xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » საცდურები » თვალთმაქცობის წინააღმდეგ
თვალთმაქცობის წინააღმდეგ
16-10-2014, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

თვალთმაქცობის წინააღმდეგ

 

ამბავი ფარისეველი ბერისა

 

   ძალიან ხშირად შეიძლება გადააწყდეთ ადამიანებს, ვინც სავსებით იმსახურებენ, ფარისევლები, ანუ თვალთმაქცნი რომ ვუწოდოთ. ასეთნი ამქვეყნიური გამორჩენის მიზნით ყოველ ღონეს ხმარობენ საამისოდ, რომ გარეგნულად, სხვათა თვალში გამოჩნდნენ ღვთის-მოსავებად, მმარხველებად, მლოცველებად, გულმოწყალეებად, შინა-განად კი ეს ადამიანები ღვთის ძალს უარჰყოფენ (2 ტიმ. 3,5). ამგვარი ადამიანები, ღვთის სიტყვისაებრ, შეიძლება მოკაზმულ კუბოებს ვამ-სგავსოთ, გარედან მშვენიერს, შიგნით კი სავსეს მკვდართა ძვლებითა და ყოველი უწმინდურებით (მათ. 23,27). ვაი მათ, თუკი დროულად არ მოეგებიან გონს და მოჩვენებითობას არ მოეშვებიან!

   მონასტერში, რომელსაც გალათი ერქვა, ცხოვრობდა ბერი, რომელ-საც საძმო წმინდანად მიიჩნევდა. სინამდვილეში კი ასე როდი იყო: ფარისეველი ბერი, მაგალითად, მხოლოდ სახალხოდ მარხულობდა, ნამდვილ მარხვას კი არ ინახავდა. სიკვდილის წინ მისი ეს მოჩვე-ნებითობა ყველასთვის ცხადი გახდა. აი, როგორ მოხდა ეს: ბერი დასნეულდა და ძმებს სთხოვა, ხლებოდნენ. მათაც არ დააყოვნეს მისვლა, ეგონათ, რომ შეგონების სიტყვებს მოისმენდნენ მისგან, ვით წმინდანისგან. მაგრამ რაგვარი იყო მათი გაოცება, როდესაც ბერმა, ერთიანად აკანკალებულმა და მოცახცახემ, ამგვარი რამ უთხრა შეკრე-ბილებს:

   -ვაიმე წყეულს, ძმანო! დაუნდობელ მტერს ვარ აწ მიცემული, რად-გან უწმინდურად ვცხოვრობდი. თქვენს წინაშე მმარხველად მომქონ-და თავი, სინამდვილეში კი არ ვყოფილვარ ამგვარი. და ამის გამო ახლა ეშმაკის ხელთა ვარ. მას გველის სახე მიუღია, ტანს მეხვევა და სულს მართმევს საშინელი წამებით.

   ამის თქმისთანავე, - დაურთავს ამ ამბის გადამწერელი, - მოკვდა იგი: არ დაანება ღმერთმა, ეცოცხლა და მონანიების გზით დახსნოდა გველს, რომელსაც ხედავდა.

  ამგვარად, ძმანო, თუკი გსურთ, ჭეშმარიტი ღვთისმოსავნი იყოთ, ქველი საქმენი ჰქმენით ღმერთის წინაშე, და არა კაცთა წინაშე. მო-წყალებას გასცემთ? ნუ აყვირებ შენს წინაშე ბუკნაღარას ამის შესახებ, არამედ დაე, არ უწყოდეს შენმა მარცხენამ, რას იქმს მარჯვენა (მათ. 6,1-3). ლოცულობ? ნუ იქნები ვით თვალთმაქცი, არამედ შედი შენს სენაკში, დახშე კარი და ფარულად ილოცე მამის მიმართ (მუხ. 6). მარხულობ განა? ნუ იქნები მწუხარე, როგორც თვალთმაქცი, არამედ მარხვისას თავს იცხე და დაიბანე პირი შენი, რათა ხალხს კი არ ეჩვენო მმარხველად, არამედ მამას შენსას, ვინც დაფარულია; რათა მამამ შენმა, რომელი ხედავს დაფარულს, მოგაგოს შენ ცხადად (მუხ. 16-18). ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი I. 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine