xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წმ. მამათა საგანძურიდან » გული არასოდეს ბერდება
გული არასოდეს ბერდება
23-05-2014, 21:43  / ამოსაბეჭდი ვერსია

გული არასოდეს ბერდება

 

   -წმიდაო მამაო, ამბა პამბო ამბობს: თუ გული გაქვს, გადარჩენას შეძლებ. რას გულისხმობს იგი, როდესაც იტყვის:-თუ გული გაქვს?

   -ბევრი რამ შეიძლება ჰქონდეს მხედველობაში. პირველ რიგში: თუ გული გაქვს... შეიძლება ნიშნავდეს: თუ ღმერთი გიყვარს...

   მეორე: თუ გული გაქვს... შეიძლება ნიშნავდეს: თუ შეგიძლია, მგრძნობელობა გამოავლინო და გულგრილი არ იყო...

   მესამე: თუ გული გაქვს... შეიძლება ნიშნავდეს: თუ კეთილი ხარ...

   მეოთხე: თუ გული გაქვს... შეიძლება ნიშნავდეს: თუ მოთმინება გა-ბადია...

   მეხუთე: თუ გული გაქვს... შეიძლება ნიშნავდეს: თუ გაქვს ვაჟკა-ცობა...

   როდესაც ვამბობთ-გული, ამაში ხორცის ნაჭერს კი არ ვგული-სხმობთ, არამედ-მსხვერპლშეწირვის, კეთილშობილური სიყვარულის უნარს.

   დიდი საქმეა ძალა გულისა! გული თითქოსდა აკუმულატორის ბატარეაა, რომელიც გამუდმებით იტენება. ის არ ჩერდება და რა ბერდება, მისი ძალა მუდმივად ამოუწურავია. მაგრამ გულზე მუშა-ობაა საჭირო. გული ხომ მეც მაქვს, შენც გაქვს, მაგრამ ეს რას გვარ-გებს, თუკი მასზე არ ვიმუშავეთ?! თუკი ადამიანი არ მუშაობს თავის გულზე, ის შესაძლოა, დიდი ვინმეც იყოს, მაგრამ ამავდროულად არანაირი კადნიერება  არ ჰქონდეს ღვთის წინაშე. ხოლო სხვა კაცი, მასზე უმცირესი და უძლური, ყოველივეს გულით რომ აკეთებს, არასოდეს იღლებოდეს. აი, აქაც ცხოვრობს ერთი ძალიან სუსტი და... მაგრამ, რამდენადაც იგი ნებისმიერ საქმეში თავის გულს აქსოვს, დაღლილობას ვერ გრძნობს. იმას კი არ ცდილობს, რამენაირად თავი დააღწიოს სამუშაოს, არმედ-მეტად მიეხმაროს სხვებს. ყველა საქმეს სიყვარულით აკეთებს, იმიტომ, რომ გული შესტკივა მასზე. არა იმიტომ, რომ სხვებმა შენიშნონ და შეაქონ. მას თავმოყვარება, კაცთმოთნეობა არ ახასიათებს, ისე ცხოვრობს, რომ არანაირად არ ჩანდეს, ამიტომაც იღებს საღვთო მადლს და შეწევნას ღვთისაგან.

   თუკი ადამიანი ბუნებითაა უძლური, ან უკვე მოხუცდა, აქედან გამომდინარე მის სხეულს დიდი დატვირთვის ატანა არ ძალუძს, ამ შემთხვევაში, თუ ის შეძლებს და  გულზე მუშაობას ისწავლის, სწო-რედ გული აიძულებს მის სხეულს, იშრომოს. ის თითქოს ძველი ავტომობილია, დაჩუტული საბურავებით, გატეხილი ღერძით, მაგრამ ძლიერი ძრავით; უბიძგებ ამისთანა  ავტომობილს და  ისიც გაიქ-ცევა... მეორე ადამიანი კი ახალგაზრდაცაა, ძლიერიც, მაგრამ თუკი საკუთარ გულზე არ მუშაობს, ჰგავს ახალ ავტომობილს, რომელსაც სუსტი ძრავა აქვს და ამიტომ ადგილიდან ვერ იძვრის. ნებისმიერი, თვით ყველაზე ადვილი საქმის გაკეთებაც კი მას შეუძლებლად ეჩვენება. ხშირად ხდება, რომ ვინმე მოხუცებულ მომსვლელს ჩემს სენაკში ქოლგა ან ჩანთა რჩება. რომ ვეტყვი რომელიმე ახალგახრდას:-აბა გაიქეცი, არწივო, დაეწიე იმ მოხუცებულს!- საკმარისია ეს სიტყვა-არწივი-წარმოვთქვა, რომ მაშინვე მძიმედ ოხვრას იწყებს:

   -მამაო,იქნებ თვითონ მობრუნდეს!

   -აბარა მოგდის,გაიქეცი, კეთილისაქმე გააკეთე!-ვთხოვ ხელახლა,ის კიისევ ოხრავს.ის ხომამ ერთმასიტყვამ-„გაიქეცი’’-დაღალა. აბა, სადაა გამქცევი?!

   თუკი ადამიანი საკუთარ გულზე არ მუშაობს, ის უკვე პირუტ-ყვივითაც აღარ იქცევა, ამ დროს ის უფრო სტატუასავითაა, ძეგ-ლივით. მისი გული სრულიად გამოუსადეგარია!

 

 

 

 

 

წმინდა პაისი მთაწმინდელი   


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine