ნეოლიბერალები მასების იდეოლოგიური მართვის არაერთ საშუ-ალებას იყენებენ. მთავარი ფუნქცია, ამ მხრივ, ე.წ. „მასობრივ კულ-ტურას" აკისრია, რომელმაც ქართულ სინამდვილეშიც ღრმად გაიდგა ფესვი. მასობრივი კულტურის ფენომენი მეოცე საუკუნის „მონაპო-ვარია". მართალია, როგორც მიუთითებენ, მასკულტურის მსგავსი ფორმები უფრო ადრეულ ეპოქაშიც შეიძლება დაფიქსირდეს, მაგრამ თავისი დასრულებული სახით პოპულარული კულტურა მეოცე საუ-კუნეში ჩამოყალიბდა.
მასობრივი კულტურის წარმოშობის შესახებ, ძირითადად, ორი თვალსაზრისი არსებობს. პირველის მიხედვით, პოპულარული კულ-ტურა კაპიტალისტური კულტურის ინდუსტრიის მიერ არის შექმნილი და თავისი არსით მოგებასა და იდეოლოგიურ მართვას ემსახურება; ხოლო მეორე შეხედულებით, მასობრივი კულტურა დაბალი ფენე-ბიდან მომდინარე კულტურაა.1
უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია, ერთმანეთისაგან გაიმიჯნოს ხალხური და მასობრივი კულტურა. ჭეშმარიტი ხელოვნების ნაწარ-მოები მთელი ხალხის, როგორც ელიტის, ასევე მასის საკუთრებაა. მასობრივი კულტურა კი სპეციფიკურად მასისათვის არის განკუთ-ვნილი, იგი თვისებრივად არის მასობრივი. ხალხურ კულტურაში ასახულია მაღალადამიანური, საკაცობრიო და საერთო ეროვნული იდეალები, მასობრივ კულტურაში კი ყოველივე მდაბალი და წარ-მავალი, რაც მხოლოდ მასობრივი ცნობიერებისათვის არის ნიშნე-ული. როგორც ბერდიაევი წერდა: „კულტურის ხალხურობა არასოდეს ნიშნავდა იმას, რომ ხალხის მასების დონე შეესაბამებოდა მათი დაკვეთის შესრულების დონეს. ხალხურობა ხალხის სულის გამო-ხატულება იყო, გენოისს კი შეეძლო უკეთ გამოეხატა იგი, ვიდრე მასას. მაგრამ დღეს კულტურისაგან სულ უფრო და უფრო მეტად მოითხოვენ ხალხურობას ხალხის მასების მოთხოვნებსა თუ მოთხოვ-ნილებებთან შესაბამისობის თვალსაზრისით. ეს იწვევს კულტურის გადაგვარებას და მას სხვა რანგის ფენომენად აქცევს, რომელსაც სხვა სახელი უნდა ვუწოდოთ".2
ერთი სიტყვით, ბერდიაევის სამართლიანი თვალსაზრისით, ის, რასაც მასობრივ კულტურას უწოდებენ, ნამდვილად არის მასობრივი, მაგრამ არ არის კულტურა, ამ სიტყვის უმაღლესი გაგებით, არამედ რაღაც სხვა ფენომენი.
ვსაუბრობთ რა მასობრივ კულტურაზე, აუცილებელია, განისა-ზღვროს თავად „მასის" შინაარსი, თუ რას წარმოადგენს მასობრივი ადამიანი და უმთავრესად ვისთვისაა განკუთვნილი მასობრივი კულ-ტურა.
ხოსე ორტეგა ი გასეტის მიხედვით: „მასა... ადამიანების ბრბოა, ადამიანებისა, რომლებსაც არავითარი სპეციფიკურად განსხვავებული თვისებები არ გააჩნიათ... „ადამიანი-მასა" ისაა, ვისაც არ შეუძლია როგორც კარგი, ისე ცუდი მხრითაც შეაფასოს თავისი თავი; ვინც თავის თავს აღიქვამს „ისეთად როგორიცაა ყველა" და სულაც არ განიცდის ამას, მას მოსწონს ისეთი იყოს, როგორიცაა ყველა".3
სწორედ საზოგადოების ასეთი წევრებისათვის, რომლებიც უდიდეს უმრავლესობას წარმოადგენენ, იქმნება მასობრივი კულტურა.
გავრცელებულია თვალსაზრისი, რომ პოპულარული კულტურის შექმნის მიზანი მასების კეთილდღეობაზე ზრუნვაა. ეს მოსაზრება სწორი რომ იყოს, მაშინ მასკულტურის შემოქმედებს ხელი უნდა შეეწყოთ მასების კულტურული, ზნეობრივი და ინტელექტუალური დონის ამაღლებისათვის, მასობრივ ადამიანში ინდივიდუალური, პიროვნული საწყისის წინ წამოწევისა და გააქტიურებისათვის. მათ უნდა ეზრუნათ, ჯოგური ცნობიერებისაგან გაეთავისუფლებინათ და ადამიანური სახე დაებრუნებინათ მასისათვის; მაგრამ, სინამდ-ვილეში, დიამეტრულად საპირისპირო ვითარებასთან გვაქვს საქმე.
მასობრივი კულტურა კლავს პიროვნულ საწყისს ადამიანში და ყო-ველმხრივ უწყობს ხელს ხალხის მასად ქცევას, რათა ადამიანმა ვერ დააღწიოს თავი მასობრივ ცნობიერებას, ვინაიდან მასაზე ამაღლე-ბული, მყარი პიროვნული ბუნების მქონე ადამიანი უკვე სახიფათოა მმართველი უმცირესობისათვის, ვინაიდან მას გააჩნია კრიტიკული აზროვნების, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი და ღირებულებათა მყარი სისტემა. სწორედ ამიტომ მასკულტურა ადა-მიანს აჯაჭვავს დროებითზე, წარმავალზე, იგი უბიძგებს ადამიანს თავი აღიქვას ისე, როგორიცაა ყველა და ნაფოტივით გაჰყვეს დინე-ბას.
მასების იდეოლოგიური მართვის პროცესში სრულიად განსაკუთ-რებულია მასკულტურის უმნიშვნელოვანესი ნაწილის, მასმედიის როლი. განუზომელია ის სულიერი და ფსიქიკური ზიანი, რაც უკანასკნელი ორი ათქლეულის განმავლობაში მასმედიამ მიაყენა ქართველ საზოგადოებას. ტელევიზია ადამიანის ცხოვრების განუყო-ფელი მეგზური გახდა. მისი გავლენა საზოგადოებაზე იმდენად მასშტაბურია, რომ როგორც მკვლევარი მიუთითებს: „სატელევიზიო გადაცემები აღიქმება როგორც რეალობა, ხოლო საზოგადოებრივი ცხოვრება-როგორც ტელემაუწყებლობის სარკე"4 და არა პირიქით, რო-გორც ეს წესით და რიგით უნდა იყოს.
ცხადია, რომ მასმედიას, თუკი იგი თავს იდებს მასებზე ზრუნვას, ნამდვილად შეუძლია განახორციელოს მასების გაადამიანურების პროცესი, მასებს მისაბაძად დაუსახოს ჭეშმარიტად კულტურული და ღირსეული პიროვნებანი, მაგრამ ხდება სრულიად საპირისპირო: მას-მედია ამკვიდრებს ცხოვრების მასობრივ წესს, მასებს კი ეტალონად უსახავენ ე.წ. „შოუ-ბიზნესის" წარმომადგენლებს, რომლებიც მხო-ლოდ სოციალური სტატუსით განსხვავდებიან მასობრივი ადამიანი-საგან, თავიანთი ცხოვრების წესით, ინტერესებითა და აზროვნებით კი, მასობრივზე მასობრივი ადამიანები არიან.
როდესაც ჩვენს ქვეყანაში მრავალი ეკონომიკური, სოციალური, ეთიკური თუ ეკოლოგიური პრობლემა არსებობს, მასმედიის ინტე-რესი ვერ სცდება ისეთ საკითხებს, როგორიცაა: პროსტიტუციის ლე-გალიზაცია, ე.წ. „ქალიშვილობის ინსტიტუტი", ჰომოსექსუალიზმი და ა.შ. ამ თემებზე მსჯელობისას კი იწვევენ არა კომპეტენტურ ადამიანებს, სამედიცინო სფეროს მოღვაწეებს, ფსიქოლოგებსა თუ სოციოლოგებს, არამედ იმავე „ბომონდის" წარმომადგენლებს, მოქ-მედსა თუ პერსპექტიულ მეძავებს, რომლებიც პირდაპირი მოწოდე-ბებით გამოდიან სქესობრივი აღვირახსნილობისადმი. საგულისხმოა ერთი თანამედროვე ქართული ფილმის სახელწოდება: „ჭამა და სექსი". მავანთა მიზანია, მასის ინტერესთა სფერო სწორედ ამ ორი რამით შემოიფარგლოს, რათა უფრო ადვილად სამართავი გახდეს პირუტყვის დონეზე დასული, ოდენ ხორციელ ინსტიქტებს აყოლილი მასა.
