xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » საცდურები » შვილების გარდაცვალების გამო უიმედო მწუხარება ცოდვაა
შვილების გარდაცვალების გამო უიმედო მწუხარება ცოდვაა
18-10-2014, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

შვილების გარდაცვალების გამო უიმედო მწუხარება ცოდვაა

 

ამბავი ნეტარი კლეოპატრასი და მისი ძის იოანესი

 

   მშობლებისათვის მეტად მძიმეა შვილების სიკვდილით მოგვრილი მწუხარება. ამ მწუხარების სიღრმეს სრულად მხოლოდ ისინი მიხვ-დებიან, ვინც თავად დაკარგეს შვილები. მაგრამ რაც უნდა მძიმე იყოს ეს დანაკარგი, მაინც სცოდავენ ის მშობლები, ვინც მწუხარებაში სულ-მოკლეობამდე ეშვებიან და სრული სასოწარკვეთილებაც კი ეუფლე-ბათ. ამგვართა გონს მოსაგებად, ვფიქრობთ, ზედმეტი არ იქნება, გიამბოთ ამბავი ნეტარი კლეოპატრას ცხოვრებიდან (მას წმინდა ეკ-ლესია ოქტომბრის მე-19 დღეს მოიხსენიებს):

   ამ ღვთისმოსავ ქვრივს განსაკუთრებული სიყვარულით უყვარდა წმინდა მოწამე უვაროსი, ვისი ცხედარიც თავის მამულში ჰქონდა დაკრძალული. მან წმინდანის სახელზე ეკლესია ააშენა და მოისურვა, მისი წმინდა ნაწილები ამ ეკლესიაში გადაესვენებინა. ნაწილების გადასვენების დღეს ქვრივი განსაკუთრებით მხურვალედ შეევედრა წმინდა მოწამეს, რომ მას საკუთარი მფარველობის ქვეშ მიეღო ქალის ერთადერთი ძე, თორმეტი წლის ყმაწვილი, ვინც დედას მალე სამხე-დრო სამსახურში ჩასადგომად უნდა გაეგზავნა. მისი ლოცვა შესმე-ნილი იქნა, მოწამე მართლაც გახდა ყმაწვილის მფარველი, მაგრამ არა სამხედრო საქმეში. მოხდა იმგვარად, რომ ყმაწვილი იმავდღეს მძიმე დაავადდა და ღამით გარდაიცვალა. იმის ნაცვლად, რომ დამორჩი-ლებოდა უფლის გამოუკვლეველ ნებას, კლეოპატრა უდიდეს სასოწა-რკვეთილებას მიეცა. იქამდეც კი მივიდა, რომ შვილის დაკარგვას წმინდა მოწამეს მიაწერდა და მწარედ საყვედურობდა მას. ოღონდ ეს ცდუნება დიდხანს არ გაგრძელებულა. სულ მალე წმინდა უვაროსი გარდაცვლილ ყმაწვილთან ერთად გამოეცხადა ქვრივს და უთხრა:

   -რად მსაყვედურობ? ნუთუ მხოლოდ იმიტომ, რომ შენი ძე ზეცი-ური მეუფის მხედრობაში წავიყვანე?

   მოწამეს სიტყვების შემდეგ დედას ყმაწვილმაც ასე მიმართა:

   -რად მწუხარებ ასე უიმედოდ, დედა? მე ახლა ქრისტე მეუფის ლა-შქარში ვირიცხები და ანგელოზებთან ერთად წარვსდგები მის წინაშე, შენ კი გსურს, რომ მეუფებიდან გლახაკად ვიქცე?!

   რა ესმა ეს სიტყვები და რა იხილა თავისი ძე ზეციური დიდებით მოსილი, გაოცებულმა და გახარებულმა დედამ წამოიძახა:

   -ჰოი, თუკი ასეა, მეც თან წამიყვანეთ!

   -იყავ მოთმინე,-მიუგო წმინდა მოწამემ,-შენი მამული ღვთის სადი-დებლად განაგე, ამის შემდგომ კი შენც მოხვალ საუკუნო სამყოფე-ლში.

   ხილვა დასრულდა, მასთან ერთად კლეოპატრას სასოწარკვეთაც გა-ნქარდა. შვილის დაკრძალვის შემდეგ მან მართლაც იმგვარად განაგო თავისი მამული, როგორც წმინდა მოწამე ურჩევდა, ანუ დაურიგა იგი ღატაკებს. შემდეგ ერთი წლის განმავლობაში ყოველ კვირადღეს ხე-დავდა იგი ანგელოზის შესამოსელით მოსილ თავის შვილს-წმინდა უვაროსთან ერთად; ამის მერე კი თავადაც მშვიდობიანად მიიცვალა, ღვთისთვის სათნო-ქმნილი.

   ამგვარად, ძმანო, თუკი ჭეშმარიტი სარწმუნოებითა და ღვთისმო-საობით აღზარდეთ შვილები, თუკი არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ მაგალითითაც ასწავლეთ ქრისტიანული ცხოვრება, მაშინ, თუ უფალი ინებებს რომელიმე მათგანის ხმობას თავისთან, მათთან განშორებამ არ უნდა შეგაძრწუნოთ და სასო არ უნდა წარგკვეთოთ. ყოველთა მამის უშუალო და ყოვლისმპყრობელი მფარველობით ისინი ხილულ თუ უხილავ ხიფათს განერიდებიან, იზრდებიან ყოველივე კეთილსა და მშვენიერში; გარდა ამისა, იქნებიან თქვენთვის მლოცველნი, ვიდ-რე ცხოვრებით ამქვეყნად, და ენითუთქმელად გაგახარებენ მომავალ ცხოვრებაში შეხვედრისას. ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი I. 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine