახარბება ბატონობს ყველგან. თავდაპირ-ველად ადამიანი თითქოსდა მხოლოდ იმაზე ზრუნავს, რომ როგორმე გაჭირვებას დააღწიოს თავი, შემდეგ კი შავი დღისთვისაც გადაი-ნახოს ორიოდე გროში; მერე და მერე, ასეულს რომ გადაინახავს, უკვე ათასებზე იწყებს ფიქრს. ამას კიდევ არაუშავს, მაგრამ ცუდი ისაა, რომ ადამიანი უკვე დღედაღამ მხოლოდ ამ ათასებზე ფიქრობს, მუდამ მათზე ოცნებობს, ბედნიერებად მხოლოდ ფული მიაჩნია, საუკუნო ცხოვრებას კი ივიწყებს. ეშმაკსაც როდი სძინავს: მას მშვენივრად მოე-ხსენება, რომ, თუკი ადამიანი ამქვეყნიურ სიმდიდრეს დახარბდება, მერე მას უკვე სულ იოლად განაშორებს ღმერთს და თავად მოიგდებს ხელში.
ერთი მონასტრის ძმები მხოლოდ საკუთარი შრომის ნაყოფით სა-ზრდოობდნენ. იღუმენი მომსვლელთაგან არ იღებდა არც საკვებს, არც სამოსს, არც ფულს. როგორც ღვთის ერთგულ მსახურს შეჰფერის, შე-მომწირველებს ასე ეუბნებოდა:
-წაიღეთ აქედან, რაც თქვენია, და ჩვენ მიგვანებეთ ქრისტეს, დაე, მან იზრუნოს ჩვენზე. ბრალი დაგვედება, თუკი ჩვენ, ვისაც შეგვი-ძლია, საკუთარი შრომით ვისაზრდოოთ, სხვათა ჯაფა შეგვინახავს.
ვიდრე იღუმენი ამგვარად ფიქრობდა და ამასვე ამბობდა, ღმერთს უყვარდა იგი და ეშმაკთა განხმის ძალას ანიჭებდა. შორს გავარდა ამბავი მისი სათნოების შესახებ. ხოლო როდესაც იღუმენს მოუხვეჭე-ლობის სიყვარული განეშორა, აი, რა მოხდა: იღუმენის სათნო ცხოვ-რების შესახებ ბოლოს და ბოლოს მეფემაც შეიტყო. მან თავისთან მოუწოდა წმინდა მამას, სურდა ეთხოვა, ელოცა მეფისთვის. იღუმენი ეახლა; მასთან საუბარმა მეფეს სარგებელი მისცა. განშორებისას მეფემ აღუმენს ოქრო შეაძლია. წმინდა მამამ ცდუნებას ვერ გაუძლო, მიიღო მეფის ძღვენი და, მონასტერში დაბრუნებულმა, აღმოაჩინა, რომ უამ-რავი რა აკლდა. იწყო მან მამულების, ჯორების, სახედრების შეძენა, დაიქირავა მუშები. ამქვეყნიურ საქმეებზე ზრუნვის გამო სულ უფრო მეტად დაშორდა ღმერთს და ბოლოს და ბოლოს სრულიად დაკარგა მისი მადლი. ერთხელაც, ჩვეულებრივ, ეშმაკთაგან შეპყრობილი მოი-ყვანეს მასთან განსაკურნად. უბრძანა ბერმა ეშმაკს:
-დატოვე ღვთის ქმნილება!
-არა, აღარ დაგმორჩილდები,-მიუგო ეშმაკმა.
-რატომ?-ჰკითხავდა იღუმენი.
-იმად, რომ აწ შენ თავადაც ხარ ერთი ჩვენი მახლობელთაგანი,-მი-უგებდა ადამის მოდგმის მტერი,-შენ ხომ თავადაც ამქვეყნიურ საზ-რუნავში ჩაეფალი, ღმერთი გადაივიწყე, ამიტომ არ გამოვალ და შენ ძალა აღარ გაქვს ჩემზე.
ამგვარად, ძმანო, ისმინეთ და გაფრთხილდით, არ მიეჯაჭვოთ ამქ-ვეყნიურ სიკეთეს; გახსოვდეთ უფლის თქმული: ვერვის ჴელეწი-ფების ორთა უფალთა მონებად: ანუ ერთი იგი მოიძულოს და სხუა იგი შეყუაროს, ანუ ერთისა მის თავსიდვას და ერთი იგი შეურაცხ-ყოს. ვერ ჴელ-ეწიფების ღმრთისა მონებად და მამონასა (მათ. 6,24). ამინ.
„სვინაქსარი". ტომი I.