„მით უფრო ცდილობდნენ იუდეველები მოეკლათ იესო,
ვინაიდან არა მარტო არღვევდა შაბათს, არამედ თავის მამად
იტყოდა ღმერთს და ღმერთს უტოლებდა თავს" ( იოან. 5.18)
კაცობრიობა უფლის განკაცების პერიოდში უკიდურესად მძიმე სულიერ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ადამიანების გარყვნილებამ და ზნეობრივმა დეგრადაციამ უფსკრულს ჩააღწია. ნორმად იქცა პათოლოგიური სქესობრივი ურთიერთობები, გამეფდა საშინელი კაცთმოძულეობა, რომელიც მონებისადმი არაადამიანურ დამოკიდებულებაში ვლინდებოდა. გლადიატორთა ბრძოლები, ადამიანების მხეცებთან მიგდებით იმ დროისთვის უნიკალურ სანახაობად ითვლებოდა.
ცოდვებით დამძიმებულ კაცობრიობას უდავოდ ესაჭიროებოდა სულიერი ხსნა. სწორედ იმხანად განსაკუთრებულად გამძაფრდა, გაიზარდა ებრაელ ერში მოლოდინი აღთქმული მესიისა. ამას ხელს უწყობდა რომის იმპერიის ზეგავლენაც. იუდეველებში გაჩნდა წინასწარმეტყველებებისადმი ინტერესი.
მკითხველისათვის ალბათ არ იქნება უინტერესო ზოგიერთი წინასწარმეტყველების გახსენება. კერძოდ, ესაია წინასწარმეტყველი ამბობს: „აჰა მოვა უფალი ღმერთი ძლიერებით და იხელმწიფებს მისი მკლავი... როგორც მწყემსი, დამწყსავს ის თავის ფარას, თავისი მკლავით მოუყრის თავს კრავებს და თავისი უბით წაიყვანს, და დედაცხვარს წინ გაუძღვება". (ეს.40.10-11). დედამიწაზე ღმერთის გამოჩენა ბარუქ წინასწარმეტყველმაც ახარა ქვეყნიერებას: „ეს არის ღმერთი ჩვენი და სხვა არ შეირაცხება მის წინაშე. მან იპოვა ყველა გზა ცოდნისა და მისცა იგი იაკობს, თავის მორჩილს, და ისრაელს, რომელიც შეიყვარა. შემდგომად ამისა გამოჩნდა იგი დედამიწაზე და მიმოიქცეოდა ადამინთა შორის". (ბარ.3.36-38).
ღვთის აღთქმა ებრაელ ერზე აღსრულდა. მამამთავრებისა და ძველი აღთქმის ყველა მართალის ნანატრი დღე დადგა. ქრისტე იშვა! კაცობრიობას, მათ შორის იუდეველებს, გადარჩენის საშუალება მიეცა. სიკვდილი დაითრგუნა, ადამიანი ცოდვისაგან გამოისყიდა და სასუფევლის კარი გაიღო ყველასათვის, ვისაც სურს ცხონება!
მაგრამ როგორ შეხვდნენ იუდეველები, მთლიანად კაცობრიობა ქრისტეს განკაცებას? დაბადებიდანვე დაიწყეს მისი დევნა. ჰეროდე ყრმა იესოს ეძებდა და მოსაკლავად დასდევდა. ამის გამო წმიდა ოჯახი სამსშობლოდან გაიქცა. დაბრუნების შემდეგ ოცდაათ წლამდე იესო ნაკლებად ცნობილ ქალაქ ნაზარეთში ცხოვრობდა. მართალ იოსებთან ერთად შრომასა და შეჭირვებაში იყო იგი. მისიონერული მოღვაწეობა რომ დაიწყო, ეშმაკი გამოეცხადა. იგი ორმოცი დღე შიმშილსა და სიცივეში სცდიდა მაცხოვარს. როგორი ასატანი იქნებოდა ეს ცისა და ქვეყნის შემოქმედისათვის, ვინც თავად მოგვცა საჭიროებისამებრ ყოველივე და ყველაფერი?! რა მძიმე იქნებოდა ეშმაკისაგან ასეთი დამცირების დათმენა!
ყველაზე სამწუხარო მესიის მომლოდინეთა მოქმედება იყო. ისინი თითქოსდა დიდი სიხარულით უნდა მიგებებოდნენ ქრისტეს. მაგრამ სწორედ მათ - მწიგნობრებმა, ფარისევლებმა, მღვდლებმა, მღვდელმთავრებმა პირველებმა აღმართეს თავიანთი იარაღი ქრისტეს წინააღმდეგ. მათ თვალწინ ავლენდა ქრისტე თავის ღვთაებრივ ბუნებას: სნეულებს კურნავდა, მკვდრებს აღადგენდა, ათასობით ადამიანს აპურებდა და სხვა მრავალ სასწაულს ახდენდა. პასუხად იუდეველები, გაშმაგებულები, ხან ქვებით ჩაქოლვას, ხან კლდიდან გადაგდებას უპირებდნენ მაცხოვარს. ღვთაებრივი უფლებამოსილებით მიმართა მათ ქრისტემ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქუენ: აბრაამზე უწინარეს მე ვარ" (იოან.8.58).
იუდეველებმა „ქვებს დასტაცეს ხელი მის ჩასაქოლად" (იოან.5.58). მაცხოვრის სიტყვები: „მამა ჩემი აქამდე იღვწის, და მეც ვიღვწი" (იოან.5.27), იუდეველებმა ამპარტავნებად და პატივმოყვარეობად მიიჩნიეს. ვინაიდან ვერა და ვერ წარმოიდგინეს ქრისტეს თანასწორობა მამა ღმერთთან. მისი მოკვლაც კი გადაწყვიტეს: „მით უფრო ცდილობდნენ იუდეველები მოეკლათ იესო, ვინაიდან არა მარტო არღვევდა შაბათს, არამედ თავის მამად იტყოდა ღმერთს, და ღმერთს უტოლებდა თავს" ( იოან.5,18).
ისტორიიდან ცნობილია, რომ იუდეველებს მესია რომის იმპერიის მარწუხებისაგან განმათავისუფლებელ მეფედ წარმოუდგენიათ. როდესაც კაცთმოყვარე ქრისტემ ხუთი ათასი კაცი დააპურა, იუდეველებმა მასში პერსპექტიული ლიდერი დაინახეს, და ქრისტეს გამეფებაც კი ისურვეს: „ხოლო კაცთა მათ ვითარცა იხილეს სასწაული იგი, რომელ ქმნა იესუ, იტყოდეს: ესე არს ჭეშმარიტად წინასწარმეტყველი, რომელი მოსრულ არს სოფლად. ხოლო იესუ გულისხმაყო, რამეთუ მოვიდოდეს წარტაცებად, რაითამცა ყვეს იგი მეფე, და განეშორა და წარვიდა მთად იგი ხოლო მარტო". (იოან.6.14.15).
ვერ დაინახეს იუდეველებმა მაცხოვარში სასურველი სულისკვეთება. მეტიც - არა ამსოფლიური მოწოდებები გაიგონეს მისგან და მეყსეულად შეეცვალათ დამოკიდებულება, სიძულვილითაც კი განეწყვნენ მისდამი. ბოლოს ჯვარზე გააკრეს მხსნელი სოფლისა...
წმინდა წერილის თანახმად, მესიის შესახებ წინასწარმეტყველებები იესო ნაზარეველის სახით აღსრულდა. აქვე დავძენთ, რომ ქრისტე არა მხოლოდ იუდეველების, არამედ მთელი კაცობრიობის ხსნისათვის მოევლინა დედამიწას. იუდეველებში მცდარი შეხედულება მესიაზე რაბინების მიერ წმინდა წერილის არასწორი განმარტების შედეგად მკვიდრდებოდა. დროთა განმავლობაში სინაგოგური სწავლება მესიას ნაციონალურ ბელადად და დედამიწაზე ათასწლოვანი მეფობის ფუძემდებლად სახავდა. მოგვიანებით იუდაიზმმა შვა თალმუდურ-კაბალისტური სწავლებები, რომლებშიც კიდევ უფრო დამახინჯდა აზრი მესიის შესახებ. მეტიც: მსგავსი სწავლებანი კაცთმოძულე რელიგიადაც კი გარდაიქმნა. თალმუდი ამბობს, რომ ღმერთმა შექმნა იუდეველები, ხოლო სამოცდათორმეტმა უმდაბლესმა სულმა - მსოფილოს დანარჩენი ხალხები. კაბალა კი სამყაროში ბოროტებას სიკეთის ბადალ მარადიულ საწყისად აღიარებს. ეს შეხედულებები როგორც იცით, სრულიად ეწინააღმდეგება ბიბლიურ სულისკვეთებასა და სწავლებას. თალმუდიზმიც და კაბალაც კაცთმოძულეობის სულითაა გამსჭვალული. წმიდა წერილის თანახმად ყოველი ადამიანი მეორე ადამიანში ღვთის ხატებას უნდა ხედავდეს. არ გვინდა დავაბრკოლოთ ქრისტიანი ამ უდავოდ დემონური აზრებით. ზემოხსენებული იდეოლოგიების საფუძველზე დაიწყეს სწორედ ხილული ომი ღვთის წინააღმდეგ.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე