ჰოი უსჯულო ადამიანთა ურცხვობა! ჰოი მათი უკიდურესი გარ-ყვნილება, რომლის შესახებ არათუ მოყოლა, წერაც სირცხვილია, გაგონება და გაფიქრებაც კი სიბილწეა. თუმცა მოთხრობილია და დაწერილია იმისთვის, რათა შევიტყოთ ღვთის რისხვისა და იმათი აღსასრულის შესახებ, რომელთაც ღვთის შიში ამოიგდეს გულიდან და ასეთსავე საქმეებს სჩადიან. ამიტომ სოდომელთა შესახებ უბიწო ყური მივუგდოთ.
საკმარისი არ იყო ის ბილწი და ბუნების საწინააღმდეგო ქმედებები რომლებსაც ერთმანეთთან სჩადიოდენ, რომ იგივე სიბილწეს აკე-თებდნენ ყველა მგზავრთან, ვინც მათ ქალაქში გაივლიდა. ძალა-დობდნენ არა უდაბნოში ან გებზე, არამედ შუა ქალაქში ძარც-ვავდნენ, სტაცებდნენ არა ქონებას, არამედ უბიწოებას და სისუფ-თავეს; არ კლავდნენ, არამედ ბილწავდნენ, შეურაცხოფნენ, პატივს ყრიდნენ, უბიწო ადამიანს ყოველივე ამას სიკვდილი უჯობს, მაგრამ ყველაზე მეტად საკვირველი ისაა, რომ მთელი ხალხი, ჭაბუკიდან მოხუცამდე ერთი და იგივე ბოროტი ზნისა იყო...
...ჭაბუკთა მრუშული განხურვების მიზეზი ცნობილია: მოხუცები ურცხვად სცოდავდნენ. ახალგაზრდები მათ ბაძავდნენ და იგივეს აკე-თებდნენ, რასაც მათი მამები. ჰოი რარიგ დამღუპველია ახალ-გაზრდის სულისათვის მცხოვანთაგან მიცემული მაცდუნებელი მაგალითი! ვაი ჭაბუკთა მაცდუნებელ მოხუცთ! სახარების სიტყვების მიხედვით ასეთებს ერჩიათ დოლაბები დაეკიდათ კისერზე და ზღვაში ჩაცვენილიყვნენ.
წმ. დიმიტრი როსტოველი