ამ მიზნის მისაღწევად კი უდიდესი როლი აკისრია უზნეო „რეა-ლითი შოუებსა" და სერიალებს, რომლებითაც გადავსებულია ტელე-ეთერი. სერიალები ამკვიდრებს ცხოვრების არატრადიციულ, სუპერ-მასობრივ წესს და რაც ყველაზე მთავარია: გადააქვს ადამიანის ინ-ტერესი არსებითიდან არაარსებითზე. მასობრივი ადამიანი ცხოვრობს სერიალის გმირების ცხოვრებით, პირად ცხოვრებაში წარუმატებელი, ხარობს სერიალის გმირთა ბედნიერებით. ბედნიერების სიმულაცია ატყვევებს მას და საკუთარი პრობლემებისა და იმედგაცრუების კომპენსირებას სერიალის მეშვეობით ახდენს. ამ დროს კი ადამიანში მინავლდება საპროტესტო მუხტი.
რაც შეეხება მასმედიის მიერ საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდების მეთოდოლოგიას, შენიშნულია, რომ „მასობრივი ინფორ-მაციის საშუალებები ქმნის ცოდნის ილუზიას მასობრივ ადამიანში, ართმევს მას მოვლენების კრიტიკული ანალიზისა და განხილვის უნარს და რაც ყველაზე საშიშია, მართავს მის ყოველდღიურობას და უგულველჰყოფს მისი არჩევანის თავისუფლებას".5
მართლაც, მასმედია ობიექტურობის ოდენ ილუზიას ქმნის მასობ-რივ ადამიანში, სინამდვილეში კი დამკვეთი (ჩვენს შემთხვევაში, უმთავრესად, ხელისუფლება) ყოველთვის ახერხებს კონტექსტის შე-ქმნას, რომლითაც აწვდის საზოგადოებას ინფორმაციას; მასას კი, არ გააჩნია რა კრიტიკული აზროვნების უნარი, ყველაფერს იღებს, რო-გორც ჭეშმარიტებას.
პოპულარული, მდაბალი კულტურის გავრცელების პარალელურად ხდება სრული იგნორირება ჭეშმარიტი, ეროვნული კულტურისა. მაგ.: როდესაც უდიდესი ქართველი პოეტი ანა კალანდაძე გარდაიცვალა, ტელევიზიებმა მხოლოდ ერთწუთიანი რეპორტაჟი მიუძღვნეს ამ ფაქტს, მაიკლ ჯექსონს კი ლამის საფლავში ჩაყვნენ მგლოვიარე ქარ-თველი ჟურნალისტები.
მასკულტურის განუყოფელი ნაწილია სახალხო სანახაობები, განსა-კუთრებით კი, საახალწლო კონცერტები, რომელიც ჩვენი ყოფის მარა-დიული მეგზური გახდა. ასეთი სანახაობების გამართვაზე უდიდესი თანხები იხარჯება. მათი დანიშნულებაა, შექმნას ბედნიერების ილუ-ზია მასობრივ ადამიანში, გადაიტანოს მისი ყურადღება არსებითი-დან მეათეხარისხოვანზე. სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ეს მიზანი შესანიშნავად სრულდება. მიუხედავად უმძიმესი ეკონომიკური ვითარებისა, მასები მაინც თვალგაბრწყინებულნი მიცუნცულებენ ამგვარ სანახაობებზე. ზოგჯერ კონცერტების ეიფორია სრულ აბსურდამდეც მიდის. მაგალითად, 2011 წელს გვეპატიჟე-ბოდნენ კონცერტზე, რომელზეც უნდა გვეზეიმა ბიომეტრული საბუ-თების შემოღება.
ევროამერიკულ სინამდვილეში მასობრივი კულტურის წარმოშობა დაკავშირებულია საზოგადოებრივ ასპარეზზე მასების განსაკუთ-რებულ გააქტიურებასთან. ორტეგა ი გასეტი წერდა: „ძალზე მეეჭვება, რომ ისტორიაში ოდესმე ყოფილიყო ისეთი პერიოდი, როცა ბრბოს შეეძლო ასე აშკარად და შეუფარავად ეკარნახა თავისი ნება საზოგა-დოებისათვის, როგორც ეს დღეს ხდება".6 მსგავსადვე, ნ. ბერდიაევიც აღნიშნავდა, რომ „მასები მოაზროვნეთაგან და კულტურის შემოქმედ-თაგან „სოციალური დაკვეთის" შესრულებას მოითხოვენ".7 სწორედ ასეთ ვითარებაში, საზოგადოების ფენებს შორის სოციალური დაძა-ბულობის მოხსნისათვის და მასების სამართავად შეიქმნა პოპულა-რული კულტურა.
ქართულ სინამდვილეში კი რადიკალურად განსხვავებულ ვითარე-ბასთან გვაქვს საქმე. მთელი საუკუნის განმავლობაში, უიშვიათესი გამონაკლისის გარდა, მასები ყოველთვის უკანა პლანზე, ჩრდილში იდგნენ. ისინი, ფაქტობრივად, არავითარ მონაწილეობას არ იღებდნენ კულტურული პროცესების წარმართვაში. ჩვენს ქვეყანაში არასოდეს არსებულა მასების „სოციალური დაკვეთა". ქართველ მკითხველს, მსმენელს, მაყურებელს ყოველთვის შეეძლო ამაღლებულიყო შემოქ-მედის დონემდე; მას არასოდეს გამოუთქვამს პროტესტი, რომ ხელო-ვნება მასობრივი ყოფილიყო.
აქედან გამომდინარე, ხელოვნების გამასობრივება საქართველოში თავად ხელოვანთა და მათ უკან მდგომთა ნებით განხორციელდა, მაგრამ ვინაიდან მასობრივი კულტურის სპეციფიკა ისაა, რომ იგი შესანიშნავად ერგება მასობრივი ადამიანის ინტელექტუალურ თუ ესთეტიკურ მოთხოვნილებებს, უცხოური სინამდვილიდან „გადმორ-გულმა" მასკულტურამ ქართულ ნიადაგზეც შესანიშნავად გაიხარა, რასაც მოჰყვა ქართველი ხალხის ესთეტიკური გემოვნების გაცამ-ტვერება. მასობრივი კულტურის რეალური დანიშნულება კი, შესანიშ-ნავადაა განმარტებული თავად დასავლელი იდეოლოგების მიერ: „ჩვენ შევქმენით კულტურა, რომელიც ეფუძნება მასობრივ გართობას და მასობრივ თვითდაკმაყოფილებას... კულტურული სიგნალები გადაიცემა ჰოლივუდისა და „მაკდონალდსის" საშუალებით მთელს მსოფლიოში, და ისინი არღვევენ საზოგადოების საფუძვლებს. ჩვეუ-ლებრივი დამპყრობლებისაგან განსხვავებით, ჩვენ არ ვკმაყოფილ-დებით სხვათა დამორჩილებით; ჩვენ მოვითხოვთ, რომ ჩვენ მოგვბა-ძონ" (რ. სტილი).8
მასობრივი კულტურის ძირეული თავისებურებაა ტოტალური კომე-რციალიზაცია. როგორც ცნობილი სოციოლოგი და კულტუროლოგი, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი, პ. სოროკინი წერდა: „თანა-მედროვე ხელოვნება თანდათანობით ხდება საქონელი, უპირველეს ყოვლისა გასაყიდად წარმოებული რელაქსაციისათვის, მოხმარები-სათვის, გართობისა და სიამოვნებისათვის, გადაღლილი ნერვების სტიმულაციისა და სექსუალური აგზნებისათვის... ხელოვნებას თვი-თონ არ შეუძლია თავიდან აიცილოს ვულგარიზაცია. ნაცვლად იმისა, რომ აღამაღლოს მასები საკუთარ დონემდე, ის, პირიქით, ეშვება მასე-ბის დონემდე... იგი სულ უფრო და უფრო სცილდება კულტურულ და მორალურ ღირებულებებს და თანდათან გარდაიქმნება უშინაარსო ხელოვნებად... იგი ამორალური, დესაკრალიზებული, ასოციალური და უფრო ხშირად-უზნეო, ანტირელიგური და ანტისოციალურია".9
ჩვენს სინამდვილეშიც ხელოვნება ბიზნესის დარგად გადაიქცა, ხელოვანნი კი-ხელოსნებად. ამ გარემოებამ უდიდესი ზეგავლენა მოახდინა შემოქმედებით პროცესებზე. დიდი ხელოვანები თანხმდე-ბოდნენ, რომ შემოქმედება დიდ ტანჯვასთანაა დაკავშირებული. ხელოვანი, რომელიც გრძნობს პასუხისმგებლობას აუდიტორიის წი-ნაშე, განუწყვეტლივ იღვწის საკუთარი ნაწარმოების სრულყოფი-სათვის; ყოველივე ეს კი უმძიმესი პროცესია. სწორედ ამიტომ წერდა დოსტოევსკი: „აი, ჩემს თავს რა ხდებოდა: ვმუშაობდი და ვეწამე-ბოდი. თქვენ იცით, რას ნიშნავს შემოქმედება? არა, მადლობა ღმერთს, რომ თქვენ ეს არ იცით".10
დიდი ქართველი პოეტის თქმითაც, „შემოქმედება თურმე ჯვარ-ცმაა".
ახლა ვნახოთ, როგორ წარმოუდგება იგივე პროცესი თანამედროვე ქართველ მწერალს. მოგვაქვს ნაწყვეტი აკა მორჩილაძის ინტერვიუ-დან. შეკითხვაზე: „-როგორ წერთ?" მორჩილაძე პასუხობს" „რა ვიცი, მგონი, იოლად, ყოველ შემთხვევაში, თუ დავჯექი, მიერეკება წყალივით... ძალით და ტანჯვით არ მიყვარს".11
როდესაც მწერალი გრძნობს პასუხისმგებლობას მკითხველის წი-ნაშე, შემოქმედება უდავოდ დიდ ტანჯვასთანაა დაკავშირებული, ხოლო როცა მწერალს ამა თუ იმ გამომცემლობასთან დადებული აქვს კონტრაქტი, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში კონკრეტული რაოდენობის ტექსტი უნდა „აწარმოოს", მაშინ კი უსათუოდ „მიე-რეკება წყალივით". რაოდენობაზე ორიენტირებული მწერალი სულ უფრო და უფრო ნაკლებ ყურადღებას უთმობს ტექსტის მხატვრულ სრულყოფას, მისთვის მთავარია „საწარმოო გეგმა" შეასრულოს. ასეთ ვითარებასთან დაკავშირებით წერდა პ. სოროკინი: „თუკი თანა-მედროვე ხელოვანს არ სურს შიმშილი, მან არ უნდა შექმნას დროის ახირებისა და კაპრიზებისაგან დამოუკიდებელი, მარადიული ღირე-ბულებები. სწორედ ამის გამო იგი აუცილებლად იქცევა საბაზრო ურთიერთობათა მონად, რომელიც თავის საქონელს „აწარმოებს" მოთხოვნათა საამებლად. ასეთ ატმოსფეროს... მივყავართ მასობრივი პროდუქციის გარდამავალ „ჰიტებსა" და დღემოკლე „ბესტსელე-რებთან"... ხელოვნება იქცევა მხოლოდ დანართად ყავის, წამლის, ბენზინის, საღეჭი რეზინისა და ყოველივე მსგავსის რეკლამისათ-ვის".12
მასობრივი კულტურის აყვავებამ შედეგად ის მოიტანა, რომ ჩრდი-ლში მოექცა ნამდვილი კულტურა და მასების ისედაც დაბალი ეთი-კურ-ესთეტიკური ღირებულებები კიდევ უფრო დაქვეითდა.
ლევან ბებურიშვილი
1იხ. ჯ. სთორი, კულტურის კვლევები და პოპულარული კულტურის შესწავლა, თბ., 2007, გვ. 13.
2ნ. ბერდიაევი, ადამიანის ბედი თანამედროვე სამყაროში, ჩვენი ეპოქის გაგე-ბისათვის,თარგმნა ბ. ბრეგვაძემ, თბ., 2007, გვ. 201.
3ხ. ორტეგა ი გასეტი, მასების ამბოხი, ესპანურიდან თარგმნა ბ. ბრეგვაძემ, თბ., 1993, გვ. 6,7.
4Н. Б. Маньковская, Эстетика постмодернизма, СПб, 2000, გვ. 157.
5ა. ყულიჯანაშვილი, კულტუროლოგია, თბ., 2004, გვ. 178.
6ხ. ორტეგა ი გასეტი, მასების ამბოხი, გვ. 10.
7ნ. ბერდიაევი, ადამიანის ბედი თანამედროვე სამყაროში, გვ. 174.
8ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის საფუძვლები ამერიკელი და ევროპელი ავტორების მიხედვით (მასალები შეკრიბა, კომენტარები დაურთო და თარგმანი ინგლისური, გერმანული და რუსული ენებიდან შეასრულა გ. რცხილაძემ), თბ., 2008, გვ. 256.
9პ. სოროკინი, ხელოვნების კრიზისი, თარგმნა ნ. კუჭუხიძემ, ქუთ., 2006, გვ. 45.
10Ф. М. Достоевски, Соврание сочинений в 15 томах, т. 15. СПб., 1996. გვ. 334.
11ჟურნ. „ლიტერატურული პალიტრა", 2004, № 2, გვ. 18.
12პ. სოროკინი, ხელოვნების კრიზისი, გვ. 46-47.